„კიევოს“ თავდამსხმელი ალბერტო პალოსკი „სუონსიში“ გადავიდა. 26 წლის ფორვარდმა უელსულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა.
იტალიელის დამატების ინიციატორი მისი თანამემამული ფრანჩესკო გვიდოლინი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ „სუონსის“ თავკაცად დაინიშნა.
ტრანსფერის ფასმა 10,5 მილიონი ევრო შეადგინა. ერთ სეზონში ფეხბურთელის ხელფასი ორ მილიონ ევროს შეადგენს. ახალ კლუბში პალოსკი 9 ნომრით ითამაშებს.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში „მილანის“ აღზრდილმა 21 მატჩში 8 გოლი გაიტანა.