პრემიერ ლიგის 30-ე ტურის შაბათი დღე ლონდონის “ჩელსისა” და “კრისტალ პალასის” დაპირისპირებამ დახურა. “ბარსელონასთან” გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ “არისტოკრატებმა” განწყობა გამოიკეთეს – “არწივები” ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.
მატჩის გმირი უილიანი გახდა, რომელმაც თავის გამოჩენა “ბარსელონასთან” მატჩშიც შეძლო. ამ უკანასკნელმა შეხვედრის 25-ე წუთზე გახსნა ანგარიში, 32-ე წუთზე კი კელიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. შეხვედრის მიწურულს ვან ანჰოლტმა ერთი გოლი გაქვითა (90′), თუმცა ამან ვერაფერი შეცვალა.
30 მატჩში დაგროვებული 56 ქულით ინგლისის მოქმედი ჩემპიონი მეხუთე პოზიციას იკავებს და მომავალ ტურში “ტოტენჰემს” მიიღებს, “კრისტალ პალასი” კი მე-18 ადგილზეა 27 ქულით.
“ჩელსი”: ტიბო კურტუა; გარი კეჰილი, კრისტენსენი, ასპილიკუეტა; ალონსო, კანტე, ფაბრეგასი, ზაპაკოსტა; ედენ აზარი (ბაკაიოკო 88′), უილიანი; ჟირუ (ალვარო მორატა 72′)
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე
“კრისტალ პალასი”: ჰენესი; ვან-ბისაკა, კელი, ტომკინსი, ვან ანჰოლტ; ტაუნსენდი (ლი ჩუნ-იონი 81′), მილივოიევიჩი, მაკკართური, შლუპი (რიდევალდი 75′); სორლოტი, ბენტეკე (ზაჰა 46′)
მთავარი მწვრთნელი:როი ჰოჯსონი