ლობჟანიძემ დანიის პლეი-აუტის ფინალში გაიტანა (ვიდეო)

გუშინ დანიის პლეი-აუტის ფინალის პირველი მატჩი შედგა. “ლინგბიმ” საკუთარ მოედანზე “რანდერსი” მიიღო.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 1-2 დასრულდა. ანგარიშის გახნსა სწორედ “რანდერსის” ქართველმა ლეგიონერმა, საბა ლობჟანიძემ მოახერხა. მან ეს 30-ე წუთზე შეძლო.

გეტყვით, რომ “რანდერსი” “ლინგბისთან” განმეორებით შეხვედრას 21 მაისს, საკუთარ მოედანზე გამართავს. თუ, ორი მატჩის ჯამში, ლობჟანიძის გუნდმა იმარჯვა, ის დანიის სუპერლიგაში დარჩენას გაინაღდებს.

ლაზარეთიდან დაბრუნებულმა ლობჟანიძემ დანიაში დუბლი შეასრულა (ვიდეო)

დღეს დანიის სუპერლიგის პლეიოფის განმეორებითი მატჩი შედგა. “რანდერსმა” “ჰელსინგორი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან ორივე გოლის შეგდება ლაზარეთიდან ახალდაბრუნებულმა ქართველმა ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ მოახერხა. ორი მატჩის ჯამში 3-2 “რანდერსის” სასარგებლოდ!შესაბამისად, ეს გუნდი პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს.

გეტყვით, რომ ლობჟანიძის გუნდი კიდევ ერთ მეტოქეს შეებრძოლება, რათა დანიის სუპერლიგაში დარჩეს.

ლობჟანიძე შეუჩერებელია – “ლინგბის” შერხეული ბადე და ბოლო ორ მატჩში გატანილი ოთხი გოლი

დღეს დანიის სუპერლიგაში, საკვალიფიკაციო პლეი-ოფის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში ერთმანეთს “ლინგბი” და “რანდერსი” დაუპირისპირდნენ.

ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ გახსნა. 23 წლის სპორტსმენმა მეოთხე წუთზე დააწინაურა “რანდერსი”. თუმცა, მას 35-ე წუთზე დაზიანების მიღების გამო, მოუწია, მოედანი დაეტოვებინა. საბოლოოდ, საბას გუნდმა ანგარიშით, 3-1 იმარჯვა. მან ჯგუფში 30 ქულით მესამე ადგილი დაიკვა.

ამით დასრულდა საკვალიფიკაციო პლეი-ოფის ჯგუფური ეტაპი (ანუ სუპერლიგის 14 გუნდიდან, ყველაზე ცუდი რვა გუნდი ორ ჯგუფში იყო განაწილებული, სადაც იქიდან გასასვლელად და ჩემპიონატში დარჩენის უკეთესი შანსის შესაქმნელად სჭირდებოდა პირველ ან მეორე ადგილზე გასვლა). “რანდერსმა” მესამე პოზიცია დაიკავა და ჯგუფიდან ვერ გავიდა. ახლა ის დასაქვეითებელ პლეი-ოფში იბრძოლებს, რომ სუპერლიგაში დარჩეს.  ის ორმატჩიან დაპირისპირებაში მეორე ჯგუფის ბოლო ორი გუნდიდან შეხვდება “ჰელსინგორს”. პირველი მატჩი ექვს მაისს გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში (შესაძლო 2610 წუთიდან 1830 წუთი ითამაშა) უკვე ცხრა ბურთი გაიტანა.

 

ლობჟანიძის დუბლი დანიის სუპერლიგაში (ვიდეო)

დღეს დანიის სუპერლიგის გასავარდნ ზონაში პირველი ტურის მატჩი შედგა. “ბიონუტრა პარკ რანდერსზე” “რანდერსმა” “ლინგბი” მიიღო.

ანგარიში მე-15 წუთზე საბა ლობჟანიძემ გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა 16 წუთში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს, საბოლოოდ, ანგარიშით, 2-0 მოაგებინა.

ამ გამარჯვების შემდეგ “რანდერსს” 23 ქულა აქვს და ოთხგუნდიან გასავარდნ ზონაში მესამე ადგილზეა. ის მეორეადგილოსანს რვა ქულით ჩამორჩება.

 

ოფიციალურად: უჩა ლობჟანიძე “სამტრედიაში” ითამაშებს!

უჩა ლობჟანიძე ახალ სეზონში სამტრედიის “სამტრედიას” ღირსებას დიაცავს. ამის შესახებ იმერული კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

ჯერჯერობით, უცნობია რამდენი ხნით ითამაშებს 30 წლის მცველი ეროვნული ლიგის ბინადადრ გუნდში. ის ხვალ შეუერთდება თურქეთში მყოფ კლუბს და იქ დაიწყებს ვარჯიშს.

შეგახსენებთ, რომ უჩამ “ზესტაფონში” წამოიწყო კარიერა. ამის შემდეგ ის “დნიპროში” გადავიდა. ნიქოზიის “ომონიას” მოჰყვა თბილისის “დინამო” და შემდეგ ყაზახეთის “ატირაუ”. ახლა კი, ლობჟანიძე “სამტრედიას” ღირსებას დაიცავს.

“ტობოლმა” “ატირაუს” სძლია – სამივე ქართველი სასტარტოში!

დღეს ყაზახეთის პრემიერლიგაში 33-ე ტურის შეხვერდები შედგა.

“ორთალიქ სტადიონზე” “ტობოლმა” “ატირაუ” მიიღო. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით, 2-0 დასრულდა. გოლების ავტორები შჩეტკინი და ზულპა გახდნენ. მათ, შესაბამისად, მე-10 და 62-ე წუთებზე შეძლეს “ატირაუს” კარის ბადის შერხევა.

საგულისხმოა, რომ “ტობოლის” ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ნიკა კვეკვესკირი. ასევე, “ატირაუს” ორი ქართველი ლეგიონერი, ლადო დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე ძირითად შემაგდენლობაში იყვნენ.

“ტობოლი” 47 ქულით მეხუთეა. “ატირაუს” 35 ქულა აქვს და მერვე პოზიციას იკავებს.

ქართველი ფეხბურთელების პროგნოზი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

3 ივნისს კარდიფში, “ნეიშენალ სთეიდიუმზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. სეზონის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ტურინის “იუვენტუსი” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან.

Fanebi.Com-ი ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს დაუკავშირდა და მათ ფინალთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება სთხოვა.

გიორგი ქვილითაია (“რაპიდი”, ავსტრია): “ჩემი აზრით, “იუვენტუსი” მოიგებს. “ბარსელონას” ქომაგი ვარ და არც მინდა “რეალმა” გაიმარჯვოს. როცა “ბარსას” მშრალად მოუგებ, ამით ყველაფერი ნათქვამია. ვთვლი, რომ “იუვე” წელს საოცარი გუნდია.”

ჯიმი ტაბიძე (“ურალი”, რუსეთი): “მართალია, “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, “რეალი” მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. ის ერთი თავით მაღლა დგას მეტოქეზე. თუმცა, სხვა ეტაპებისგან განსხვავებით, ფინალი ერთი თამაშია და არაფერი არ არის გამორიცხული.”

საბა კვირკველია (“ლოკომოტივი”, რუსეთი): “ბავშვობიდან “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ფანი ვარ. მინდა, რომ “ბებერმა ქალბატონმა” მოიგოს. ამის შესაძლებლობა რომ არ ქონდეს, ფინალშიც ვერ გავიდოდა.”

საბა ლობჟანიძე (“დინამო”, საქართველო): “იუვე” მოიგებს ნებისმიერ შემთხვევაში. ხუთი წლიდან ამ კლუბისა და დელ პიეროს გულშემატკივარი ვარ. ორივეს ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა და ორივე იმსახურებს გამარჯვებას. მაგრამ მინდა, რომ სამში ბუფონმა აწიოს თასი!”

ნიკა კვეკვესკირი (“ტობოლი”, ყაზახეთი): “რომელი მოიგებს, რთული სათქმელია. თუმცა, ჩემი სურვილია, “იუვენტუსს” ხვდეს ეს პატივი წილად. მინდა, რომ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ბუფონია, ერთხელ მაინც გახდეს ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი. თუ ეს ასე მოხდა, დარწმუნებული ვარ “ჯიჯი” ოქროს ბურთსაც მოიპოვებს, რომელსაც, ასევე, ცალსახად იმსახურებს. მოკლედ, ისე გამოდის, რომ ძალიან სუბიექტური ვარ და მხოლოდ ერთ ადამიანს ვგულშემატკივრობ ფინალში.(იღიმის, ავტ.).”

ლადო დვალიშვილი (“ატირაუ”, ყაზახეთი): “იუვეს” მოგება მინდა. სწორედ მას ვგულშემატკივრობ. ბუფონი იმსახურებს ამ ტიტულის მოგებას!”

ოთარ კიტეიშვილი (“დინამო”, საქართველო): “პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ორივე გუნდი მაგარ ფორმაშია. მაგრამ მაინც “იუვეს” ვფიქრობ. რატომ? ამას მხოლოდ ინტუიციით ვამბობ. ისეთი გუნდები თამაშობენ, რა იქონიებს ზეგავლენას შეხვედრაზე და როგორ წარიმართება იგი, ამის თქმა ძალიან ძნელია.”

ვაკო გვილია (“ბატე”, ბელორუსი): “ჩემპიონთა ლიგას “იუვენტუსი” მოიგებს. ისინი ამ თასისკენ მიისწრაფვიან უკვე რამდენიმე წელია, დაუღალავად და დიდი სიყვარულით აკეთებენ თავიანთ საქმეს! ამ სეზონს კი გამორჩეულად კარგად ატარებენ! მარტო “ბარსელონასთან” ჩატარებული ორივე მატჩი რად ღირს! მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გაიმარჯვებენ. ბავშვიბიდან “იუვეს” გულშემატკივარი ვარ (იცინის, ავტ.). ბუფონი, ბოლოს და ბოლოს, აღმართავს მისთვის სანატრელ თასს და გაიმარჯვებს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში!”

გიორგი არაბიძე (“შახტარი”, უკრაინა): “ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგას “რეალი” მოიგებს. ეს გუნდი “იუვენტუსზე” მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და, შესაბამისად, დონით მასზე მაღლა დგას. მადრიდელები ფავორიტები არიან!”

ბაჩო არაბული (“დინამო”, საქართველო): “სიმართლე რომ ვთქვა, ნამდვილად არ ვიცი, ვინაა ფავორიტი და ვის აქვს მეტი შანსი. ჩემი აზრით, ასეთი თანაბარი გუნდები დიდი ხანია არ ყოფილან ფინალში. “რეალის” უპირატესობა ინდივიდუალურად ძლიერ ფეხბურთელებშია. “იუვე” უფრო გუნდური თამაშით გამოირჩევა. საბოლოოდ, ვიტყვყი, რომ შანსები 50/50-ზეა.”

გიორგი ნავალოსვკი (“ნეფთჩი”, აზერბაიჯანი): “ჩემი აზრით, “იუვე” მოიგებს. არ მინდა, “რეალი” გახდეს გამარჯვებული. არ ვიცი, რომელი გუნდი სჯობს, თუმცა იტალიელების გამარჯვებას ვფიქრობ.”

ბუბა დაუშვილი (“დიოშგიორი”, უნგრეთი): “რეალი” მოიგებს, იმიტომ, რომ “რეალია”.

ირაკლი სირბილაძე (“კპვ”, ფინეთი): “შანსები 50/50-ზეა. მე ორივე გუნდის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მგონია, რომ “იუვე” მოიგებს. ალეგრის ფიზიკურად უფრო მომზადებული და ტაქტიკურად გამართული გუნდი ჰყავს. ვფიქრობ, ტურინელები გაიმარჯვებენ.”

ოთო კაკაბაძე (“ხიმნასტიკი”, ესპანეთი): “მიუხედავად იმისა, რომ, რატომღაც, “იუვენტუსის” მოგება გამიხარდება, ვფიქრობ, “რეალი” მას უშანსოდ დატოვებს.” (იცინის, ავტ.).

საბა ლობჟანიძე: “ჩიხურას” მიზანი ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგებაა!”

