“ალაშკერტის” მწვრთნელმა, აბრაჰამ ხაშმანიანმა დღევანდელი მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“პირველი თამაში ორი ბურთის სხვაობით წავაგეთ და მეორე მატჩში უნდა შეგვეტია. სწორედ ეს დავავალე ბიჭებს. ჩვენი მთავარი ამოცანა სწრაფი გოლის გატანა იყო. დიდი ძალებით გადავედით წინ და თავდაცვა კარგად ვერ მოვახერხეთ, რამაც, საბოლოო ჯამში, ის გამოიწვია, რომ “დინამომ” გაგვიტანა და უარეს დღეში ჩავვარდით.”
“მეორე ტაიმში მეტოქე მოდუნდა და შევძელით გათანაბრება,მაგრამ შემდეგ ვეღარ მოვახერხეთ ანგარიშის გაზრდა. ვულოცავ “დინამოს”. ჩემს ბიჭებს კი მადლობას ვუხდი იმისთვის, რაც გააკეთეს. ამ რესურსით უფრო დიდ მიზნებზე ფიქრი რთულია.”
წყარო: armfootball.com