„მილანის“ მეკარემ ჯანლუჯი დონარუმამ ჟურნალისტებს „იუვენტუსთან“ უახლოეს მატჩთან დაკავშრებით თავისი მოლოდინები გაუზიარა.
„არანაირი ზეწოლა არაა. სტადიონზე ჩინებული ატმოსფერი იქნება, ამის არ მეშინია. ბუფონთან შედარება სასიამოვნოა, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. უბრალოდ, მიშაობა და ჩემი სათამაშო დონის გამოსწორება მსურს.
ბუფონს ასეთ კარიერას მივულოცავდი. იმედია, მატჩის შემდეგ მასთან მაისურის გაცვლას მოვახერხებ. ჯიჯის წინააღმდეგ თამაში დამატებით სტიუმულს მაძლევს. ჩემი მიზანი „მილანის“ ძირითად შემადგენლობაში თამაშია“, – განაცხადა დონარუმამ.
შეგახსენებთ, რომ „როსონერის“ მეკარე სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა.