მადრიდის “რეალმა” ბილბაოს “ატლეტიკი” სტუმრად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ბილბაოს “ატლეტიკმა” მადრიდის “რეალი” მიიღო. მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მას არ აკლდა ფიზიკური ორთაბრძოლები და ფეხბურთელებს შორის კამათი.

ანგარიშის გახსნა 25-ე წუთზე კარიმ ბენზემამ მოახერხა. მან კრიშტიანუ რონალდუს პასის შემდეგ აიღო ბასკების კარი.

მეორე ნახევარში, 65-ე წუთზე არიც ადურისმა გაათანაბრა. გამარჯვების გოლის გატანა კაზემირომ შეძლო. “რეალის” ბრაზილიელმა საყრდენმა ზუსტად 68-ე წუთზე მოახერხა ბილბაოელების დამწუხრება.

საბოლოოდ, ზინედინ ზიდანის შეგირდებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს და “ლა ლიგას” ერთპიროვნულად ლიდერობენ (65 ქულა). რაც შეეხება “ატლეტიკს”, ამ გუნდს 44 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციას იკავებს.

იხილეთ შეხვედრის მიმოხილვა

მორატა: “არიც ადურისი ესპანეთის ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, ალვარო მორატო თვლის, არიც ადურისი, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს, ესპანეთის ეროვნული ნაკრებიდან მოწვევას იმსახურებს.

ადურისმა 2015/16 წლების სეზონში ბასკური კლუბის მაისურით 31 გოლის გატანა მოახერხა, რაც შესანიშნავი შედეგია. ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ესპანელი ფორვარდი 35 წლის არის.

“პირადად მას არც თუ ისე კარგად ვიცნობ, თუმცა ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგი ტიპია. ის ნამდვილად იმსახურებს ნაკრებში გამოძახებას შესანიშნავი ასპარეზობიდან გამომდინარე.”

ალვარო მორატა იმედოვნებს, ის საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე შესძლებს თამაშს:”რთულია, თუმცა მჯერა რომ მე ამას შევძლებ. რაც შეეხება ჯგუფს – საკმაოდ კარგია. სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილისთვის სრულიად მზად ვარ.”