ოფიციალურად: რიად მაჰრეზი “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია

“მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას “ლესტერის” ალჟირელი ნახევარმცველის, რიად მაჰრეზის, ტრანსფერის შესახებ. როგორც ცნობილი ხდება, “ქალაქელებმა” “ლესტერ სიტის” გულის მოგება ოთხი უარყოფილი წინადადების შემდეგ შეძლეს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ 27 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც გასული სეზონის 41 მატჩში 13 გოლი გაიტანა, მანჩესტერულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“ძალიან ბედნიერი ვარ, ამ კლუბში თამაშის შანსი რომ მეძლევა. პეპ გვარდიოლას მეთაურობით “სიტი” ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ისინი ინგლისური ფეხბურთის გარდაქმნას ცდილობენ და მინდა ამის ნაწილი გავხდე.

პეპ გვარდიოლა შემტევ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს და ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია. მჯერა, რომ როგორც ფეხბურთელი ძალიან განვვითარდები,” – აცხადებს რიად მაჰრეზი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 3 სექტემბერი

ზიდანმა სანჩესის ტრანსფერი დაბლოკა

Don Balon-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გუნდის ჩილელი ლიდერი, ალექსის სანჩესი მადრიდის “რეალს” შესთავაზეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ალექსისი ერთ-ერთი საუკეთესო საკუთარ პოზიციაზე, ზიდანმა ბევრი ფიქრის გარეშე დაბლოკა მისი ტრანსფერი. გეტყვით იმასაც, რომ სანჩესის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს “მანჩესტერ სიტი” იყო.


მაჰრეზს “მანჩესტერ იუნაიტედში” უნდოდა გადასვლა

Daily Star-ის ჟურნალისტების ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს რიად მაჰრეზი და მისი მრჩევლები ყველანაირად ცდილობდნენ “მანჩესტერ იუნაიტედისკენ” მიმავალი გზისთვის მიეკვლიათ, თუმცა ამაოდ.

როგორც იცით, “ლესტერ სიტის” ერთ-ერთმა ლიდერმა 31 აგვისტოს ალჟირის ნაკრებიც კი დატოვა, რათა სატრანსფერო მოლაპარაკებებში ჩართულიყო.


გრიზმანის გამოსასყიდი თანხა ნახევრდება

2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ევროპული გრანდის ხელმძღვანელებს უფრო ადვილად შეეძლებათ მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგი ლიდერის, ანტუან გრიზმანის გადაბირება.

როგორც იცით, გრიზმანმა ახლახან გააფორმა ახალი კონტრაქტი “როხიბლანკოსთან”, სადაც მის გამოსასყიდ თანხად 200 მილიონი ევროა მითითებული, რაც მომავალ ზაფხულს 100 მილიონ ევრომდე შემცირდება.


ვიდალისთვის მილანელები იბრძოლებენ

საკმაოდ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Tuttosport ირწმუნება, რომ “მილანისა” და “ინტერის” უფროსები მომავალ ზაფხულს ყველაფერს გააკეთებენ “ბაიერნის” ჩილელი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის გადასაბირებლად.

“იუვენტუსის” ექს-ფეხბურთელის კონტრაქტი ბავარიულ გრანდთან 2019 წელს იწურება, “როსონერი” კი მზადაა ხელშეკრულების გაწყვეტამდე ერთი წლით ადრე 30 მილიონი ევრო გადაუხადოს გერმანულ კლუბს.


მესი არ გაახანგრძლივებს

Onda Cero-ს მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა წლევანდელს ერთი სვლით დაჩრდილავს, რადგანაც საქმეში ჩართვას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი (თუ არა საუკეთესო), ლეო მესი აპირებს.

როგორც იცით, არგენტინელმა გოლეადორმა და “ბარსელონამ” კარგა ხანია, რაც ახალი კონტრაქტი შეათანხმეს, თუმცა ხელშეკრულება ხელმოწერილი ჯერაც არაა. მესის გეგმებში ეს არც შედის, ის მომავალ წელს თავისუფალი აგენტი ხდება და კლუბის გამოცვლას სწორედ ასე აპირებს.


