ჰიცფელდი: “შეუცვლელი ობამეიანგი “ბორუსიას” 20 პროცენტს შეადგენს”

ფეხბურთის გამოცდილმა სპეციალისტმა, ოტმარ ჰიცფელდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის “ბორუსიასთვის” შეუცვლელი ფიგურაა.

“პიერ-ემერიკ ობამეიანგი “ბორუსიას” ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ნებისმიერი ფეხბურთელის ჩანაცვლება შეიძლება, მაგრამ არა ობამეიანგის. ის ერთგვარი წარმატების გარანტია “დორტმუნდისთვის”.

ობამეიანგი “ბორუსიას” 20 პროცენტს შეადგენს. ის უმაღლესი დონის თავდამსხმელია და შეუძლია საგოლე შანსები წარმოუდგენელი სიტუაციებიდანაც შექმნას. ყველაფერთან ერთად, ის თანაგუნდელებზეც არ არის დამოკიდებული,” – აცხადებს ჰიცფელდი.

ჰიცფელდი: “ბაიერნს” ხმაურიანი ტრანსფერები არ სჭირდება”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილ თავკაცს, ოტმარ ჰიცფელდს სჯერა, რომ “რეკორდმაისტერს” სასურველი შედეგების ჩვენება ხმაურიანი ტრანსფერების გაკეთების გარეშეც ძალუძს.

“ნამდვილად არ ვთვლი, რომ “ბაიერნი” რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის ემზადება,” – აცხადებს ჰიცფელდი Sky-სთან საუბრისას.

“შეტევაში მათ ლევანდოვსკის სახით სუპერვარსკვლავი ჰყავთ. რობენი და რიბერი კი ასაკის მიუხედავად მაინც უმაღლეს დონეზე თამაშობენ.

შემტევი ფეხბურთელის სანაცვლოდ დიდი ფულის გადახდის საჭიროებას ვერ ვხედავ, ეს უბრალოდ უაზროდ ატეხილი ალიაქოთი იქნება,” – დაამატა მან.

ჰიცფელდი: “რენატო სანჩესს თავის წარმოსაჩენად მეტი დრო სჭირდება”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა, ოტმარ ჰიცფელდმა რენატო სანჩესის მხარე დაიჭირა და აღნიშნა, რომ მისი არასახარბიელო ასპარეზობა აბსოლიტურად ადეკვატური მიზეზებით არის გამოწვეული.

“რენატო სანჩესის ასეთი მძიმე სტარტი მისი ახალგაზრდული ასაკითაც არის გამოწვეული. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის სულ რაღაც 19 წლის არის.

ამასთანავე, “ბაიერნში” გადმოსვლისას ის ტრავმირებული იყო, რასაც მისი დიდი სატრანსფერო ფასით გამოწვეული სტრესი დაემატა, რაც ყოველთვის ახდენს ფეხბურთელზე გავლენას.

ის ბუნდესლიგის რიგით კლუბს კი არა, “ბაიერნს” შეუერთდა. ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად მას საკმაოდ დიდი ბრძოლის გამართვა მოუწევს. მან ეს ყველაფერი უნდა გაანალიზოს.

ვფიქრობ ნორმალურია, რომ მას თავის წარმოსაჩენად მეტი დრო სჭირდება.”

ჰიცფელდი: “ბაიერნი” არასდროს შეიძენს ისეთ ფეხბურთელს, როგორიც მესი და რონალდუა”

ბავარიული გრანდის, “ბაიერნის” ყოფილ თავკაცსს, ოტმარ ჰიცფელდს სჯერა, რომ “რეკორდმაისტერი” არასდროს შეიძენს გლობალურ სუპერვარსკვლავს, რადგანაც ეს კლუბის ფილოსოფიას ეწინააღმდეგება.

“ბაიერნი” ყოველთვის კარგი ფეხბურთელების ყიდვით იყო დაკავებული. ამასთნავე ისინი ყოველთვის თავის დროზე უხანგრძლივებდნენ კონტრაქტს ფეხბურთელებს.

ისეთი დიდი ფეხბურთელების ყიდვა, როგორებიც მესი, რონალდო, ზლატანი, ნეიმარი ან სუარესია, “ბაიერნის” საქმე არ არის. ეს უბრალოდ კლუბის ფილოსოფიაში არ ჯდება. კლუბი არ აპირებს 100 მილიონი ევროს ერთ ფეხბურთელში გადახდას.: – განაცხადა შვეიცარიელმა სპეციალისტმა.

ჰიცფელდი: “ჰუმელსი “ბაიერნში”? ლოგიკურია”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა, ოტმარ ჰიცფელდმა მატს ჰუმელსის გადაწყვეტილება შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ახლახან, ჰუმელსმა კლუბის ხელმძღვანელობას “ბაიერნში” გადასვლის სურვილის შესახებ ამცნო.

“სავსებით ლოგიკური ტრანსფერი იქნება – განსაკუთრებით მატსისთვის და “ბაიერნისთვის”. მათი თანამშრომლობა საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს.

“ბაიერნში” ის ტიტულების მოგებას შეძლებს – საუბარი არა მარტო ბუნდესლიგაზე მაქვს, მას ჩემპიონთ ლიგის მოგების შესანიშნავი შანსი ექნება მომავალ წელს.

მატსისთვის “ბაიერნი” საკმაოდ მიმზიდველია, რამეთუ იქ მას ჯერომ ბოატენგის გვერდით მოუწევს თამაში, მის უკან კი მანუელ ნოიერი იქნება.

რაც შეეხება “ბორუსიას”, ეს მათთვის დიდი დარტყმა იქნება. ჰუმელსი არა მარტო კაპიტანი, არამედ ლიდერი და მთვარი როლის შემსრულებელი იყო.”