“ტოტენჰემი” ბეილის ჩანაცვლებას ჰალილოვიჩის მეშვეობით აპირებდა”

ზაგრების “დინამოს” ყოფილმა პრეზიდენტმა, ზდრავკო მამიჩმა განაცხადა, რომ 2013 წლის ზაფხულში “ტოტენჰემი” ალენ ჰალილოვიჩისა და ტინ იედვაის ტრანსფერების განხორციელებაზე მუშაობდა, თუმცა საქმე ჩავარდა.

“ჩვენი ყველაზე დიდი სირცხვილი და ჩავარდნა ალენ ჰალილოვიჩისა და ტინ იედვაის ტრანსფერები იყო.

როდესაც ის 16 წლის იყო, “ტოტენჰემმა” ბეილი “რეალს” 100 მილიონ ევროდ მიყიდა და ჰალილოვიჩის სანაცვლოდ 25 მილიონს გვთავაზობდა. დანიელ ლევისთან შეხვედრაც კი გავმართე ლონდონში.

მოლაპარაკებები 10 მილიონიდან დავიწყეთ და 25-მდე მივედით და შეთანხმებასაც მივაღწიეთ. ზაგრებში დაბრუნებისთანავე, ეს ხელშეკრულება ჰალილოვიჩისა და იედვაის ოჯახებს წარვუდგინე.

თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ალენის მამამ განაცხადა, რომ პირობებით უკმაყოფილო იყო. გავგიჟდი, ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ გადავარწმუნე. რამდენიმე წელიწადში კი ის გაცილებით უფრო იაფად გავყიდეთ, წაგებული კი “დინამო” დარჩა,” – აცხადებს მამიჩი.

ზაგრების “დინამოს” 103 მატჩიან დაუმარცხებელ სერიას ბოლო მოეღო

ზაგრების “დინამოს” ბრწყინვალე დაუმარცხებელი სერია, რომელიც ჩემპიონატში ჩატარებული 103 საშინაო მატჩისაგან შედგებოდა დასრულდა. ზაგრებელების ამ სერიას “მაქსიმირზე”, “ოსიეკთან” მატჩში მოეღო ბოლო.

ხორვატიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთადერთი გოლი “ოსიეკის” ნახევარმცველმა, ჟოზიპ კნეზევიჩმა გაიტანა მატჩის მე-2 წუთზე. დარჩენილ დროში “დინამო” ბევრს ეცადა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა და ახალ სეზონში პირველი მარცხიც იგემა ჩემპიონატში.

რაც შეეხება ზაგრებელთა დაუმარცხებელ სერიას, მან სტარტი 2010 წლის ივლისში აიღო. ხორვატიის ჩემპიონების ბოლო მარცხი “სტადიონ მაქსიმირზე” რიეკასთან მატჩში მოდიოდა (2-1), ჩემპიონატის მეორე ტურში. ამის შემდეგ, “დინამომ” 90 მატჩის მოგება და 13 მატჩის ფრედ დასრულება მოახერხა.

ზაგრების “დინამოს” მეთაური: “ედუარდო პრემიერ ლიგაში მიდის”

ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელები ზაგრების “დინამოს” პორტუგალიელი მეკარის, ედუარდოს გადაბირებას აპირებენ. აღნიშნულ ინფორმაციას ხორვატთა მთავარი მწვრთნელი, ზლატკო კრანჩარი ადასტურებს.

ზაგრებელთა თავკაცის თქმით, 33 წლის მეკარე “სტემფორდ ბრიჯზე” მას შემდეგ გადაბარგდება, რაც “დინამო” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეგიდით გასამართ მატჩში “ზალცბურგს” დაუპირისპირდება.

“ედუარდოსთვის დიდი პატივია კარიერის ისეთ კლუბში გაგრძელება, როგორიც “ჩელსია”. დიახ, ვფიქრობ, რომ ის კლუბს “ზალცბურგთან” გასამართი მატჩის შემდეგ დატოვებს.” – განაცხადა კრანჩარმა.

ივო შუშაკი: “მთავარია ორივე გუნდმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს”

“ზაგრების დინამოს” აკადემიის უფროსმა, ივო შუშაკმა, რომელიც 2002-2004 წლებში თბილისურ გრანდსაც წვრთნიდა, თბილისის “დინამოსა” და ზაგრების “დინამოს” შანსები შეაფასა, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ.

თბილისის “დინამოს” შესახებ

“საქართველოზე საუბრისას, ცრემლების შეკავებაც მიჭირს. იქ ორი ბრწყინვალე წელიწადი გავატარე, ჩვენ გავხდით ჩემპიონები, მოვიგეთ თასი, დსთ-ს თასი, ასევე დაუვიწყარია რუსეთთან გამარჯვება.

ქართველი ხალხი ძალიან თბილია, მსგავსად ხორვატებისა.

ამის შემდეგ, თბილისში კიდევ 10-ჯერ ჩავედი. ახლაც ვაპირებ ჩამოსვლას, მინდა საპასუხო შეხვედრას დავესწრო და სექტემბერშიც ჩამოვალ 19-წლამდელთა მატჩის საყურებლად.”

ემოციები წილისყრის შემდეგ

“ემოციები არც ისე სასიამოვნო იყო, რადგან ნათელი იყო ის ფაქტი, რომ გათამაშებიდან ერთ-ერთი გუნდი უნდა გამოვარდნილიყო. მე კი ორივე “დინამო” ძალიან მიყვარს.

ახლა, ზაგრებში, ჩემი კარიერის ბოლოს, როგორც აკადემიის დირექტორი, ისე ვმუშაობ.

მაინც ვფიქრობ, რომ მთავარია ორივე გუნდმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს.

ხორვატი ჟურნალისტები მეკითხებიან და ვპასუხობ, რომ ქართველები ძალიან, ძალიან ნიჭიერები არიან. ქართული ფეხბურთის ისტორია კი ძალიან მდიდარია. ქართველებს საბჭოთა ნაკრებში ყოველთვის ყავდათ არაერთი წარმომადგენელი.”

შანსები

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ “დინამო ზაგრები” კარგი გუნდია, რომელიც კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

თბილისელთა გუნდიდან ამისულაშვილს ვცნობ და ვიცი, რამდენად ტექნიკურები არიან ქართველი ფეხბურთელები.

მინდა ვთქვა, რომ ხვალ, აქ შეიძლება, მოიგოს მასპინძელმა, თუმცა, ალბათ მინიმალური ანგარიშით. მაგრამ ისიც ვიცი, რომ თბილისში სულ სხვა ატმოსფერო და თამაში იქნება გავსებული სტადიონის ფონზე. მოკლედ ასე ვიტყოდი, შანსები 55%-45%-ია ზაგრებელთა სასარგებლოდ.”

ორი “დინამოს” შეხვედრაზე არბიტრის ვინაობა გაირკვა!

შეხვედრას ზაგრებში – ბობი მადენი განსჯის

უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი ზაგრებში მაქსიმირის სტადიონზე გამართავს და ადგილობრივ დინამოს დაუპირისპირდება, შოტლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 37 წლის- ბობი მადენი იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას- დეივიდ მაქგიჩი და შონ კარი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- სტივენ მაქლინი შეასრულებს. უეფას დელეგატი, ბულგარელი ანდრეი მედინცევი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელია- იოზეფ მარკოსლოვაკეთიდან.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ბობი მადენმა იმსაჯა 14 მაისს, შოტლანდიის პრემიერშიფში გამართული კილმარნოკი 2:4 დანდი იუნათედია. აღნიშნულ მატჩში არბიტრმა ფეხბურთელები სამჯერ გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ბობი მადენის მიერ განსჯილი ევრო შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ბობი მადენი (37 წლის)

უეფა ევროპა ლიგა – 18 თამაში / 62 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

უეფა ჩემპიონთა ლიგა – 5 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა U-17 ჩემპიონატი – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა U-19 ჩემპიონატი – 2 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა U-21 ჩემპიონატი – 3 თამაში / 12 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

უეფა ევრო საკვალიფიკაციო – 2 თამაში / 9 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

ფიფა მს/ჩ საკვალიფიკაციო – 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

წყარო: Fcdinamo.Ge

“დინამო ზაგრებს” “დინამო თბილისთან” მატჩში სლოვენიელი ნახევარმცველი დააკლდება

ახლახან დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის განმეორებითი მატჩი ზაგრებში, სადაც ერთმანეთს ხორვატული “დინამო” და მაკედონიური “ვარდარი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა. საბოლოო ჯამში, “მაქსიმირზე” გამარჯვების მოპოვება “დინამო ზაგრებმა” მოახერხა (3:2) და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვა, სადაც ზაგრებელები თბილისელებს დაუპირისპირდებიან.

“ვარდართან” გამართულ საშინაო მატჩში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მათმა სლოვენიელმა ნახევარმცველმა, პეტარ სტოიანოვიჩმა, რომელიც თბილისელებთან გასამართ პირველ მატჩს გამოტოვებს.

დიდია იმის შანსიც, რომ “ზაგრებს” მათი ლიდერი, პიაცა გამოაკლდეს, რომელიც უახლოეს მომავალში “იუვენტუსში” უნდა გადაბარგდეს.

“დინამო ზაგრები” – “ვარდარი” (პირდაპირი ტრანსლაცია)

ამ წუთებში მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ზაგრების “დინამოსა” და მაკედონიურ “ვარდარს” შორის. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ხორვატთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე თბილისურ “დინამოს” დაუპირისპირდება.

როგორ აკონტროლებს ბურთს ალექსის სანჩესი (ვიდეო)

24 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ლონდონის “არსენალსა” და ზაგრების “დინამოს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას (3:0), ალექსის სანჩესმა ერთ-ერთ ეპიზოდში ბრწყინვალედ ითამაშა.