საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან დამარცხდა

დღეს ლუქსემბურგში საქართველოს ეროვნული გუნდი ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდა.

მატჩში ჩვენი ნაკრები ახალგაზრდა ფეხბურთელებით გამოვიდა, რომლებსაც აქ თამაშის გამოცდილება, ფაქტობრივად, არ გააჩნდათ. საბოლოოდ, შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა, მისი შეგდება ორელიენ ჟოაკიმმა 70-ე წუთზე მოახერხა. საქართველო ამ ამხანაგურ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

შევაჯამოტ და ვთქვათ, რომ ჩვენს გუნდს სანაკრებო შესვენებაზე ერთი მოგება და ერთი წაგება დაუგროვდა.

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია, ბერიძე, ხარაიშვილი, ჭანტურიშვილი, ხოჭოლავა.

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, გეგეჭკორი, დვალი, შერგელაშვილი, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, ხარაბაძე, ზივზივაძე.

პოლონეთის თასზე “კორონამ” “არკა” 2:1 დაამარცხა: სამივე გოლი ქართველებმა გაიტანეს

პოლონეთის თასის ნახევარფინალის მატჩი ერთმანეთს კიელცეს “კორონა” და გდინიას “არკა” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ანგარიშით, 2-1 დასრულდა. საგულისხმოა, რომ სამივე გოლი ქართველებმა გაიტანეს.

“კორონას” შემადგენლობაში იმყოფებოდა ნიკა კაჭარავა, რომელმაც დუბლი შეასრულა: მან მე-14 და 69-ე წუთებზე აიღო გდინიელების კარი. ხოლო, “არკადან” ერთი ბურთი ასევე ქართველმა შემტევმა, ლუკა ზარანდიამ 81-ე წუთზე გაქვითა.

გეტყვით, რომ განმეორებითი შეხვედრა 17 აპრილს უკვე ბალტიის ზღვისპირა ქალაქ, გდინიაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს  ნაკრები ოფიციალური მატჩებისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება. ეროვნულ გუნდს ამერიკის შეერთებულ  შტატების საფეხბურთო ლიგაში მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილი უკვე შეუერთდა. ფეხბურთელი დღევანდელ სავარჯიშო პროცესში სრული დატვირთვით  ჩაერთო.

ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ნიკა კაჭარავა ვირუსის გამო, უახლოეს ორ ოფიციალურ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ,რომ ირლანდიასთან სამატჩო განაცხადში ჯაბა კანკავა დისკვალიფიკაციის გამო არ იქნება.

საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 1 სექტემბერს დინამო არენაზე ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

კახა კაჭარავა: “დინამო” ახალგაზრდული გუნდია და მას როტაცია სჭირდება”

დღეს ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურში პირველადგილოსანმა თბილისის “დინამომ” თანაქალაქელ და მის უახლოეს მდევარ “ლოკომოტივს” უმასპინძლა. მატჩი “დინამოელთა” გამარჯვებით, ანგარიშით, 3:0 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან “დინამოს” მწვრთნელმა, კახა კაჭარავამ ისაუბრა.

“სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ურთულესი შეხვედრა იყო. “ლოკომოტივი” ძალიან მონდომებული და დისციპლინირებული გუნდია. რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო დღეს მის წინააღმდეგ ასე თამაში. შედეგით კმაყოფილი ვარ.”

“დინამო” ახალგაზრდული გუნდია და მას როტაცია სჭირდება. წინა შეხვედრაზე სხვა შემადგენლობა იყო, ახლა სულ სხვა ფეხბურთელები გამოვიყვანე. ჩვენი გუნდი შენების პროცესშია. ბევრი ახალი მოთამაშე მოვა, ბევრიც ახალაგაზრდული ნაკრებიდან გადმოვა. ყველას მიეცემა შანსი.”

“ლობჟანიძეს ტრავმა ჰქონდა. თუმცა, ის ახლა მშვენივრად გრძნობს თავს. საბა დღეს გამოვიდა, ბოლომდე დაიხარჯა,” – განაცხადა კაჭარავამ.

 

 

 

 

 

კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატში კვლავ გაიტანა (ვიდეო)

8 იანვარს კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში ერთმანეთს აჩნას “ეთნიკოსი” და “ერმისი” დაუპირისპირდნენ. პირველ გუნდში ქართველი ფეხბურთელები, გიორგი ილურიძე და ნიკა კაჭარავა გამოდიან. ხოლო, “ერმისის” ღირსებას ირაკლი მაისურაძე იცავს.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით, 3:1 დასრუდლა. კაჭარავამ და მაისურაძემ სასტარტოდან დაიწყეს. პირველმა მათგანმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ირაკლი 62-ე წუთზე გავიდა მოედნიდან. რაც შეეხება ილურიძეს, იგი 69-ე წუთზე შემოვიდა შეცვლაზე.

ეს მატჩი წარმატებული გამოდგა ნიკა კაჭარავასთვის. მან 70-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 5 წუთში გოლიც გაიტანა.

