მასკერანო საფრანგეთთან თამაშის შემდეგ: “ძალიან გაბრაზებულები ვართ”

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ხავიერ მასკერანო, საფრანგეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის (3:4) შემდეგ პრესასთან ისაუბრა. როგორც იცით, ამის შემდეგ მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.

“იცით, რომ ეს ჩემი ბოლო თამაში იყო ნაკრების მაისურით. ახლა ღრმა ანალიზის დრო ნამდვილად არ არის. ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ. ვიცით, როგორ დავწყვიტეთ ფანებს გული. ისინი ჩვენგან ქვეყნის სახელის დაცვას ელოდნენ.

დღეს ჩვენ ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით. ეს ჩვენი საერთო მარცხია. ტურნირის მიმდინარეობისას ცუდი და კარგი მომენტები გვქონდა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ასე დასრულდა.

რაც შეეხება მესის, ის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მასაც კი არ შეუძლია, მარტო მოიგოს,” – აცხადებს მასკერანო.

მაშერანო: “ნეიმარი “ბარსელონას” მომავალია”

“ბარსელონას” არგენტინელი ფეხბურთელი, ხავიერ მაშერანო იმედოვნებს, რომ პრესაში გავრცელებული ჭორების მიუედავად, ნეიმარი “ბარსელონას” არ დატოვებს და მომავალში კლუბს წარმატებების მიღწევაშიც დაეხმარება.

“რა თქმა უნდა, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და თავისი შესაძლებლობები ბოლომდე არ გამოუყენებია. იმედი მაქვს, რომ ის “ბარსელონასთან” ერთად კიდევ ბევრ კარგ სეზონს ჩაატარებს.

ის კლუბისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ასაკიდან გამომდინარე, ნეიმარი “ბარსელონას” მომავალია” და იმედი გვაქვს, რომ მისი ნდობა შეიძლება.

ბუნებრივია, რომ მასზე ჭორები და სპეკულაციები დიდ ზეწოლას ახდენენ. მაგრამ ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და ისიც მიჩვეულია, ” – აცხადებს არგენტინელი ფეხბურთელი.

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი “ბარსელონაში” ვიზიტს გეგმავს

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ახალი თავკაცი, ედგარდო ბაუსა დღეს ბარსელონაში ჩავა. ოთხშაბათს კი ის ნაკრების ფეხბურთელებთან, ლიონელ მესისთან და ხავიერ მაშერანოსთან გამართავს შეხვედრას.

ბაუსას სურს გაიგოს ის მიზეზები, რის გამოც მესიმ ეროვნული ნაკრები დატოვა და მას დაბრუნებისაკენ მოუწოდოს. ედგარდო არგენტინაში პარასკევს დაბრუნდება იმ იმედით, რომ მესი ნაკრებში დაბრუნდება.

ცნობისათვის გეტყვით, რომ არგენტინელთა თავკაცმა 15 აგვისტოსთვის უნდა წარმოადგინოს გიმ ფეხბურთელთა განაცხადი, რომლის გამოყენებასაც ის ურუგვაისა და ვენესუელას ნაკრებებთან გასამართი მატჩებისთვის აპირებს.

პიკე: ” მაშერანოს პენალტის დარტყმა შევთავაზეთ”

როგორც იცით, ხავიერ მაშერანოს ყველაზე სუსტი მხარე გოლების გატანაა (მეტოქის კარში), რისი გამოსწორებაც საკმაოდ მარტივი გზით შეიძლება – არგენტინელმა პენალტები უნდა დაარტყას.

ყველასათვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ “ბლაუგრანას” ფეხბურთელები 11-მეტრიანიდან არც ისე კარგად არტყამენ, ასე რომ ეს გამოსავალი მართლაც რომ კარგი უნდა ყოფილიყო, თუმცა მაშერანომ პენალტების შესრულებაზე უარი განაცხადა.

“მაშერანოს ვუთხარით, რომ პენალტის დარტყმა შეეძლო. თუმცა მან უარი განაცხადა, არ ვიცი თავის თავში არ იყო დარწმუნებული თუ არ უნდოდა.” – განაცხადა პიკემ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “რაიოსთან” მატჩში (1-5) პენალტი ლუის სუარესმა შეასრულა. თუმცა ურუგვაელმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან გოლის გატანა ვერ მოახერხა.

“ბარსას” ფანებს სურთ, რომ მესის ნაცვლად პენალტები მაშერანომ შეასრულოს

კატალონიური “ბარსელონას” გულშემატკივრებმა შექმნეს სპეციალური ონლაინ-პეტიცია, სადაც ისინი ითხოვენ, რომ მესის ნაცვლად პენალტები ხავიერ მაშერანომ შეასრულოს.

აღსანიშნავია, რომ მაშერანოს, რომელიც “ბარსელონაში” 2010 წელს გამოჩნდა და კლუბის მაისურით 264 მატჩი აქვს ჩატარებული, ჯერ-ჯერობით მეტოქის კარი არ დაულაშრქია.

“ჩვენ გვჯერა, რომ ხავიერ მაშერანოს არ აფასებენ, ის როგორც საჭიროა. ის მეტს იმსახურებს. საუბედუროდ ფეხბურთში ყველაფერი გოლებით იზომება, ამიტომაც გვინდა, რომ მაშერანომ ამ ასპექტშიც გაუმჯობესდეს.

ამის გაკეთება კი ძალიან მარტივია – მესიმ უბრალოდ უარი უნდა თქვას პენალტების შესრულებაზე. ჩვენ მას სწორედ ამას ვთხოვთ.” – ვკითხულობთ პეტიციაში.