მეკარეებმა მუნდიალის ბურთი დაიწუნეს: “მინიმუმ 35 გოლი გავა შორეული დარტყმებით”

მსოფლიო ჩემპიონატი უკვე კარს მოგვადგა და მზადებაც დასასრულს უახლოვდება. ბოლო ამხანაგურ შემთხვევებში მუნდიალის ბურთიც გამოსცადეს, თუმცაღა შედეგები არც ისე სახარბიელო მიიღეს.

დე ხეამ ახალი ბურთი (Telstar 2018) გერმანიასთან ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ გააკრიტიკა: “ძალიან უჩვეულო ბურთია. ნამდვილად შეეძლოთ უკეთესის გაკეთება”.

დე ხეას მხარი პეპე რეინამაც აუბა: “დაგენიძლავებით, რომ შორი დისტანციიდან მინიმუმ 35 გოლი მაინც გავა რუსეთში გასამართ მუნდიალზე.

ამ ბურთის დამუშავება წარმოუდგენლად რთულია – უჩვეულო მასალით არის დაფარული და მისი დამორჩილება მეკარეებს ძალიან გაუჭირდებათ, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ.”

ბურთი ტერ შტეგენმაც შეაფასა: “შეეძლოთ, უკეთესის გაკეთებაც. ძალიან ბევრი მუშაობა დაგვჭირდება, რომ ახალ პირობებს შევეგუოთ – რადგანაც სხვა გზა პრაქტიკულად არ გაგვაჩნია.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (7 აგვისტო)

ასმირ ბეგოვიჩი და ლოიკ რემი ლუკაკუს სანაცვლოდ

The Sun-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელები მზად არიან, რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ “კამფეტებს” ასმირ ბეგოვიჩი და ლოიკ რემი შესთავაზონ.

ბოსნიელი მეკარით ლივერპულელები ტიმ ჰოვარდს ჩაანაცვლებენ, ლოიკ რემი კი რომელუ ლუკაკუს მაგივრობას გასწევს.

გვარდიოლა ჰარტის ჩანაცვლება ტერ-შტეგენის მეშვეობით აპირებს

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები “ბარსელონას” გერმანელი მეკარის, მარკ ანდრე ტერ-შტეგენის გადაბირებას აპირებენ. ასე რომ, ჯო ჰარტს შესაძლოა, “ეტიჰადის” დატოვება მოუწიოს. მაგრამ, აღნიშნულ ტრანსფერს შტეგენის გამოსასყიდი თანხა – 67 მილიონი ფუნტი აფერხებს.

“არსენალმა” შესაძლოა, ჩიჩარიტოსთვის გაიბრძოლოს

Gazzette Dello Sport-ის ჟურნალისტი, ემანუელე ჯულიანელი აცხადებს, რომ არსენ ვენგერი მექსიკელი ხავიერ ერნანდესის გადაბირებას აპირებს, რომელიც გასულ სეზონში “ბაიერ ლევერკუზენს” შეუერთდა “იუნაიტედიდან”. “მეთოფეები” “რეალის” ყოფილ ფორვარდზე მას შემდეგ გადაერთნენ, რაც ლაკაზეტის საქმეში ხელი მოეცარათ.

Coqc7eiVMAEAGkg

“ბაიერნი” შვაინშტაიგერისათვის დახმარების ხელის გაწოდებას არ აპირებს

როგორც ჩანს, ბასტიან შვაინშტაიგერს კვლავ “მანჩესტერ იუნაიტედის” სათადარიგო გუნდში მოუწევს ასპარეზობა – მის დაბრუნებაზე უარი განაცხადა “ბაიერნის” დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

“ერთი წლის წინ, თავად ბასტიანმა მთხოვა, რომ “იუნაიტედში” გამეშვა, რათა გამოცდილება შეეძინა. ვწუხვარ, ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავ მას, მაგრამ ჩვენ მის დაბრუნებას არ ვაპირებთ.”

ზინადინი ისკოს წასვლის წინააღმდეგი არ არის

ზინადინ ზიდანი მთელი ზაფხულის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ ხამეს როდრიგესი მადრიდული გრანდიდან არ წავიდოდა, თუმცა, განსხვავებულია სიტუაცია მისი კოლეგის, ისკოს შემთხვევაში. AS-ის ცნობით, მადრიდელები მზად არიან გაუშვან ესპანელი ნახევარმცველი სათანადო წინადადების მიღების შემთხვევაში.

პოგბა ინგლისშია !

ინგლისში აქტიურად ვრცელდება ჭორები, რომლის თანახმადაც, ფრანგი პოლ პოგბა უკვე მანჩესტერშია. Sky Sports-ის ცნობით, “იუვეს” ნახევარმცველმა ფარულად გაიარა სამედიცინო შემოწმება და უახლოეს მომავალში კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.