“ეთნიკოსს” ამჟამად 21 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება, ხოლო მაისურაძის კლუბი კი 25 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

 

ვაისმა ფალავანდიშვილი და კაჭარავა გამოიძახა, თუმცა “ეთნიკოსმა” ფეხბურთელები არ გამოუშვა

საქართველოს ნაკრები იანვარში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

თავიდანვე ცნობილია, რომ ვლადიმერ ვაისი ამ მატჩებისთვის, ძირითადად, ისეთ ფეხბურთელებს იძახებს, რომლებსაც ხშირად ან საერთოდ არ ეძლევათ შანსი, რომ ეროვნული გუნდის ფორმა ჩაიცვან.

ირკვევა, რომ ვლადიმერ ვაისმა ნაკრებში აჩნას “ეთნიკოსის” ორ ქართველ ლეგიონერს, ნიკა კაჭარავასა და გუგა ფალავანდიშვილს უხმო. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველი სპორტსმენები ნაკრებში იმ მოტივით არ გამოუშვა, რომ მწვრთნელს ისინი “ეთნიკოსის” მიერ ჩასატარებელ მნიშვნელოვან მატჩებში სჭირდება.

ეროვნული გუნდი 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება. ქართველები 23 და 25 იანვარს დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს უზბეკეთისა და იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ნიკა კაჭარავამ “ომონიას” გაუტანა (ვიდეო)

4 იანვარს, კვიპროსის ჩემპიონატში “ომონიამ” საკუთარ მოედანზე “ეთნიკოსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა კაჭარავა, რომელმაც 68-ე წუთზე მასპინძელთა კარი დალაშქრა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გოლის შემდეგ “ეთნიკოსი” მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა, გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

ცნობისთვის, “ეთნიკოსის” სასტარტო შემადგენლობაში რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანიც იყო.

იხილეთ კაჭარავას გოლი

ნიკა კაჭარავას გოლი და საგოლე პასი აელ-თან მატჩში (ვიდეო)

22 დეკემბერს, კვიპროსის ჩემპიონატში ახნას “ეთნიკოსმა” საკუთარ მოედანზე მეორე ადგილზე მყოფი აელ-ი მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

მასპინძელთა რიგებში ორმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. ნიკა კაჭარავა და გია გრიგალავა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო გიორგი ილურიძე მოედანზე არ გამოჩენილა.

შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე “ეთნიკოსის” ფეხბურთელმა ზელაიამ გახსნა, რომელსაც საგოლე პასი ნიკა კაჭარავამ გაუკეთა. ქართველმა თავდამსმელმა 32-ე წუთზე თავადაც გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, სტუმრებმა ანგარიში მაინც გაათანბრეს და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

“ეთნიკოსი” კვიპროსის” 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილს იკავებს. რაც შეეხება ნიკა კაჭარავას, ის 9 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.

დავით კაჭარავამ ერთ შეხვედრაში ოთხი ლელო გაიტანა (ვიდეო)

20 მაისს, რუსეთის პრემიერლიგაში კრასნოიარსკის “ენისეიმ”, რომლის ღირსებასაც დავით კაჭარავა იცავს, სტუმრად “ყუბანი” ანგარიშით 41:16 დაამარცხა.

სტუმრებმა პირველ ნახევარში სამი ლელოს დადება მოახერხეს, თავი კი სამჯერვე კაჭარავამ გამოიჩინა. 31 წლის ქართველმა მორაგბემ ერთი ლელო მეორე ტაიმში გაიტანა.

ნიკა კაჭარავა: “გუნდში კარგი ატმოსფეროა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ნიკა კაჭარავამ ყაზახეთის ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, რაც მწვრთნელისა და ბიჭების დამსახურებაა. მუშაობა ახლა დავიწყეთ და ყველაფერი წინაა. ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩავატარე, ამიტომ ვნერვიულობდი”, – თქვა კაჭარავამ მატჩის დასრულების შემდეგ.

დავით კაჭარავამ “ნიუკასლ ფალკონზს” ორი ლელო დაუდო (ვიდეო)

16 იანვარს, ჩელენჯ თასზე, რუსულმა “ენისეიმ”, რომლის ღირსებასაც დავით კაჭარავა იღებს, საკუთარ მოედანზე ინგლისური “ნიუკასლ ფალკონზი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 24:7 დაამარცხა.

“ენისეის” გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველ მორაგბეს. დავით კაჭარავამ 28-ე და 42-ე წუთებზე ორი ლელოს დადება მოახერხა.

იხილეთ კაჭარავას ლელობი (1:08 და 1:31):

რამდენი გადაუხადა “როსტოვმა” “ცხინვალს” ნიკა კაჭარავას სანაცვლოდ?

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე “როსტოვში” განაგრძობს.

21 წლის ფეხბურთელს რამდენიმე უცხოური კლუბი ეპატიჟებოდა, საბოლოოდ კი, “როსტოვი” აირჩია, რომელიც ამჟამად, რუსეთის ჩემპიონატის ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ მოსკოვის ცსკა-ს სამი ქულით ჩამორჩება.

რუსული სპორტული ვებ-გვერდის, sports.ru-ს ცნობით, როსტოველებმა “ცხინვალს” კაჭარავას სანაცვლოდ დაახლოებით 300 000 ევრო გადაუხადეს.