მოურინიო ბაილის ტრავმაზე: “საქმე სერიოზულადაა”

ერიკ ბაილმა ხუთ ნოემბერს ლონდონის “ჩელსისთან” გასამართ შეხვედრაში მიიღო მუხლის ტრავმა. ვარაუდობდნენ, რომ კოტ დ’ივუარელი წელს აუცილებლად დაბრუნდებოდა. თუმცა, საქმე უფრო სერიზულად აღმოჩნდა.

23 წლის ცენტრალური მცველის დაზიანებაზე “წითელი ეშმაკების” თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ ისაუბრა.

“არ მინდა, პესიმისტურად ვთქვა რამე. მოდი, ამ საკითხს ექიმს ჩავაბარებ. ახლა მას გამაყუჩებლებითა და სხვა დამცველი მედიკამენტებით მკურნალობენ. თუმცა, თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, ერიკს, დიდი ალბათობით, ოპერაცია დასჭირდება.  მოდით, ცოტა ხნით მოვიცადოთ. მხოლოდ კარგის იმედი მაქვს, თუმცა ფაქტია, რომ საქმე ძალიან სერიოზულადაა,” – აცხადებს “მოუ”.

ერიკ ბაილი: “როცა “მანჩესტერის” ინტერესის შესახებ გავიგე, კოტ-დ’ივუარში ოჯახთან ერთად ვიყავი”

ერიკ ბაილმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ყოველთვის მსოფლიო დონის კლუბი იყო და ამას ამ სეზონში აუცილებლად დაამტკიცებს. ასევე, მან ის პერიოდი გაიხსენა, როცა “წითელი ეშმაკი” ოფიციალურად გახდა.

“ეს გუნდი მუდამ ძალიან მაღლა იდგა და ნებისმიერ კლუბს უწევდა კონკურენიცას. მართალია, იყო რთული პერიოდებიც, თუმცა დროა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” აჩვენოს, რა დონისაა. ჩვენ ამის გაკეთებას მუდმივი, დაუღალავი შრომით ვაპირებთ.”

“აქ მოსვლა ჩემი ოცნება იყო. როცა “მანჩესტერის” ხელმძღვანელობისგან ჩემს მიმართ ინტერესზე გავიგე, მაშინ კოტ-დ’იუვუარში ვიყავი. არ მჯეროდა, სიზმარი მეგონა და სოაცრად გახარებული გახლდით. ამის შემდეგ, ჩავედი ესპანეთში და უფრო გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემი ოცნება რეალობად აქცია.”

“როცა მანჩესტერში ჩამოვედი, ვიგრძენი, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგი. “ვილიარეალიდან” აქ მოხვედრა მართლაც გრძელი ნახტომია. თუმცა, ეს არ იყო ადვილი: შენ მიდიხარ კლუბში, სადაც ფეხბურთელებს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვთ. მე კი ეს საერთოდ არ გამაჩნდა. თუმცა, სწორედ ეს ადამიანები დამეხმარენ, სწორედ ისინი ქმნიდნენ გასახდელში ოჯახურ გარემოს. საბოლოოდ, ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი მარტივ ადაპტაციაში,” – აცხადებს ერიკი.

ევროპის სუპერთასი: ბაილი “რეალის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედს” ევროპის სუპერთასის მატჩში ერიკ ბაილის გარეშე მოუწევს მადრიდის “რეალისთვის” წინააღმდეგობის გაწევა.

“წითელ ეშმაკთა” კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩსაც გამოტოვებს ევროპა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში ჩადენილი არასპორტული საქციელის გამო.

როგორც იცით, “ოლდ ტრაფორდზე”, “სელტასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩის მიმდინარეობისას სწორედ ერიკ ბაილი იყო ჩხუბის ერთ-რთი წამომწყები, რის გამოც უეფამ ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ერიკ ბაილი: “მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა მცველმა, ერიკ ბაილიმ, რომელიც “ოლდ ტრაფორდზე” “ვილიარეალიდან” გადაბარგდა, აღნიშნა, რომ ჟოზე მოურინიო საუკეთესოა თავის საქმეში.

“ის დიდებული მწვრთნელია, მსოფლიოში საუკეთესოა. მასთან ერთად მუშაობა და მისგან სწავლა დიდი პატივია ჩემთვის და ამით დიდ სიამოვნებასაც ვიღებ.

აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. იმედი მაქვს, რომ “იუნაიტედში” კიდევ დიდი ხანი დავრჩები.

რაც შეეხება ლა ლიგას, ვთვლი, რომ ეს მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა, აქცენტი კონტაქტებსა და ძალისხმიერ ორთაბრძოლებზეა გადატანილი. იმედი მაქვს, რომ აქაურობას მალე შევეჩვევი და განვვითარდები.”

ტურე: “ბაილის შეუძლია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდეს”

ინგლისური “ლივერპულის” ექს-ფეხბურთელმა, კოლო ტურემ “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულზე საუბრისას აღნიშნა, რომ ერიკ ბაილის მსოფლიო დონეზე შეუძლია თამაში.

“მას შეუძლია იყოს დიდი, დიდი ფეხბურთელი “მანჩესტერისათვის”. ის შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალი გახდეს.

ის, რასაც ბაილი ახლა აკეთებს, უბრალოდ გასაოცარია. მჯერა, რომ მას წინ დიდი მომავალი აქვს. ის წინსვლას გააგრძელებს და თუ მოურინიოს დაუჯერებს, შეიძლება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველიცგახდეს.

ბაილი მაღალია, ტექნიკურიც არის და ბრწყინვალე ხედვაც გააჩნია. ამას ემატება ისიც, რომ მას მშვიდი ხასიათი აქვს. ვფიქრობ, სწორედ სიმშვიდეა მისი ყველაზე ძლიერი ატრიბუტი.

ვიმეორებ, მას შეუძლია საუკეთესო მცველი გახდეს “იუნაიტედის” ისტორიაში.”

იბრაჰიმოვიჩი 9-ნომრიან მაისურს მოირგებს, მხითარიანი – 22-ნომრიანს

“მანჩესტერ იუნაიტედში” 2016/17 წლების სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელებმა სათამაშო ნომრები გადაინაწილეს.

გუნდის შვედმა ახალწვეულმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 9-ნომრიანი მაისური აირჩია, რომელიც აქამდე ანტონი მარსიალს ეკუთვნოდა. ფრანგი ფორვარდი ამიერიდან 11-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

რაც შეეხება “წითელ ეშმაკთა” სომეხ შემტევს, ჰენრიკ მხითარიანს, ის 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ერიკ ბაილი კი -3-ნომრიან მაისურს მოირგებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ დროისათვის თავისუფალია 6 ნომერი, რომელიც შესაძლოა პოლ პოგბას ხვდეს წილად.