ლა ლიგის პრეზიდენტი: “რეალს” შეუძლია, მაგრამ ნეიმარის ტრანსფერში 400 მილიონს არ გადაიხდის”

ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, პრესასთან ნეიმარის “პარი სენ-ჟერმენიდან” მადრიდის “რეალში” გადასვლის შესაძლებლობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ “პარიზელებმა” ნეიმარის გადაბირებისას დაუწერელი წესები დაარღვიეს.

“არ ვცდილობ “პარი სენ-ჟერმენის” გაკრიტიკებას ნეიმარში გადახდილი კოსმიური თანხის გამო.უბრალოდ საინტერესოა, იმ თანხის წარმომავლობა, რომლითაც ნეიმარი იყიდეს.

“პსჟ”-ს ანგარიშზე ეს თანხა სპორტული პროექტების მოგების ხარჯზე არ დარიცხულა. ნეიმარი მხოლოდ იმიტომ ღირს ამდენი, რომ კატარელმა მილიარდელმა შეძლო ამ თანხის გამოყოფა.

უკვე ვთქვი, რომ “რეალი” არ აპირებს ნეიმარის ტრანსფერში 400 მილიონის გადახდას, მიუხედავად იმისა, რომ “რეალს” სპორტული საშუალებებით დაახლოებით ამდენივე აქვს გამომუშავებული და დახარჯვის უფლებაც აქვს,” – აცხადებს ტებასი.

ხავიერ ტებასი: შემდეგი სეზონიდან ლა ლიგა-ში ვიდეო რეფერის ტექნოლოგია დაინერგება

რამდენიმე დღის წინ ლა ლიგის მე-13 ტურში “ვალენსიამ” “ბარსელონას” უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი კატალონიელებს გოლი არ ჩაუთვალეს, გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ლიონელ მესის დარტყმულმა ბურთმა მართლაც გადაკვეთა ხაზი.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ისაუბრა: “ყველამ ნახა, რომ ეს გოლი იყო. შეუძლებელია მე საწინააღმდეგოს მტკიცება დავიწყო, რადგან ხალხი იფიქრებს, რომ ბრმა ვარ. იმედი მაქვს, შემდეგი სეზონიდან, ვიდეო რეფერი მსგავს პრობლემებს გადაჭრის. ორი წელია, რაც აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვაზე აქტიურად ვმუშაობთ, ფაქტია ლა ლიგა-ში ამის საჭიროება მართლაც არსებობს”, – აცხადებს ხავიერ ტებასი.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ესპანეთის თასსზე, “ატლეტიკოსა” და “ელჩეს” შორის გასამართ შეხვედრაში ვიდეო რეფერის პირველად გამოიყენებენ.

მესის არჩათვლილი გოლი ტებასს ლა ლიგაში ვიდეოგამეორებების დანერგვისაკენ უბიძგებს

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი იმედოვნებს, რომ მომავალი სეზონიდან ლა ლიგაში ვიდეოგამეორებების სისტემა დაინერგება, რითიც საბოლოოდ აღმოიფრხვება არჩათვლილი, ან არასწორად ჩათვლილი გოლების პრობლემები.

ხავიერ ტებასმა მსგავსი განცხადება “ბარსელონასა” და “ვალენსიას” შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ გააკეთა, როდესაც მსაჯებმა ლეო მესის 100-პროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალეს.

“ეს გოლი უნდა ჩათვლილიყო, მთელმა ესპანეთმა შენიშნა როგორ გადაკვეთა ხაზი ბურთმა. ბრმა ვიქნები, საწინააღმდეგო რამ რომ ვთქვა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი სეზონიდან ვიდეოგამეორებების დახმარებით მსგავსი ტიპის პრობლემებს თავიდან ავიცილებთ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მომავალ სეზონში ახალი ტექნოლოგიები გამოვიყენოთ,” – აცხადებს ტებასი.

ხავიერ ტებასი: “კატალონია დამოუკიდებლობას ვერ მიიღებს, “ბარსელონა” ლა ლიგაში დარჩება”

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე, კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ “ბარსელონა” კიდევ დიდი ხნის მანძილზე ითამაშებს ესპანეთის ჩემპიონატში.

“კატალონია დამოუკიდებლობას ვერ მიიღებს, ეს არ მოხდება და კატალონია კიდევ დიდი ხნის მანძილზე იქნება ესპანეთის შემადგენლობაში. “ბარსელონა” ჩვეულებისამებრს შეძლებს ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის გაგრძელებას.

ის ადამიანები, რომლებიც კანონს არ ემორჩილებიან, საბოლოოდ ციხეში ხვდებიან ხოლმე,” – აცხადებს ტებასი და ამით კატალონიელებს სიმშვიდისა და მორჩილებისკენ მოუწოდებს.

ლა ლიგის პრეზიდენტი: “ვთვლი, რომ მესი უდანაშაულოა”

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი თვლის, რომ ლეონელ მესი უდანაშაულოა. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობს სასამართლო, რომელმაც არგენტინელს 21-თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“მესის შესახებ უკვე ვისაუბრე – არ ვთვლი, რომ ის დამნაშავეა და ბედნიერი ვარ იმით, რომ ის კვლავ ლა ლიგაში გააგრძელებს კარიერას.” – განაცხადა მან ერთ-ერთ ღონისძიებაზე ყოფნისას.

“ფეხბურთელს ჯერ კიდევ აქვს რამდენიმე ვარიანტი, ჩვენ კი საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით.” – დაამატა მან.

შეგახსენებთ, რომ მესის გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ – საუბარია დაახლოებით 4 მილიონ ევროზე. სასამართლომ მას 21-თვიან სასჯელთან ერთად 2 მილიონი ევროს გადახდაც დააკისრა. თუმცა, “ბლაუგრანას” ლიდერი ციხეში არ ჩაჯდება, ნაცვლად ამისა ის საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხას გადაიხდის.

პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

ესპანური პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის უნდა გადაეცეს “ოქროს ბურთი”. შეგახსენებთ, რომ ჯილდოზე წარდგენილნი არიან ლიონელ მესი, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ.

“ჩემი აზრით, “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს. თავად რონალდუც აღიარებს, რომ დღესდღეობით მას მესი სჯობია”, – აღნიშნა ტებასმა.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს ჩატარდება.