იურგენ კლოპმა შაქირის ტრანსფერზე ისაუბრა

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჟერდან შაქირის ტრანსფერზე საუბრობს. როგორც იცით, მერსესაიდულმა კლუბმა “სტოკ სიტის” ფეხბურთელის სანაცვლოდ 13.5 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაუხადა.

“როდესაც შაქირის მსგავსი ფეხბურთელი გუნდისთვის ხელმისაწვდომი ხდება, ისღა დაგრჩენია ჭკვიანურად იმოქმედო – როგორც ჩვენ გავაკეთეთ. შაქირი ის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ გვჭირდება.

მისი შესაძლებლობები ნამდვილად აღსნიშნავია, ის ძალიან სწრაფია და ამასთანავე მოედანზე საკმარისად ამაყი და აგრესიულია. ის მუდამ ბურთს ეძებს და ყოველ მომენტში ცდილობს თამაშზე კარგი გავლენის მოხდენას.

მეორეს მხრივ, ვფიქრობ, რომ ჩვენც საუკეთესო ვარიანტი ვართ მისთვის, რადგანაც ახლა მას დიდი გამოწვევები სჭირდება. ჩვენ მას ყველა პირობას შევუქმნით, რომ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

შაქირი: “სტოკ სიტის” ვტოვებ, ეს საიდუმლო არავისთვის არის”

“სტოკ სიტის” შვეიცარიელმა ნახევარმცველმა, ჟერდან შაქირიმ, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საკმაოდ გარკვევით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში სურს კარიერის გაგრძელება.

“საიდუმლო არავისთვის არის ის ფაქტი, რომ კლუბს ვტოვებ. ვფიქრობ, ინგლისის პრემიერ ლიგა ზედგამოჭრილია ჩემთვის. ძალიან მინდა, ინგლისში დავრჩე, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ.

პრემიერ ლიგა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია საუკეთესო ფეხბურთელებით,” – აცხადებს შაქირი, რომელსაც “ინტერის”, “ბაიერნისა” და “ბაზელის” რიგებში აქვს ნათამაშები.

შაქირი დარწმუნებულია, რომ “სტოკი” ლიგის საგზურს უახლოეს მომავალში მოიპოვებს

“სტოკ სიტის” გამოცდილი ვინგერი, ჟერდან შაქირი თვლის, რომ მის გუნდს საკმარისი ძალები გააჩნია, რათა ადრე თუ გვიან ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს.

“ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ტემპი, რომლითაც ეს კლუბი მიიწევს წინ, მაფიქრებინებს იმას, რომ უახლოეს მომავალში “ჩემპიონთა ლიგაზეც” ვითამაშებთ.

მშვენიერ ფეხბურთს ვთამაშობთ, რაც პირველი ნაბიჯია წარმატებისკენ. სწორ გზას ვადგავართ და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩემპიონთა ლიგასაც დავუმიზნებთ.

იმის თქმას არ ვცდილობ, რომ წელსვე შევძლებთ ლიგაზე გასვლას, თუმცა ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ნამდვილად შეგვიძლია” – განაცხადა “ბაიერნის” ექს-ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ “სტოკი” ამჟამად პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს და 8 ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ “სიტის” და ხუთით – “მანჩესტერ იუნაიტედს”.