კვირკველიას ფრე ევროპა ლიგაზე

ევროპა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში საბა კვირკველიას “ლოკომოტივი” “შერიფს” ეწვია და ფრედ, 1-1 ითამაშა.

მოსკოველთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია, რომელმაც მინდორზე 90 წუთი დაჰყო და საკმაოდ საიმედოდაც გამოიყურებოდა. შეხვედრაში პირველი გოლი სწორედ “ლოკომოტივმა” გაიტანა მე-17 წუთზე, თავი ანტონ მირანჩუკმა გამოიჩინა, რაც შეეხება მასპინძლებს ანგარიში 31-ე წუთზე ბადიბანგამ გაათანაბრა.

კვირკველიას გუნდს 5 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. “ლოკომოტივი” ევროპა ლიგაზე შემდეგ შეხვედრას 2 ნოემბერს გამართავს და მისი მეტოქე სწორედ მოლდოვური “შერიფი” იქნება.

კაისედო “ვალენსიაში” მიდის

მოსკოვის “ლოკომოტივის” თავდამსხმელი, ფელიპე კაისედო აცხადებს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ის ესპანურ “ვალენსიას” შეუერთდება.

“რამდენიმე შემოთავაზება მაქვს, მაგრამ “ვალენსია” ყველას ვამჯობინე. ეს ჩემი არჩევანია და მინდა, ახალ კლუბს რაც შეიძლება მალე შევუერთდე. ჩემს აგენტსა და “ვალენსიას” შორის უკვე ყველაფერი მოგვარებულია, ახლა მხოლოდ ტრანსფერის გაოფიციალურებაღაა დარჩენილი”, – ამბობს ეკვადორელი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის კაისედოს “ბაზელში”, “მანჩესტერ სიტიში”, “სპორტინგში”, “მალაგასა” და “ლევანტეში” უთამაშია”.