საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა განვითარების თასი მეორე ადგილზე დაასრულა

უეფას განვითარების თასი, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა, დასრულდა. დღეს ბოლო ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. დავით პეტრიაშვილი არენაზე რუმინეთმა 3:1 დაამარცხა ყაზახეთი. პარალელურად კი, საქართველოს და ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებთა მატჩი 0:3 დასრულდა.

ამგვარად, ტურნირის გამარჯვებული ბელარუსი გახდა 7 ქულით. 6 ქულა დააგროვა საქართველომ და მეორე ადგილი დაიკავა. მესამეადგილოსან რუმინეთს 5 ქულა აქვს, ყაზახეთს კი – 0.

ტურნირის ბოლო შეხვედრაში ზვიად ჯელაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ხვადაგიანი, ტალახაძე, მორჩილაძე, ბენდიანიშვილი, ზურაბიანი, ტორონჯაძე, მამაცაშვილი, გუგეშაშვილი, ილურიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მირზიკაშვილი, ხვედელიძე, დევდარიანი, ტოფაძე, ჟივიძე.

Gff.Ge

განვითარების თასი საქართველომ გამარჯვებით დაიწყო

თბილისში დაიწყო უეფას განვითარების თასი 16-წლამდე ნაკრებებს შორის. პირველ ტურში დავით პეტრიაშვილი არენაზე რუმინეთი და ბელარუსი უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. რეგლამენტის თანახმად, გუნდებმა პენალტების სერიით გამოავლინეს გამარჯვებული. რუმინეთმა 4:3 მოიგო და ცხრილში 2 ქულა ჩაიწერა. 1 ქულა აქვს ბელარუსს.

მეორე მატჩში, მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე საქართველომ 3:2 დაამარცხა ყაზახეთი. გოლები ლუკა ტორონჯაძემ, შალვა ოგბაიძემ და თორნიკე მორჩილაძემ გაიტანეს.

ზვიად ჯელაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ხვადაგიანი, ერაძე, მირზიკაშვილი, ბენდიანიშვილი, ტალახაძე, ოგბაიძე, მორჩილაძე, ზურაბიანი, ტორონჯაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: შურღაია, ხვედელიძე, დევდარიანი, ოსიყმაშვილი, ჟივიძე.

Gff.Ge

U17: „განვითარების თასი“ მეშვიდე ადგილზე დავასრულეთ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკში მიმდინარე „განვითარების თასზე“ დასკვნითი მატჩი გამართა. 24 იანვარს ახალგაზრდა ჯვაროსნები VII ადგილისთვის ლიტველ თანატოლებს გაეჯიბრნენ. დაძაბული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 1-2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ვასილ მაისურაძის შეგირდები მარცხდებოდნენ, მაგრამ მათ მოახერხეს და მატჩი სასურველი შედეგით დაასრულეს. ჩვენი მხრიდან თავი ლუკა სილაგაძემ და ჯაბა კასრელიშვილმა გამოიჩინეს, ლიტველთა მხრიდან კი, დომანტას ვიტკუსმა. ამ შეხვედრით საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა „განვითარების თასზე“ გამოსვლა დაასრულა და მეშვიდე ადგილი დაიკავა.

სფფ-ს პრესსამსახური