ოფიციალურად: ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის “სპარტაკის” ფეხბურთელია!

ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის “სპარტაკის” ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ჭანტურიშვილი ამჟამად ტრნავაშია კონტრაქტზე ხელის მოსაწერად. ჯერჯერობით, ხელშეკრულების პირობები არაა საჯარო.

აქვე გეტყვით, რომ 24 წლის მოთამაშე უკრაინული “ოლექსანდრიადან” შეუერთდა სლოვაკურ კლუბს. იგი მანამდე თბილისის “დინამოში”, “ზესტაფონში”, “ნორჩ დინამოელსა” და “სასკოში” თამაშობდა.

 

 

ჭანტურიშვილმა გულშემატკივართან დაპირისპირების მიზეზზე ისაუბრა

დღეს თბილისური და ზაგრებული “დინამოების” შეხვედრის შემდეგ, გულშემატკივერების ერთ-ერთ დაჯგუფებასა და ქართუული კლუბის ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Fanebi.Com-თან ნახსენები ფაქტის მიზეზზე ისაუბრა ვახო ჭანტურიშვილმა.

“გაუგებრობა  მოხდა… მოკლედ, ზაგრებში რამდენიმე ფანი ჩამოვიდა ჩვენს საგულშემატკივროდ. ისინი თამაშის დროს ტრიბუნებზე ვერ შევამჩნიეთ. მატჩი რომ დამთავრდა, ფეხბურთელები ჩავიდნენ გასახდელში, მე ბოლოს გამოვედი, ეს რამდენიმე გულშემატკივარი მხოლოდ მე შევნიშნე და მათ ტაში დავუკარი, მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის. ისინი დღეს იმას აპელირებდნენ, სხვა ფეხბურთელებმა – მთლიანმა გუნდმა რატომ არ გვითხრა მადლობა ზაგრებშიო. მიზეზი მარტივია – კლუბის წევრთა უმრავლესობამ სიმცირის გამო ისინი ვერ შეამჩნია,” – განაცხადა ჭანტურიშვილმა.

თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები. თავისი მატჩი ჩაატარა თბილისის “დინამომ”, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ზაგრების “დინამოს” დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ წინა თამაში ჩვენებს ხორვატიაში 0:2 ჰქონდათ წაგებული.

შეხვედრა მასპინძლებმა დაიწყეს. “დინამოელები” სწრაფად გადავიდნენ შეტევაზე. მიუხედავად ამისა, პირველი დარტყმა ზაგრებელებმა განახორციელეს. სკრიბეს კარს საფრთხე სუდანიმ შეუქმნა მე-2 წუთზე. ამის შემდეგ, ძირითადად, ცენტრში წარიმართა ბრძოლა. პირველი დარტყმა თბილისელებმა მეხუთე წუთზე განახორციელეს. კარში, სპიჩიჩის პასის შემდეგ, ჭანტურიშვილმა გაისროლა, მაგრამ ამაოდ.

მეშვიდე წუთზე პარუნაშვილმა საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს მეტოქე წააქცია, ყვითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც საკმაოდ სახიფათო ჯარიმა დაინიშნა თბილისის “დინამოს” კარში. აღნიშნული სტანდარტი როგმა შეასრულა და მან გოლი მეკარისგან ახლო კუთხეში გაიტანა. ჩვენი გუნდი საშინელ დღეში ჩავარდა. მათ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 4 გოლი სჭირდებოდათ.

“დინამომ” შეუტია და რეალური მომენტიც შეექმნა. კარში ახლოდან თავით რენე ფერეირამ დაარტყა, თუმცა ედუარდომ საოცრად ითამაშა და სასწაული ბურთი მოიგერია. ამას მოჰყვა მე-15-ზე პაპუნაშვილის საჯარიმო დარტყმა, ესეც უშედეგოდ.

