Daily Mirror: “ჩელსის” მთავარი სამიზნე გონსალო იგუაინი იქნება

ინგლისურ, გავლენიან გამოცემა Daily Mirror-ს თუ დავუჯერებთ, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონელლთა მთავარი სამიზნე გონსალო იგუაინი იქნება.

წყაროს ცნობით, “ჩელსის” არგენტინელი ფეხბურთელის შეძენა იანვარშიც სურდა, თუმცა ფეხბურთელმა უარი განაცხადა, რამეთუ მას “არისტოკრატთა” ძირითადში მოხვედრის გარანტია არ ჰქონდა.

იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის “ატლეტიკო”, რომელიც სერიოზულად ინტერესდება დიეგო კოშტას დაბრუნებით, თავის საწადელს აიხდენს, მაშინ ამ ტრანსფერის განხორციელებას ხელს არაფერი შეუშლის.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ჩელსის” კიდევ ერთი თავდამსხმელი, ლოიკ რემია ახლოს კლუბის დატოვებასთან.

მოურინიოს უნდა, რომ მისი პირველი “მანჩესტერული” შენაძენი რაფაელ ვარანი იყოს

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედში” მოსვლისთანავე შეეცდება რაფაელ ვარანის შეძენას.

როგორც იცით, ლუი ვან გაალის შესაძლო ჩამნაცვლებელთა სიაში “ჩელსის” ექს-თავკაცი პირველ პოზიციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ ვარანი ჯერ კიდევ მადრიდში ყოფნისას შეამჩნია და ფრანგი მცველი მაშინვე გადაიბირა “ლენსიდან”.

2014 წელს, პორტუგალიელმა განაცხადა: “ვფიქრობ, რომ ის ახალგაზრდებს შორის საუკეთესოა თავის პოზიციაზე, ამაში დარწმუნებული ვარ.”

“გლადბახის” ნახევარმცველმა მანჩესტერული გრანდების ყურადღება მიიპყრო

მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ნახევარმცველმა, მაჰმუდ დაუდმა “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყურადღება მიიპყრო.

Bild-ის ინფორმაციით, 20 წლის სირიელმა ფეხბურთელმა პირადად პეპ გვარდიოლა მოხიბლა, რომელიც სეზონის ბოლოს “მანჩესტერ სიტის” ჩაუდგება სათავეში.

აქამდე კი ვრცელდებოდა ჭორები, რომლის თანახმადაც მაჰმუდ დაუდის გადაბირება ტურინის “იუვენტუსსაც” სურდა.

დაუდმა ბუნდესლიგის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც მისთვის საკმარისი აღმოჩნდა 2 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის გასაკეთებლად.

ანჩელოტის “ბაიერნში” ჩიჩარიტოს მიყვანა სურს

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის “ბაიერნი” მომავალ ზაფხულს ხავიერ ერნანდესის გადაბირებას ეცდება, რომელიც ამჟამად “ლევერკუზენის” ღირსებას იცავს, თანაც საკმაოდ კარგად.

მას შემდეგ, რაც ლუი ვან გაალმა მექსიკელი ფორვარდი დაიწუნა და გერმანიაში გაუშვა, ჩიჩარიტომ 21-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა.

Goal-ის ცნობით, მექსიკელი ფორვარდის გადაბირებით პირადად კარლო ანჩელოტია დაინტერესებული, რომელიც ბავარიულ გრანდს სეზონის ბოლოს ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ სწორედ იტალიელმა სპეციალისტმა მისცა “რეალის” მაისურით თამაშის შანსი ჩიჩარიტოს, მაშინ, როცა 27 წლის შემტევი “მანჩესტერის” ძირითადში მოხვედრას ვერ ახერხებდა.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

გთავაზობთ დღის ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ამბებს.

ინტერს გაუდინო სურს

“ბაიერნის” ნახევარმცველი ჯანლუკა გაუდინო “ინტერის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. იტალიური კლუბის ხელმძღვანელებს ახალგაზრდა ტალანტის გადაბირება სურთ.

არსენალი კავანისთვის ბრძოლაში ფავორიტია

ლონდონის “არსენალი” ედისონ კავანის გადაბირების მთავარი კანდიდატია. ურუგვაელი პარიზულ კლუბში უკმაყოფილოა და გუნდის გამოცვლას სწორედ ამ მიზეზის გამო სურს.

ლუის გუსტავო ინგლისში არ წავა

“ვოლფსბურგის” ნახევარმცველი ლუსი გუსტავო ინგლისში გადაბარგებას არ აპირებს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “მანჩესტერი” და “არსენალი” იჩენდნენ, თუმცა მან ბუნდესლიგაში ამჯობინა დარჩენა.