მაჰრეზმა “ლესტერ სიტის” დატოვების სურვილი გამოთქვა

რიად მაჰრეზმა “ლესტერ სიტის” ხელმძღვანელობასთან საუბრისას კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, რიად მაჰრეზის გადაბირების სურვილს “მონაკოსა” და “არსენალის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ. მის სატრანსფერო ფასად კი 40 მილიონი ევრო სახელდება.

პრესასთან საუბრისას, მაჰრეზმა განაცხადა: “მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა, რაც მე ამ კლუბის მიმართ გამაჩნია, მინდა გულწრფელი ვიყო და გითხრათ, რომ კლუბიდან წასვლას ვაპირებ.

დირექტორებთან ერთად კარგი დისკუსია გავმართე გასულ ზაფხულს და შევთანხმდით, რომ აქ კიდევ ერთი წლით უნდა დავრჩენილიყავი, რათა კლუბს პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დავხმარებოდი.

ახლა კი წასვლის დრო მოვიდა, სწორედ რომ შესაფერისი მომენტია,” – აცხადებს ალჟირელი ფეხბურთელი.

კარაგერი: “ძალიან მინდოდა, რომ “ლივერპულს” მაჰრეზი დაემატებინა”

ჯეიმი კარაგერი აღიარებს, რომ ზაფხულში ძალიან სურდა, მის ყოფილ კლუბს, “ლივერპულს” ალჟირელი რიად მაჰრეზი დაემატებინა, რომელიც პრემიერ ლიგის გასული სეზონის ჩემპიონი გახლავთ.

“მაჰრეზს “ლესტერის” დატოვება სურდა, თუმცა შეთანხმებას ვერცერთ სხვა კლუბთან ვერ მიაღწია.

პირადად მე კი ძალიან მინდოდა, რომ ის “ლივერპულში” გადმოსულიყო. გასულ სეზონში მისი თამაშების ყურებით უდიდესი სიამოვნება მივიღე. სავარძლიდან წამომაგდებდა ხოლმე მისი მოქმედებები, თუ როგორ ჭრიდა ის დაცვის ხაზს.

ძალიან გამიკვირდა, რომ ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო ესოდენ ნიჭიერი ფეხბურთელისთვის საჭირო თანხის გაღება, რომელმაც საკმაოდ ბევრი გოლიც გაიტანა და ასეთივე რაოდენობის საგოლე პასებიც დააგროვა.”

ჩავი: “მაჰრეზი “ბარსელონას” დონის ფეხბურთელია”

კატალონიური “ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, ესპანელმა ჩავიმ “ლესტერის” ლიდერზე, რიად მაჰრეზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ნამდვილად შეუძლია “ბარსელონელების” გვერდით თამაში.

“მაჰრეზი “ბარსელონას” დონის ფეხბურთელია, მაგრამ იმითაც კმაყოფილი ვარ, მან “ლესტერში” დარჩენა რომ გადაწყვიტა.” – განაცხადა მან Shortlist-თან საუბრისას.

“ნათელია, რომ მას ზაფხულში რამდენიმე ვარიანტი ექნებოდა, მაგრამ “ლესტერს” ამხელა წარმატების შემდეგ ლიდერი რომ დაეკარგა, ნამდვილად დიდი სირცხვილი იქნებოდა.

საინტერესო იქნება “ლესტერისა” და მისი თამაშის ხილვა ჩემპიონთა ლიგაზე.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (5 აგვისტო)

“მანჩესტერ სიტი” ჩორიჩს უახლოვდება

“მანჩესტერ სიტი” ზაგრების “დინამოს” ამომავალი ვარსკვლავის, ანტე ჩორიჩის გადაბირებით არის დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ფერდინანდი: პოგბა “ოლდ ტრაფორდზე” ფულის გამო არ დაბრუნდება

“პოლს ვესაუბრე. მე მას ვიცნობ. პაულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთია და არა ფული. როდესაც ის მიდიოდა, ვკითხე, თუ რატომ, მან ასე მიპასუხა – “მინდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე”. – ის სწორ გზას ადგას.”

მაჰრეზი რჩება !

მიუხედავად იმისა, რომ “ლესტერის” ალჟირელ ლიდერს, რიად მაჰრეზს “არსენალში” გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, თავად ფეხბურთელი კლუბის დატოვებას არ აპირებს. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის მფლობელი ვიშაი სრივადჰანაპრაბჰა გვატყობინებს სოციალური ქსელის მეშვეობით

– “შენ გაყიდვას არ ვაპირებ!”
– “კარგი ბოსს”.

ბილიჩი ხუთ ახალ ფეხბურთელს ელის

“ოლიმპიურ სტადიონზე” გამართული პირველი მატჩის შემდეგ, “ჩაქუჩების” მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა აღიარა, რომ კლუბში კიდევ 5 ახალწვეულს ელის: “ამ დროისთვის, კლუბი საკმარისად ძლიერი არ არის. მომავალში მინიმუმ 5 ტრანსფერის განხორციელებას ველი”.

“ნაპოლიმ” ზელინსკი დაიმატა

“ნაპოლიმ” პოლონელი ფეხბურთელის, პიოტრ ზელინსკის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “უდინეზემ” პიოტრის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო მიიღო.

“ატლეტიკომ” კოშტას ტრანსფერი გამორიცხა

თურმე, კოშტას სატრანსფერო საგა სინამდვილეში “საგა არასდროს ყოფილა”. “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერეზომ ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ დიეგო კოშტა “ვისენტე კალდერონზე” არ დაბრუნდებოდა.

იკარდის აგენტი ლონდონშია !

Calciomercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაურო იკარდის მეუღლე და მისი აგენტი ლონდონში გაფრინდნენ, რათა “არსენალის” ხელმძღვანელობასთან ეწარმოებინათ მოლაპარაკებები. შეგახსენებთ, რომ ერიკ ტოჰირი არგენტინელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს.

“ლესტერის” მატჩზე არსენ ვენგერი შეამჩნიეს

არსენ ვენგერი, მის დამხმარე მწვრთნელთან, სტივ ბოლდთან ერთად “ლესტერ სიტის” მატჩზე შეამჩნიეს. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ორი სპეციალისტი საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით გამართულ მატჩში რიად მაჰრეზს აკვირდებოდა.

თუმცა, არსებობს მეორე მიზეზიც (რომელიც ნაკლებად რეალურია) – “არსენალი” “მელიებს” პრემიერ ლიგის მეორე ტურში უნდა დაუპირისპირდეს. შესაძლოა, ვენგერი ამავდროულად მეტოქეთა ძალებსაც აფასებდა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (24 ივლისი)

თურანი წასასვლელად ემზადება …

არდა თურანს საკუთარ გუნდში გადმოსასვლელად ეპატიჟება “მილანის” ახალი თავკაცი, ვინსენო მოტელა. ამ ინფორმაციას Gazzella World ავრცელებს. “როსონერი” მზადაა, თურქი ნახევარმცველის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ბონი “სუონსის” დაუბრუნდება?

Daily Express-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, უელსური “სუონსის” ხელმძღვანელები კლუბში უილფრედ ბონის დაბრუნებას აპირებენ, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ სიტის” რიგებში ირიცხება. თუმცა, გვიდოლინის გუნდ ამ საკითხში კონკურენციას რონალდ კუმანის “ევერტონი” უწევს.

