ლეონიდ სლუცკი: “შესაძლოა, “რუბინში” ხვიჩა ზურიკომ ჩაანაცვლოს”

ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ არ გამორიცხა, რომ გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემთხვევაში, მისი ადგილი ზურიკო დავითაშვილმა დაიკავოს, რომელიც 2020-2021 წლების სეზონში ვოლგოგრადის “როტორში” იყო განათხოვრებული.

“მოლაპარაკების პროცესში ჩართული არ ვარ, მას კლუბი აწარმოებს. ჩემი აზრით, კვარაცხელია მომდევნო ნაბიჯისთვის მზად არის. ვფიქრობ, ის ამას გააკეთებს. რატომ უნდა შევაჩეროთ მოძრავი მატარებელი? იმდენად გამოცდილი ვარ, იმდენად ხშირად მინახავს ჩემი გუნდიდან საუკეთესო ფეხბურთელების წასვლა, რომ შინაგან კმაყოფილებასაც კი ვგრძნობ. ჩემი საქმე კარგად შევასრულე და ნიჭიერ ფეხბურთელს ხარისხობრივად სხვა დონეზე გადასვლაში დავეხმარე. მესმის, რომ არსებობს საფეხბურთო ადგილები, სადაც მოთამაშის განვითარება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე რუსეთში.

ჩვენ უბრალოდ შემცვლელს ვიპოვით, სტრუქტურული ცვლილების განხორციელება არ მოგვიწევს. რა განასხვავებს ხვიჩას ინ-ბომისგან? ის გუნდის ხერხემალი არ არის. კვარა თვალსასეირო და ხარისხიანი მოთამაშეა, მაგრამ არ არის გუნდის სისტემის ბირთვი. არაფრის შეცვლა არ მოგვიწევს. ჩვენ მსგავსი მოდელის ფეხბურთელს მოვძებნით, მაგრამ სათამაშო სტილსა და სისტემას არ შევცვლით.

ხვიჩას შესაცვლელად უამრავი ვარიანტი გვაქვს. გვყავს ზურიკო (დავითაშვილი), რომელმაც შესაძლოა, ხვიჩა პირდაპირ ჩაანაცვლოს. ის შეკრებას “რუბინთან” ერთად გაივლის, შემდეგ კი – ვნახოთ. თუმცა, კვარაცხელია ჩვენგან ჯერ არ წასულა. ამიტომ, თავში სხვადასხვა ვარიანტები გვიტრიალებს”, – ციტირებს სლუცკის სიტყვებს “სპორტ-ექსპრესი”.

“ტოტენჰემი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია”

ლონდონური “ტოტენჰემი” ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში, თუ რა თქმა უნდა მოსკოვის “ცსკა-ს” მთავარ მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის დავუჯერებთ.

“ტოტენჰემი” ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რაც მათ ავტომატურად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ხდის.” – განაცხადა ლეონიდმა “მამლებთან” გასამართი მატჩის წინ.

მან დაამატა: ” შეგვიძლია ვისაუბროთ სონზე, ვინსენ იანსენზე, კრისტიან ერიქსენზე, ერიკ ლამელაზე – თითოეული მათგანი ძალიან საშიშია ჩვენი გუნდისათვის.

გასულ სეზონში “ტოტენჰემს” დიდებული გუნდი ჰყავდა. მართალია, წელს ისინი სხვანაირად თამაშობენ, მაგრამ ისინი მაინც ძალიან სახიფათონი არიან.”

ლეონიდ სლუცკი: რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ ნაგვები ვართ

რუსეთის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ აღიარა, რომ უელსთან განცდილი მარცხის შემდეგ (3-0), მთელმა გუნდმა ღამე თეთრად გაათენა, რათა ეს ყველაფერი გაეანალიზებინათ.

“დილის ცხრა საათამდე (უელსთან წაგებული მატჩის შემდეგ), ჩვენ ვაანალიზებდით, თუ რა მოხდა ჩვენს თავს.” – განაცხადა მან sports.ru-სთან მიცემულ ინტერვიუში.

“საბოლოო ჯამში ყველა შევთანხმდით, რომ – “ნაგვები ვართ”. ეს რეალობაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ, რამეთუ სწორი დასკვნების გამოტანა უმნიშვნელოვანესია.

როგორც ალკოჰოლიკების შემთხვევაშია, აღიარება მთავარია – “დიახ, მე ალკოჰოლიკი ვარ” – რაღაცის გამოსასწორებლად ეს პირველი სწორად გადადგმული ნაბიჯია. ყველა ამერიკულ ფილმში, როდესაც ვიღაც იტყვის, “სალამი, მე ალკოჰოლიკი ვარ” ამას ჩვეულებრივ რამედ მივიჩნევთ. თუმცა, სინამდვილეში ეს ყველაზე რთული რამ არის.”