ჩვენები აგრესიულად უტევნდენ. ხშირად მეტოქეს თამაშის წესის დარღვევაუწევდა ჩვენს შესაჩერებლად. მაგალითად, 24-ე წუთზე სტოიანვიჩმა პაპუნაშვილი წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო.

შეხვედრის 37-ე წუთზე საშინალი წვიმა დაიწყო. ამან თბილისელებს კიდევ უფრო შეუშალა ხელი გოლის გატანაში.

29-ზე დვალიშვილი წააქციეს და სახიფათო ჯარიმა დაინიშნა. იგი თბილისელთა ათიანმა, პაპუნაშვილმა შეასრულა. მას შედეგი არ მოჰყოლია – ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა. 34-ეზე ისევ პაპუნაშვილს ეუხეშნენ და ისევ სახიფათო სტანდარტი… ეშმაკურად გათამაშებულ საჯარიმოს შემდეგ, ამისულაშვილმა დაარტყა, თუმცა კარის ჩარჩოს საგრძნობლად ააცილა. პირველი ტაიმის მიწურულს რენე ფერეირამ ყვითელი ბარათი მიიღო.

შეხვედრის პირველი ნახევრის ბოლოს ხორვატები გააქტიურდნენ. სტოინოვიჩმა, შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ, კარში დაარტყა, მაგრამ სკრიბემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. აღნიშნული სტანდარტიდან მოწოდებული ბურთი მეტოქეთა ფეხბურთელმა კარში გაუშვა და სკრიბეს მისი გამოტანა კარის ხაზიდან მოუწია.

მეორე ტაიმში ისევ ქართველები აქტიურობდნენ. შეცვლაზე შემოსულმა კიტეიშვილმა  52-ე წუთზე ძლიერად დაარტყა შორიდან, მაგრამ უშედეგოდ. 56-ე წუთზე სუდანმა ამ დარტყმას უპასუხა, თუმცა მან ანგარიშის გარზდა ვერ შეძლო. მე-60 წუთზე ისევ თბილისელებმა შეუტიეს და ჭანტურიშვილმა გაიშინა, თუმცა, ისევ და ისევ, უშედეგოდ. 64-ე წუთზე სწორედ ამ მოთამაშემ მიიღო გაფრთხილება – მაშინ, როცა სტუმრები სტანდარტს ასრულებდნენ, ცოცხალ კედელში მდგომმა ჭანტურიშვილმა არასწორად ითამაშა.

თბილისის “დინამო” აბსოლუტურ უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდა. 73-ეზე ისევ უშედეგო დარტყმა – ამჯერად დვალიშვილი ცდილობდა ედუარდოს კარის აღებას.

საბოლოოდ, შეხვედრაში გოლი აღარ გასულა და თბილისური გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ქართველები, ავტომატურად გადავიდნენ ევროპის ლიგის პლეი-ოფში.

თბილისის “დინამო” – ზაგრების “დინამო” 

                  გოლები: როგი ( მე-8 წთ),

თბილისის “დინამო”: სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე, შპიჩიჩი (კიტეიშვილი, 46 წთ.), ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი (ალვარო, 72 წთ), პარუნაშვილი, ჯიღაური, კურიე (გელაშვილი, 46 წთ.), დვალიშვილი.

ზაგრების “დინამო”: ედუარდო, სუდანი, ჟონასი (ჩორიჩი, 77 წთ.), ანტოლიჩი, ფერნანდესი, სოსა (მატელი, 53 წთ.), სიგალი, შილდენფელდი, ბენკოვიჩი, როგი, სტოიანოვიჩი.

 

გაფრთხილებები: ლობჟანიძე (45+1 წთ.), პარუნაშვილი (7 წთ.), რენე (39 წთ.), სპიჩიჩი (45+1 წთ.), ჭანტურიშვილი (64 წთ.), დვალიშვილი (78 წთ.),  სუდანი (45+1წთ.), ჟონასი (34 წთ.), სოსა (25 წთ.), ბენკოვიჩი (66 წთ.),