კევინ ტრაპი შესაძლოა, “ლივერპულში” ვიხილოთ

კევინ ტრაპი, დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “პარი სენ-ჟერმენს” დატოვებს. გერმანელმა მეკარემ ვერა და ვერ მოიკიდა ფეხი ძირითად შემადგენლობაში. მან, ფაქტობრივად, წელს ბრძოლა წააგო ალფონსო არეოლასთან, რომელიც ფრანგული გუნდის ძირითადი მეკარეა.

როგორც ინგლისური პრესა იტყობინება, 27 წლის კიპერის დამატებით დაინტერესებულია მერსესაიდის “ლივერპული”. იურგენ კლოპი სიმონ მინოლეს ასპარეზობით უკმაყოფილოა. ბელგიელი არასტაბილურია და ხშირად მისი შეცდომების გამო გუნდი ზარალდება. ამასთანავე, ტრაპიც უკმაყოფილოა თავისი მდოგმარეობით. სწორედ ამიტომ, შესაძოა მათი გზები აგდაიკვეთოს. მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა სვაარუდო თანხაც არ სახელდება.

გარდა მერსესაიდელებისა, 2015 წელს “აინტრახტიდან” “პსჟ”-ში ათ მილიონ ევროდ გადასული ფეხბურტელის შეძენა “კრისტალ პალასსაც” სურს. ყვეალფერი, დიდი ალბატობით, ამ ზამთარშივე გაირკვევა.

“პარის სენ-ჟერმენის” მეკარე, კევინ ტრაპი ტრავმირებულია

“პარის სენ-ჟერმენის” მეკარის, კევინ ტრაპის თამაში სამშაბათს გასამართ ჩემპიონთა ლიგის მატჩში საეჭვოა. საუბარია “მანჩესტერ სიტისა” და “პსჟ-ს” დაპირისპირების მეორე ეტაპზე.

გერმანელი მეკარე ლიგა 1-ის ეგიდით გამართულ მატჩში “გენგამის” წინააღმდეგ თამაშობდა. ამ უკანასკნელმა მატჩის მე-13 წუთზე დისკომფორტი იგრძნო მუხლის არეში, რაც კურცავასთან შეჯახებამ გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ტრაპმა შესვენებამდე შესძლო თამაშის გაგრძელება, მეორე ნახევარში ბლანმა მისი შეცვლა და მოედანზე სალვატორ სირიგუს გამოყვანა გადაწყვიტა.

გამოკვლევების შედეგად (რომელიც უახლოეს მომვალში ჩაუტარდება) ცნობილი გახდება შეძლებს თუ არა ტრაპი “სიტისთან” თამაშს.