პაიე: “ჩემს შვილებს რონალდუს სახელის ხსენების უფლება არ აქვთ”

მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღმერთებენ “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს, პაიეს შვილებს სახლში მისი სახელის ხსენების უფლება მაინც არა აქვთ.

“ჩემი შვილებიც გულშემატკივრობენ სხვა ფეხბურთელებს, ამას მათ თვალებში ვკითხულობ. ისინი აღმერთებენ მათ და ცდილობენ მათი ქმედებების, სიტყვებისა და გოლის აღნიშვნების გამეორებას.

მათ უყვართ რონალდუ და მესი. მაგრამ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მათ რონალდუს სახელის ხსენების უფლება აღარ აქვთ.” – განაცხადა “ვესტ ჰემის” ფრანგმა ლიდერმა.

პრემიერ ლიგაში მოთამაშე რომელი ფეხბურთელის მაისურია ყველაზე მოთხოვნადი?

პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების მაისურებიდან ყველაზე პოპულარული “მანჩესტერის” 89 მილიონიანი შენაძენის, პოლ პოგბას მაისურია, რომელმაც გაყიდვების რაოდენობით თვით ზლატანსაც გადაასწრო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კუთხით შედგენილ ტოპ-10-ში მოხვდა პოლ პოგბას თანაგუნდელიც, მარკუს რეშფორდიც, დავიდ დე ხეასა და ზლატანთან ერთად. საბოლოო ჯამში, ამ სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი სწორედ “მანჩესტერს” ჰყავს.

ათეულში მოხვდნენ ლონდონური “არსენალის” ლიდერები, ალექსის სანჩესი და მესუტ იოზილიც. “ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო კი მეხუთე ადგილს იკავებს.

სიაში ასევე მოხვდნენ: დავიდ დე ხეა, სადიო მანე, ედენ აზარი და დიმიტრი პაიეტი.

  1. პოლ პოგბა
  2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
  3. ალექსის სანჩესი
  4. მესუტ იოზილი
  5. ფილიპე კოუტინიო
  6. დავიდ დე ხეა
  7. სადიო მანე
  8. დიმიტრი პაიეტი
  9. ედენ აზარი
  10. მარკუს რეშფორდი

დიმიტრი პაიეტი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

ახლახან დასრულდა მატჩი საფრანგეთისა და ალბანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელშიც გამარჯვება ფრანგებმა, ანტუან გრიზმანისა და დიმიტრი პაიეტის გოლების წყალობით მოიპოვეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ალბანელები მატჩის ბოლომდე მედგრად იცავდნენ საკუთარ კარს, თუმცა თამაშის 90-ე წუთზე “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა ბერიშას კარი თავური დარტყმით აიღო.

მეორე გოლი კი დიმიტრი პაიეტმა გაიტანა, რომელიც გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ “ვესტ ჰემელმა” გოლი მეექვსე დამატებულ წუთზე გაიტანა (90+6), რაც რეკორდია – ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ასე “გვიან” გოლი არავის გაუტანია.