კულიბალი: “ნაპოლის” ყოველთვის სჯეროდა”

“იუვენტუსის” კარში ბოლო წუთებზე გატანილი გადამწყვეტი გოლის ავტორი, კალიდუ კულიბალი, მატჩის შემდეგ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ გამარჯვებაში დიდი როლი რწმენამ ითამაშა.

“თავიდანვე ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩი გველოდა წინ. ყველაფერი გავაკეთეთ სასურველი შედეგის მისაღწევად და შევძელით კიდეც.

ამ დღეებში ფანები ჩვენს გვერდით იდგნენ, ქალაქი მხარს გვიჭერდა, როდესაც ვხედავდით, როგორ მოგვყვებოდნენ ფანები აეროპორტამდე, ძალიან ბედნიერები ვიყავით. მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის.

“იუვე” ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ მათთვის წინააღმდეგობის გაწელა შეგვიძლია. “ნაპოლის” ყოველთვის სჯეროდა, რაც უმნიშვნელოვანესია “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში,” – აცხადებს კულიბალი.

აგენტი: “კულიბალი სერია ა-ს საუკეთესო მცველია, ვან დეიკი კი ინგლისში თამაშობს”

“ნაპოლის” მცველის, კალიდუ კულიბალის აგენტმა, ბრუნო სატინმა საკუთარი კლიენტი ვირჯილ ვან დეიკს შეადარა რომელშიც “ლივერპულმა” 76 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

“კალიდუ იტალიის სერია ა-ში მოთამაშე საუკეთესო ცენტრალური მცველია. მისმა თანაგუნდელებმა, სამწვრთნელო შტაბმა და ფანებმა უდიდესი დახმარება გაუწიეს ადაპტაციის პერიოდის ადვილად დაძლევასა და საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოჩინებაში.

გუშინ მან კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, თუ რამდენად ძლიერი ფეხბურთელია. კალიდუ აქ თავს ბედნიერად გრძნობს და უხარია, მნიშვნელოვანი გოლის გატანა რომ შეძლო.

ვირჯილ ვან დეიკი? ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა ის ინგლისში თამაშობს,” – აცხადებს სატინი, რომლის კლიენტმაც “ვერონასთან” მატჩში ანგარიშის გახსნა შეძლო.

“ბარსელონა” “ნაპოლის” მცველის ტრანსფერს უმიზნებს

იტალიის “სერია ა”-ში დაწინაურებული “ნაპოლის” მცველს, კალიდუ კულიბალს თვალი კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა დაადგეს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა, Mundo Deportivo ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ბლაუგრანას” უფროსები კულიბალს ხავიერ მაშერანოს პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც შესაძლოა, კლუბი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვოს.

შეგახსენებთ, იმასაც, რომ გასულ ზაფხულს კულიბალის ტრანსფერით რამდენიმე ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული, მათ შორის “ჩელსიც”. თუმცა, “ნეაპოლელები” მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვდნენ, რისი გადახდაც არცერთმა გუნდმა არ ისურვა.

26 წლის სენეგალელი ფეხბურთელი იტალიაში ოთხი წლის წინ გამოჩნდა და საკმაოდ მალე, “ნეაპოლიტანური” კლუბის ძირითადის ფეხბურთელი გახდა.

დე ლაურენტისი: “ჩელსი” კულიბალის სანაცვლოდ 58 მილიონ ევროს გვთავაზობდა”

იტალიური “ნაპოლის” პრეზიდენტი აღიარებს, რომ ამა წლის ზაფხულში მას კალიდუ კულიბალის გაშვებით 58 მილიონი ევროს გამომუშავება შეეძლო.

“სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, “ჩელსიმ” კულიბალის ტრანსფერთან დაკავშირებით 58 მილიონიანი წინადადება გამოგვიგზავნა, თუმცა მე ის უარით გავისტუმრე.

შეიძლება კონტემ ეს ყოველივე უარყოს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ლონდონელებმა ჯერ 30 მილიონი შემოგვთავაზეს, შემდეგ 40 და ბოლოს 50.

იმ დროისთვის, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ კულიბალის ჩვენთან კიდევ ერთი წელი უნდა გაეტარებინა. მომავალ წელს კი ისევ დავფიქრდები…”

აგენტი: კულიბალი “ნაპოლის” დატოვებს

ლონდონის “ჩელსისა” და “ევერტონის” სამიზნის, კალიდუ კულიბალის აგენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მისი კლიენტი უახლოეს მომავალში ნეაპოლურ კლუბს დატოვებს.

“ყველაფერს აგიხსნით: შაბათს, დიმაროში კლუბის პრეზიდენტს შევხვდი. ჩვენ ბოლო დროს არსებული სიტუაცია განვიხილეთ.” – განაცხადა კულიბალის აგენტმა რადიო CRC-ს ეთერში.

“რაც ვიცი, არის ის, რომ კლუბი ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. კულიბალის კლუბის დატოვება სურს და როგორც ვიცი, ეს არც ხელმძღვანელებისთვის წარმოადგენს პრობლემას.

ასეთი გადაწყვეტილება ფინანსურ მდგომარეობაზე დაყრდნობით მივიღეთ. მინდა ავღნიშნო ისიც, რომ კალიდუ “ნაპოლის” მეტოქეთა ბანაკში გადასვლას არ აპირებს.

“ჩელსი”? ლონდონელებს კვლავ სურთ მისი გადაბირება.”- განაცხადა აგენტმა.