რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ჯონა ლომუ 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლომუს, რომელმაც ზელანდიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 73 მატჩში 43 ლელოს გატანა მოახერხა, თირკმელზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა, სწორედ ამის გამო მან კარიერა ნაადრევად დაასრულა.
ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ლომუს გარდაცვალება ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან ის ინგლისიდან სამშაბათს დაბრუნდა.
აგვისტოში, Daily Mail-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, ლომუმ თქვა, რომ მისი მიზანი 55 წლამდე მიღწევა იყო: “ამ დროს ჩემი შვილები 21 წლის იქნებიან. თუ ამ ასაკში ჩემი ისინი ჯანმრთელად იქნებიან, მაშინ ნორმალურად იცხოვრებენ,”
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, ლომუ ინგლისში, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას მაინც მუშაობდა.