დეულოფეუ ევერტონში გადავა

“ბარსელონა” უკმაყოფილოა იმის გამო, რომ “სევილიაში” იჯარით მყოფ ჟერარ დეულოფეუს მცირე სათამაშო დრო ეძლევა. ამის გამო, კატალონიელები ზამთარში ფეხბურთელის “ევერტონში” გაშვებას აპირებენ.

ჩელსი მანის გაანათხოვრებს

ახალგაზრდა რუმინელის კრისტიან მანის “ჩელსიში” ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ცნობილია ისიც, რომ ლონდონელები 17 წლის ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკის მისაღებად “ვიტესში” გაანათხოვრებენ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

გთავაზობთ დღის ყველაზე საინტერესო სასტრანსფერო ჭორებს.

არსენალს იეპესი სურს

მარიო იეპესი, შესაძლოა, “არსენალის” მოთამაშე გახდეს. ლონდონლები ვეტერანს მოკლევადიან კონტრაქტს შესთავაზებენ.

კარვალიუს სპორტიგიდან წასვლა სურს

ნახევარმცველ ვილიამ კარვალიუს “სპორტინგიდან” წასლვა სურს. გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელს “არსენალში” სურს გადასვლა.

იუვენტუსს მატა მოუნდა 

იტალიური პრესის ცნობით “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ხუან მატა, შესაძლოა, “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდეს. ტურინელები მოთამაშის გადაბირებას ზამთარში ეცდებიან.

ლივერპული ოდეგაარდს აკვირდება

“ლივერპული” ახალგაზრდა ნორვეგიელ ტალანტს, მარტინ ოდეგაარდს აკვირდება. ინგლისური პრესის ცნობით, “წითლები” ფეხბურთელის შეძენას იანვარში აპირებენ.

რეალს ვერატი სურდა

მარკო ვერატის აგენტმა დაადასტურა, რომ მადრიდის “რეალს” “პსჟ”-ს ნახევარმცველის შეძენა სურდა. აგენტის თქმით, კლუბებმა სატრანსფერო თანხის ოდენობაზე ვერ მოილაპარაკეს.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს უახლოვდება. გუნდები მომდევნო სეზონისთვის დაკომპლექტებას ასრულებენ და კულუარებშიც საკმაოდ ბევრი სატრანსფერო ჭორი ჩნდება.

უელბეკი რჩება

მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალმა დანი უელბეკს მუდმივი სათამაშო პრაქტიკის გარანტია არ მისცა, ფორვარმდა  “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენა გადაწყვიტა.

უელბეკით “ჰალ სიტი” ინტერესდებოდა, თუმცა ასეთი პერსპექტივით ფორვარდი არ მოიხიბლა.

მონაკოს ჰალკი სურს

საფრანგეთის ჩემპიონატში წარუმატებელი სტარტის შემდეგ “მონაკოს” მთავარ მწვრთნელს შემადგენლობის გაძლიერებაზე დაფიქრდა.

Footmercato-ს ცნობით პორტუგალიელი მწვრთნელის პრიორიტეტი “ზენიტის” ფორვარდი ჰალკია.

ამავე დროს ჟარდიმს სურს, რომ “მონაკომ” რადამელ ფალკაოს შენარჩუნება მოახერხოს.

ლუჩესკუ დუგლას კოსტას არ შეაყოვნებს

“შახტარის” მწვრთნელმა მირჩა ლუჩენკუმ განაცხადა, რომ მისი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს დუგლას კოსტას კარგი წინადადების შემთხვევაში გაასხვისებენ.

“დუგლას კოსტას შესახებ ბევრი ჭორი ვრცელდება, თუმცა გადაწვყეტილი ჯერ არაფერია. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი გასაგები იქნება. ვთვლი, რომ კარგ ფასად ნებისმიერი მოთამაშის გაყიდვა შეიძლება. ეს ბუნებრივი პროცესია” – განაცხადა ლუჩსკუმ.

დეპორტივოს მიტროღლუ სურს

“დეპორტივოს” საბერძნეთის ნაკრების და “ფულემის” ფორვარდის, კოსტას მიტროღლუს გადაბირება სურს.

ესპანელები ელიან, რომ ფორვარდი უახლოეს მომავალში თავისუფალი აგენტი გახდება და მისი დამატება უფასოდ იქნება შესაძლებელი.

ჯენოას საპატა აინტერესებს

“ჯენოა” “მილანს” კრისტიან საპატას ტრანსფერი თაობაზე მიმართავს. თუმცა, “როსონერის” ფილიპ მექსესის გაყიდვა უფრო სურთ, რომელსაც გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვს.