ფრანკ დე ბური “ევერტონში” რობერტო მარტინესის ჩანაცვლების მთავარ კანდიდატად განიხილება. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ “გუდისონ პარკის” ოფიციალურმა მხარემ უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები ჰოლანდიელ სპეციალისტთან.
Daily Mail-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” შტაბის ერთ-ერთი წევრი პარასკევს “აიაქსის” ყოფილი თავკაცის აგენტს, გვიდო ალბერს შეხვდა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ალბერსი “საუთჰემპტონის” მთავარ მწვრთნელთან, რონალდ კუმანთანაც თანამშრომლობს, რომელიც მარტინესის ჩანაცვლების ერთ-ერთ კანდიდატურადაც განიხილება.
ამჟამინდელ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი დე ბურის ტყუპისცალმა, რონალდმა გააკეთა:”ფრანკი სამწვრთნელო კარიერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა და ეხლა მზად არის შემდეგი სვლის გასაკეთებლად.”