ბოლო დროს ფეხბურთელები და მწვრთნელები უარს ამბობენ მსაჯების გაკრიტიკებაზე. მაგრამ გასული “ელ კლასიკოს” მსაჯობაზე საუბრისგან თავი “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ბართომეუმემაც ვერ შეიკავა.
“ხშირ შემთხვევაში მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმებით. სიმართლე გითხრათ, ჩვენს შეხედულებებს შორის ძალიან დიდი განსხვავებებია.
რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს გუნდს პრეზიდენტის ძალაუფლებით ვიცავთ. ჩვენი გადმოსახედიდან, ბოლო მატჩში მსაჯებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვეს.
ძალიან დიდი ხანია, რაც ამაზე საუბრისგან თავს ვიკავებთ, რადგანაც მათი სამუშაო ძალიან რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ვიდეოგამეორების ტექნოლოგიის დანერგვა აუცილებელია,” – აცხადებს ბართომეუ.