მერტესაკერი სეზონის სტარტს გამოტოვებს; ვინ შეცვლის მას – 10 ვარიანტი (ფოტოები)

რამდენიმე დღის წინ ლონდონის “არსენალმა” საფრანგეთში ადგილობრივ “ლენსთან” გამართა შეხვედრა. მატჩში პერ მერტესაკერმა ტრავმა მიიღო. გაირკვა, რომ მისი დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს.

არსენ ვენგერმა უკვა დაიწყო გერმანელი მცველის შემცვლელის ძებნა. ინტერნეტში ვრცელდება იმ მცველების ფოტოები, რომლებიც შესაძლოა “არსენალში” აღმოჩნდნენ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე.

ანტონიო რუდიგერი – 23 წლის; “რომა”

ჯონ სტოუნსი – 22 წლის; “ევერტონი”

ვირჯილ ვან დეიკი – 25 წლის; “საუთჰემპტონი”

უინსტონ რეიდი – 28 წლის; “ვესტ ჰემ იუნაიტედი”

კალიდუ კულიბალი – 25 წლის; “ნაპოლი”

ჯონათან ტაჰი – 20 წლის; “ბაიერი”

სტეფან დე ვრინი – 24 წლის; “ლაციო”

ხავი მარტინესი – 27 წლის; “ბაიერნი”

ტომას ვერმაელენი – 30 წლის; “ბარსელონა”

მამადუ სახო – 26 წლის; “ლივერპული”

სახო “ლივერპულს” ჩამოშორდა და ინგლისში დაბრუნდა

მერსესაიდის “ლივერპული” ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და წინასასეზონო მატჩებს მართავს. კლოპის გუნდი “ისთ პალო ალტოს” ბაზაზე არიას დაბინავებული.

სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ბრიტანელთა მცველმა, მამადუ სახომ ამერიკაში მყოფი გუნდი მიატოვა და ლივერპულში დაბრუნდა. როგორც აღმოჩნდა, ამის მთავრი მიზეზი ის დაზიანებაა, რომელიც 26 წლის მოთამაშეს მყესებზე აღენიშნება. სახო ინგლისში იმკურნალებს და ეცდება, ახალი სეზონისთვის ფიზიკურად მწყობრში იყოს.

უეფამ მამადუ სახოს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მამადუ სახოს საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ცნობილი გახდა, რომ უეფამ “ლივერპულის” მცველი მხოლოდ 30-დღიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახოს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩინეს, უეფას კი გამოკვლევა უნდა ჩაეტარებინა.

წინასწარი ვარაუდით, ფრანგ ფეხბურთელს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია და “ლივერპულთან” კონტრაქტის გაწყვეტა ელოდა. თუმცა, როგორც ჩანს, სასჯელი შედარებით მსუბუქი აღმოჩნდა.

მამადუ სახოს რეაქცია ზელანდიელი მორაგბეების ჰაკაზე (ვიდეო)

“ლივერპულის” ბაზას ზელანდიელი მორაგბეები ესტუმრნენ, მათ კი, ტრადიციულად, ჰაკა შეასრულეს.

#LFC welcomed some very special visitors to Melwood today – the New Zealand Rugby League (NZRL) national team! The Kiwis, who are preparing for a decisive clash with England on Saturday, performed their famous haka dance for the Reds stars not on international duty this week.See how the incredible scene unfolded in the canteen of the club's training complex with our clip below and stay tuned to LFCTV and LFCTV GO for more: www.liverpoolfc.com/watch

Posted by Liverpool FC on Wednesday, 11 November 2015