გიორგი აბურჯანია დღეს “სევილიას” ფეხბურთელი გახდება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია დღეს “სევილიაში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
diarimes.com-ის ცნობით, თავდაპირველად, ქართველი ნახევარმცველი “სევილიას” მეორე გუნდთან ერთად ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში დაიწყებს თამაშს. თუმცა, ნებისმიერ დროს, შესაძლებელია, რომ 21 წლის ფეხბურთელი პირველ გუნდში ვიხილოთ.
ოსკარი “ინტერში”?
The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ოსკარის თამაშით უკმაყოფილოა. ამრიგად, შესაძლებელია, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი “ინტერში” ვიხილოთ. “ჩელსი” 24 წლის ფეხბურთელში 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს.
ვენგერმა მარეზის მიმართ ინტერესი არ დაადასტურა… არც უარყო…
ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა beIN SPORTS-თან რიად მარეზის შესახებ ისაუბრა.
“ჩვენს ინტერესს ვერც დავადასტურებ და ვერ ვერც ვუარყობ, რადგან “არსენალის” სატრანსფერო გეგმებზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ. ყველაზე სწორი მიდგომა, საქმის წყნარად კეთებაა”, – ამბობს ფრანგი სპეციალისტი.
“ევერტონი” ლუკაკუში 75 მილიონს ითხოვს
Daily Mirror-ის ცნობით, “ევერტონი” რომელუ ლუკაკუში 75 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს. მიუხედავად ამისა, “ჩელსი” ბელგიელ თავდამსხმელში 68 მილიონის გადახდას აპირებს.
“არსენალი” “ინტერისთვის” 50 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს
მას შემდეგ, რაც “ლიონმა” არსენ ვენგერის 29.3 მილიონიანი წინადადება ლაკაზეტის ტრანსფერის თაობაზე უარყო, “მეთოფეებმა” 42 მილიონ ფუნტად შეფასებულ ფრანგ ფორვარდზე ხელი აიღეს.
ნაცვლად ლაკაზეტისა, ლონდონელები “ინტერის” 23 წლის ფორვარდის, მაურო იკარდის გადაბირებას აპირებენ, რომლის სანაცვლოდაც ერიკ ტოჰირი 50 მილიონ ფუნტს ითხოვს.