კოლო ტურე კარიერას “სელტიკში” გააგრძელებს

“ლივერპულის” ცენტრალური მცველი კოლო ტურე კარიერას შოტლანდიაში აგრძელებს. კერძოდ, კოტ დივუარელი ფეხბურთელი გლაზგოს “სელტიკს” შეუერთდა. მხარეებს შორის ერთწლიან შრომითი ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. კონტრაქტის სხვა დეტალები არ ხმაურდება. ფეხბურთელი “სელტიკში” 2-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ჩირო იმობილე რომში იმყოფება

“სევილიას” შემტევი, ჩირო იმობილე კიდევ უფრო უახლოვდება რომაულ “ლაციოს”. იტალიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, იტალიური კლუბი მზადაა “სევილიას” 9 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ვატცკე: “ბორუსია” ახალწვეულებს არ ელის”

როგორც ჩანს, “ვესტფალენშტადიონის” გასახდელი ბოლომდე დაკომპლექტდა. გერმანლი გრანდის შეფი, ჰანს-იოაჰიმ ვატცკე
ირწმუნება, რომ კლუბი მეტ ტრანსფერს აღარ განახორციელებს – “ამ მომენტში, ისედაც ბევრი ფეხბურთელი გვყავს.”

მაჰრეზის მაისური “ჩელსის” მაღაზიაში?

მართალია, ალჟირელ ნახევარმცველს “არსენალში” უწინასწარმეტყველებენ გადასვლას, თუმცა შესაძლოა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითრდეს – “ჩელსის” გულშემატკივრები ირწმუნებიან, რომ კლუბის ონლაინ-მაღაზიაში რიად მაჰრეზის 7 ნომრიანი მაისური გამოჩნდა.

ამის ერთადერთი სამხილი არსებობს:

კაპუსტკა “ლესტერს” კიდევ უფრო უახლოვდება

ძალიან ბევრი დაიწერა იმ ფეხბურთელების შესახებ, რომელმაც შესაძლოა, “ლესტერი” დატოვონ. რაც “ლესტერშილელთა” ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა, არის ერთი სასიამოვნო სიახლეც – Daily Mail-ის ცნობით, ინგლისის ჩემპიონები ძალიან ახლოს არიან პოლონელი ბარტოს კაპუსტკას გადაბირებასთან. ეს ტრანსფერი სავარაუდოდ 6.25 მილიონი ევრო დაუჯდებათ “მელიებს”.

მარეზი: “კანტეს სანაცვლოდ ფრანგული კლუბები 8 მილიონსაც არ გადაიხდიდნენ”

“ლესტერ სიტის” ლიდერი და პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, რიად მარეზი თვლის, რომ კარგა ხნის მანძილზე, საფრანგეთში არასწორად უყურებდნენ ნელ, მაგრამ მოაზროვნე ფეხბურთელებს. მათი ეს შეხედულება კი ალჟირელის აზრით “ბარსელონამ” შეცვალა.

“ადრე, საფრანგეთში დიდ და სწრაფ ფეხბურთელებს აღმერთებდნენ. და რას ნიშნავდა ეს? და სხვებს, ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა?

მაშინ კი, როცა ესპანეთმა და “ბარსელონამ” ყველაფერი მოიგო, მათ შეხედულებები შეიცვალეს, გაანალიზეს, რომ ჩვენც შეგვეძლო ფეხბურთის თამაში. ამ ყველაფერმა მათი პოზიცია ცოტათი შეცვალა.

ადრე კლუბები კანტეს დონის ფეხბურთელში 8 მილიონსაც არ გადაიხდიდნენ, მათ ეს ზედმეტად ძვირი მიაჩნდათ… დაუჯერებელია!”

მარეზი: “ტიტულზე ოცნება უნდა განვაგრძოთ”

“ლესტერ სიტის” გოლეადორმა, რიად მარეზმა “მანჩესტერ სიტისთან” შესანიშნავად ჩატარებული მატჩის შემდგომ, პრესასთან სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

“დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ. წინ ბევრი მატჩი გველის, ასე რომ ტიტულის შესახებ საუბარი ჯერ არ შეგვიძლია.

ამ გამარჯვების მიუხედავად, მაინც მომავალზე გვმართებს ფიქრი, მითუმეტეს, რომ ჩვენი მომდევნო მეტოქე “არსენალია”. 

ტიტულზე ოცნება უნდა განვაგრძოთ და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. დრო ყველაფერს გვიჩვენებს.” – განაცხადა ალჟირელმა BT Sport-თან ინტერვიუში.