23 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგნაში საჩხერის “ჩიხურა” სტუმრად “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 4-1 დაამარცხა. იმერელთა მხრიდან დუბლი საბა ლობჟანიძემ შეასრულა. თითო-თითო გოლი კი განუგრავამ და გორგიაშვილმა გაიტანეს.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ლობჟანიძეს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

“ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა. მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ, ტაქტიკურად სწორად ვითამაშეთ, რაც შედეგზე აისახა.”

“ჩვენ არ ვართ მეტოქეზე დამოკიდებული გუნდი. არ ვუყურებთ იმას, თუ როდის დაუცდება მას ფეხი და ქულების მხრივ ასე მოვიპოვებთ უპირატესობას. პირიქით, ჩვენი მიზანი ყველა შეხვედრის მოგებაა! სწორედ ასე გვინდა ფონს გასვლა!”

“რაც შეეხება ჩემს თამაშს, მიხარია, რომ გოლები გამაქვს. ამაში დიდი წვლილი ჩემს თანაგუნდელებს მიუძღვით.”

საბას წითელ ჯგუფზეც ვკითხეთ: “მეორე ჯგუფში შესანიშნავი გუნდები თამაშობენ. ყველას პატივს ვცემ, თუმცა სამტრედიას გამოვარჩევდი,” – განაცხადა 21 წლის სპორტსმენმა.

 

 

ლობჟანიძე:”ქართველი ქომაგის წინაშე მნიშვნელოვანი ვალდებულება გვაქვს”

“ევროპის ლიგაზე” მიღწეული წარმატების შემდეგ, “ჩიხურის” მოთამაშე საბა ლობჟანიძემ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“მატჩი დაძაბულად დაიწყო, თუმცა მალე ვიგდეთ სადავეები ხელში. სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ და ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მწვრთნელის დავალებები პირნათლად შევასრულეთ.”

“ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა! ჩვენგან ქართველები ამ ეტაპის დაძლევას ელიან და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ვალდებულება გვაქვს, ღირსეულად ვითამაშოთ მათ წინაშე განმეორებით თამაშში,” – განუცხადა Fanebi.Com-ს ახალგაზრდა სპორტსმენმა.

საბა ლობჟანიძემ ესპანეთის ნაკრებს საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

7 ოქტომბერს, საქართველოსა და ესპანეთის 21-წლამდე ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში მე-60 წუთზე საბა ლობჟანიძემ ულამაზესი გოლი გაიტანა.

უჩა ლობჟანიძემ “აეკს” 83-ე წუთზე გაუტანა (ვიდეო)

25 აპრილს, კვიპროსის ჩემპიონატში, ნიქოზიის “ომონიამ” საკუთარ მოედანზე ლარნაკას “აეკი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი უჩა ლობჟანიძემ, რომელმაც 83-ე წუთზე თავისი გუნდი მარცხს გადაარჩინა.

კვიპროსული ლეგიონის ამბები

კვიპროსის ჩემპიონატში, სადაც ქართველი ფეხბურთელები მრავლად არიან, მეორე ეტაპი დაიწყო.

საჩემპიონო ექვსეულის პირველ ტურში უჩა ლობჟანიძის “ომონია” ლარნაკას ესტუმრა, სადაც ადგილობრივ აეკთან მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა. ქართველი მცველი ძირითადში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. ამავე ექვსეულში “ანორთოსისი” ლიდერ აპოელს ესტუმრა მინიმალური ანგარიშით წააგო. ფამაგუსტელთა შემადგენლობაში აბურჯანიაც და მაისურაძეც ძირითადში იყვნენ, თუმცა შეხვედრის დასრულება მხოლოდ აბურჯანიამ შეძლო. მაისურაძემ 83-ე წუთზე მოედანი წითელი ბარათის გამო დატოვა.

ქვედა ექვსეულში “ეთნიკოსმა” კვიპროსის ყველაზე ქართულ გუნდს, “ეთნიკოსს” 3-1 სძლია. სტუმართა შემადგენლობაში კვასხვაძემ და გრიგალაშვილმა სრულად ითამაშეს. ლევან ხმალაძე კი 75 წუთზე შეცვალეს.

გიორგი პაპავას და შოთა გრიგალაშვილის “ნეა სალამისი” “აია ნაპას” უგოლოდ გაეყარა. შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ პაპავამ მიიღო.