თბილისის “დინამო” ხორვატიაში დამარცხდა

დღეს გაიმართა “ჩემპიონთა ლიგის” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები. საკუთარი მატჩი ჩაატარა თბილისის “დინამომ”, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, “მაქსიმირზე” ადგილობრივ “დინამოს” დაუპირისპირდა.

პირველი ტაიმი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სტუმრების უპირატესობით წარიმართა. სწორედ ქართველები იყვნენ ხოლმე, ძირითადად, ბურთით, მაგრამ ისინი გატანას ვერ ახერხებდნენ. ანგარიში შეხვედრაში ხორვატებმა გახსნეს: 39-ე წუთზე ჩორიჩმა ორ მცველს გადაუგდო თავზე ბურთი, რომლის სკრიბეს კარის ბადეში გახვევაც სუდანის აღარ გასჭირვებია. ზუსტად სამ წუთში, ზაგრებულმა გუნდმა ორამდე გაზარდა უპირატესობა. ფერნანდესის პასით ახლა უკვე ჩორიჩმა გაიტანა.

მეორე ნახევარში თბილისის “დინამო” აქტიურობდა და ცდილობდა, სხვაობა შეემცირებინა, თუმცა ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა და, საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა.

განმეორებითი შეხვედრა ჩვენს დედაქალაქში, “დინამო არენაზე” 2 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება.