2016/17 წლების სეზონში შტუტგარტს 3 გუნდი დაუქვეითეს

მიმდინარე სეზონი “შტუტგარტისთვის” მართლაც რომ საშინელი გამოდგა. შეიძლება ითქვას, რომ უარესი ვერც მოხდებოდა ( რა თქმა უნდა საფეხბურთო თვალსაზრისით).

აღნიშნულ ქალაქში 3 გუნდი ბინადრობს – “შტუტგარტი”, “შტუტგარტ II” და “შტუტგარტ კიკერსი” – რომელთაგან სამივე დაქვეითდა თავისი დივიზიონებიდან.

“შტუტგარტის” მთავარი გუნდი, რომელმაც 2007 წელს გერმანიის საუკეთესო გუნდის სტატუსი მოიპოვა, 39 წლის მანძილზე პირველად გავარდა ბუნდესლიგიდან, თანაც ჩემპიონატის ბოლო ტურში.

გერმანიის რიგით მესამე დივიზიონში მყოფი “შტუტგარტ II” კი მთელი სეზონის მანძილზე მიიწევდა გავარდნისაკენ, რასაც ვერ ვიტყვით “შტუტგარტ კიკერსზე”, რომლებიც ბოლო ტურში გავარდნენ.