რუდიგერი: “ჩელსიში” ტრანსფერს წლების მანძილზე ველოდებოდი”

ლონდონის “ჩელსის” ახალწვეული, ანტონიო რუდიგერი ბედნიერია თავის ახალ კლუბში და აღიარებს, რომ წლების მანძილზე ელოდა იმ დღეს, როდესაც “არისტოკრატთა” რიგებში ჩაირიცხებოდა.

“ყოველთვის ძალიან მინდოდა პრემიერ ლიგაში თამაში. წლებია, რაც ჩემს სახელს ლონდონის “ჩელსის” უკავშირდები. ძალიან დიდი ხანია ამ ტრანსფერს ველოდები.

დღეს აქ ბედნიერი ვარ, თავს მშვენივრად ვგრძნობ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ჩემი ოცნება რეალობად აქციეს. მაქსიმალურად ვეცდები, რომ კლუბს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო, ” -აცხადებს გერმანელი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო რუდიგერის სანაცვლოდ “რომამ” 34 მილიონი ფუნტი მიიღო.

რუდიგერი ლონდონში სამედიცინო შემოწმებას გადის, ტრანსფერის ფასი 34 მილიონია

იტალიურ სერია ა-ში მოასპარეზე “რომას” მცველი, ანტონიო რუდიგერი ლონდონში ჩავიდა სამედიცინო შემოწმების გასავლელად. ამ ინფორმაციას Sky Sports-ის რეპორტიორი, კავე სოლჰეკოლი აცხადებს.

როგორც ცნობილი ხდება, რუდიგერმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი ლონდონის “ჩელსისთან”, რაც შეეხება მისი ტრანსფერის ფასს, ის 34 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

მართალია, “რომას” 24 წლის ფეხბურთელის გაყიდვა არ უნდოდა, მაგრამ იძულებული იყო ნაინგოლანის შესანარჩუნებლად მსხვერპლი გაეღო და მსგავსი ნაბიჯი გადაედგა.

რუდიგერი “რომადან” “ინტერში”?

იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ანტონიო რუდიგერმა “ინტერის” ხელმძღვანელებთან შეთანხმებას მიაღწია.

როგორც იცით, ზაფხულში “ნერაძურის” ერთ-ერთი მთავარი მიზანი დაცვის ხაზის გაძლიერებაა. ამ მიზნამდე მისაღწევი უმოკლესი გზა კი “რომას” ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდაა, რაზეც მილანელები ჯერ კიდევ ყოყმანობენ.

FCInterNews-ის ცნობით, რუდიგერი “ინტერთან” 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, მილანელები კი მას წელიწადში 3 მილიონ ევროს სთავაზობენ ხელფასის სახით.

როგორც უკვე მოგახსენეთ, “ჯალოროსის” სპორტული დირექტორი, მონჩი რუდიგერის სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის, მაგრამ “ინტერი” მხოლოდ 30 მილიონის გადახდაზეა თანახმა.

“რომა” ნაინგოლანისა და პიანიჩის შესანარჩუნებლად მზადაა რუდიგერი “ჩელსიში” გაუშვას

“რომამ” შესაძლოა ანტონიო რიუდიგერი ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობას შესთავაზოს, რათა რაჯა ნაინგოლანისა და მირალემ პიანიჩის შენარჩუნების შანსები კიდევ უფრო გაზარდოს.

“ჯალოროსი” იძულებულია წელს ერთ დიდ ფეხბურთელს მაინც შეელიოს, რომელიც დიდი ალბათობით სწორედ ნახევარდაცვიდან იქნება. თუმცა, რომაელთა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმ სხვაგვარი გამოსავალი იპოვა ამ სიტუაციიდან.

როგორც იცით, რუდიგერი გერმანული “შტუტგარტის” რიგებში ირიცხება, თუმცა არენდის წესით “ოლიმპიკოზე” აქვს ბინა დადებული. მისი გამოსყიდვა იტალიურ მხარეს 9 მილიონ ევროდ შეუძლია. რომელსაც შემდეგში “ჩელსის” შესთავაზებენ, რომელიც მზადაა 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, ფეხბურთელს კი 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, წელიწადში 3 მილიონის ოდენობის ხელფასით.

მართალია, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრის გაკვირვება მოახერხა, მაგრამ რომში მიიჩნევენ, რომ პიანიჩის ან ნაინგოლანის დაკარგვას მისი გაწირვა სჯობს.