“გვარდიოლა ჯერ მომღიმარი სახით შემოგხედავს, შემდეგ კი ზურგსუკან გიღალატებს”

იაია ტურეს აგენტმა, დიმიტრი სელუკმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა რომელმაც მისი თქმით აფრიკელი ნახევარმცველი არაერთხელ მოატყუა.

“როდესაც პეპმა იაია ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვა, მე მას დავურეკე. მინდოდა ამის მიზეზები გამეგო, მაგრამ მან არც კი გადმომირეკა.

ამის შემდეგ “სიტის” დირექტორთანაც ვცადე დარეკვა, მაგრამ არც მან მიპასუხა. ასე რომ, არამგონია, კლუბი სამართლიანად მაკრიტიკებდეს ჟურნალისტებთან საუბრის გამო.

პეპი ყოველთვის საუბრობს პატივისცემაზე, მაგრამ თუ პატივისცემას გრძნობ, ეს უნდა გამოავლინო კიდეც. მათგან მხოლოდ სიჩუმე ისმოდა პასუხად.

ვიცი ეს რატომაც ხდება – პეპს შურისძიება უნდა. ის საკუთარ ეგოს “სიტის” საქმეებში ჩარევის უფლებას აძლევს. გვარდიოლა ჯერ მომღიმარი სახით შემოგხედავს, შემდეგ კი ზურგსუკან გიღალატებს.”

ტურეს აგენტი: “2010-ში გვარდიოლამ “სიტის” ნაგავი გუნდი უწოდა”

იაია ტურეს აგენტმა, დიმიტრი სელუკმა ჟურნალისტებს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა, რომლის თანახმადაც 2010 წელს “მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელი თავკაცი, პეპ გვარდიოლა ამ კლუბს “ნაგავს” უწოდებდა.

“როდესაც ტურემ კლუბი დატოვა, რათა “სიტიში” გადაბარგებულიყო, გვარდიოლამ უთხრა, რომ ის ნაგავ გუნდში მიდიოდა.” – განუცხადა სელუკმა Radio Barcelona-ს.

“ახლა კი, თავად გვარდიოლა მოვიდა ნაგავ გუნდში. გვარდიოლას ფული ფეხბურთზე უფრო მეტად უყვარს.”

შეგახსენებთ, რომ ტურე “სიტიში” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსსაც ატარებდა. მისმა გოლებმა კი გუნდს 2011-13 და 2013-14 წლების გათამაშების ჩემპიონობა მოუტანა.

აგენტი: “შემიძლია თავისუფლად დავადასტურო, რომ ტურე კლუბს დატოვებს”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, იაია ტურე კლუბს ზაფხულში დატოვებს. ამ ინფორმაციას დიმიტრი სელუკი, “ქალაქელთა” ამჟამინდელი ფეხბურთელის აგენტი ავრცელებს.

“დიდი ალბათობით, ის “მანჩესტერ სიტის” დატოვებს. შემიძლია ეს თავისუფლად დავადასტურო.

იაია ტურეს ტრანსფერის თაობაზე არაერთი წინადადება მივიღეთ, ისინი განხილვის პროცესშია. მაგრამ ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია.

იქონიებს თუ არა ფინანსური საკითხი გავლენას? არანაირად. ჩვენ ფულს ყველაფერზე წინ არ ვაყენებთ, ჩვენთვის მთავარია ის პროექტი, რომელსაც კლუბი ახორციელებს.

“ინტერი” მართლაც რომ დიდებულ კლუბზე ვსაუბრობთ. ყველამ იცის, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ტურესა და მანჩინის, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია.” – განაცხადა მან.