ჩემპიონობაზე პრეტენზიის მქონე მილანის “ინტერმა” სერია ა საშინლად დაიწყო. “ნერაძური” “სასუოლოსთან” დამარცხდა მინიმალური ანგარიშით. მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
“სასუოლო” კონტრ-შეტევებზე ძალიან კარგად თამაშობდა, რადგანაც გაცილებით უფრო ადვილია უკან ჩაჯდომა, ლოდინი და საჭირო დროს შეტევა, მაშინ, როდესაც მეტოქე შეცდომა უშვებს.
მნიშვნელობა არ აქვს, რა ინფორმაცია მოგაწოდეს, მიდვრის საფარზე თამაში უბრალოდ შეუძლებელი იყო. ასეთ მოედანზე პასების კეთება ძალიან რთულია, კონტრ-იერიშებზე თამაში – უფრო მარტივი.
გუნდმა კარგად ითამაშა, უბრალოდ ძალიან ბევრი კონტრ-იერიში გავუშვით. როცა დაცვაში თამაშობს ყველა, ზონების პოვნა ძალიან რთულია. საბოლოოდ, თამაში პენალტმა წაგვაგებინა,” – აცხადებს სპალეტი.