მაჰმუდ დაუდმა დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწია. შედეგად, სეზონის დასრულებისთანავე, ის “სიგნალ იდუნა პარკზე” უნდა გადაბარგდეს.
როგორც ცნობილი ხდება, გერმანელმა ფეხბურთელმა “ბორუსიასთან” უკვე გააფორმა კონტრაქტი, რომელიც მათ ერთმანეთთან 2022 წლის ივნისამდე დააკავშირებს.
“მო დაუდი წარმოუდგენელი ნიჭითა და შესაძლებლობებით დაჯილდოვებული ფეხბურთელია.
მას ძალიან კარგად შეუძლია ნახევარდაცვაში თამაში. დაუდს რამდენიმე წლის მანძილზე ვაკვირდებოდით და მასში დარწმუნებულები ვართ,” – აცხადებს დორტმუნდელთა სპორტული დირექტორი, მაიკლ ცორკი.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი გადაიხადეს “ყვითლებმა” დაუდში, თუმცა, გერმანული პრესის ცნობით, ტრანსფერის ფასი დაახლოებით 10 მილიონს შეადგენს.
BREAKING: Mahmoud #Dahoud will complete a move to @BVB this summer. More details: https://t.co/3NLCLuOLRv pic.twitter.com/ucyT1VVk5C
— Gladbach (@borussia_en) March 30, 2017