დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (14 აგვისტო)

კონტე ტრანსფერებზე 140 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებს

ინგლისურ პრესაში ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აბრამოვიჩმა ანტონიო კონტეს სატრანსფერო ბაზარზე დასახარჯად 140 მილიონი ფუნტი გამოუყო. Sunday Express-ის ცნობით, კონტე 50 მილიონის კალიდუ კულიბალის ტრანსფერში დახარჯვას აპირებს, 75 მილიონის – ლუკაკუსაში.

ჯო ჰარტს კლაუდიო ბრავო ჩაანაცვლებს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” ახალი თავკაცი, პეპ გვარდიოლა გუნდიდან ჯო ჰარტის მოკვეთას აპირებს. კატალონიური გამოცემები ირწმუნებიან, რომ “ბარსელონას” ყოფილ თავკაცს თავის გუნდში ჩილელი კლაუდიო ბრავოს მიყვანა სურს.

“ალკასერის გაყიდვას არ ვაპირებთ”

კატალონიურმა “ბარსელონამ” ესპანური “ვალენსიას” კაპიტანის, პაკო ალკასერის ტრანსფერის თაობაზე უარი მიიღო. “მაქსიმალურად ვცდილობთ გუნდის გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში უკეთესები ვიქნებით. პაკოს გაყიდვას არ ვაპირებთ.” – განაცხადა “ღამურების” პრეზიდენტმა.

Untitled-3-Recovered

“მილანი” მანგალას უახლოვდება

“მანჩესტერ სიტის” მცველის, ელიკიმ მანგალასთვის ბრძოლაში ესპანურ “ვალენსიას” იტალიური “მილანიც” შეუერთდა. The Daily Star-ის ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელები მზად არიან 25 წლის მცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადონ.

კუმანის ყურადღება სერია ა-ს ვარსკვლავმა მიიპყრო

Sky Sport Italia გვამცნობს, რომ “ევერტონის” ხელმძღვანელებმა “ფიორენტინას” 25 მილიონიანი წინადადება გაუგზავნეს ნიკოლა კალინიჩის ტრანსფერის თაობაზე. თუმცა, “იები” ცდილობენ, რომ კალინიჩის სანაცვლოდ უფრო მეტი თანხა მიიღონ – საქმე 35 მილიონ ევროს ეხება.

“ჩელსი” ნეაპოლელთა დაცვის ბურჯის, კულიბალის გადაბირებას აპირებს

La Gazzeta dello Sprt-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ზაფხულში “ნაპოლის” ფეხბურთელის, კალიდუ კულიბალის გადაბირებას აპირებენ.

როგორც იცით, 2015-16 წლების სეზონში “ნაპოლი” საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, რაც კარგი დაცვითი ხაზის დამსახურება გახლავთ, რამეთუ იტალიურმა გუნდმა მხოლოდ 32 გოლი გაუშვა სერია ა-ს 38 მატჩში.

ლონდონელთა მომავალი თავკაცი, ანტონიო კონტე კი დიდად მოიხიბლა კულიბალის ასპარეზობით, რომლის გადასაბირებლადაც 25 მილიონი ევროა საჭირო.

“არისტოკრატები” მზად არიან სენეგალელს ამჟამინდელზე სამჯერ მეტი ანაზღაურება შესთავაზონ – ისინი მზად არიან 2.4 მილიონი ევრო გადაუხადონ კულიბალის, რომელიც ჯონ ტერის შემცვლელად მოისაზრება.