რამოსი: “თამაშს ისე დავიწყებთ, თითქოს, 0-0-ია და არა – 2-1!”

დღეს მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

ესპანელთა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ჩვენ ყველა მეტოქის მიმართ უკიდურესი პატივისცემა გაგვაჩნია. მათაც ჩვენს მიმართ დიდი პატივისცემა აქვთ. აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სიტყვას მინდორზე. “რეალის” ისტორია აქაა და ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია, უახლოეს არქივს გადახედოს. ახლანდელ მეტოქესთან ბოლო მატჩები წარმატებულად ვითამაშეთ და ასე ვაპირებთ, გავაგრძელოთ.”

“არ გვსურს, ანგარიშის შენარჩუნებაზე ვითამაშოთ. ისე დავიწყებთ, თითქოს, 0-0-ია. მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში სასიამოვნო ამბავი არ მომხდარა. ამიტომ, ეს დამატებით მოტივაციას გვმატებს, მაქსიმალურად ფრთხილნი და აგრესიულნი ვიყოთ. სწორედ ესაა მთავარი!” – ამბობს რამოსი.

რამოსი: “ნეიმარისთვის “რეალის” კარი ღიაა”

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა “პსჟ”-ს შემტევი, ნეიმარი აქო და განაცხადა, რომ ბრაზილიელისთვის “ბლანკოსის” კარი ყოველთვის ღიაა.

“სასიამოვნოა, როცა საუკეთესო ფესბურთელები გყავს გუნდში. ნეიმარი სწორედ ასეთ მოთამაშეებს მიეკუთვნება. ალბათ, უფრო ადვილი იყო ნეიმარისთვის, რომ “პსჟ”-ში წასულიყო, ვიდრე პირდაპირ “რეალში” გადმოსულიყო. ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილება იყო. ვერ იტყვი, რა მოხდება მომავალში, ჩვენ ხომ ფეხბურთის ნაწილნი ვართ.”

“ამჟამად, ნეიმართან კარგი ურთიერთობა მაქვს. მინდა მას საჯაროდ ვუთხრა, რომ “რეალის” კარი მისთვის ღიაა,” – აცხადებს მადრიდელთა კაპიტანი.

მადრიდის “რეალი” სამედიცინო შტაბის ორმა წევრმა დატოვა

მადრიდის “რეალის” სამედიცინო შტაბში ცვლილებებია. ამის შესახებ Marca იტყობინება.

ცნობილი გახდა, რომ კლუბი მთავარმა ექიმმა, ჟესუს ოლმომ დატოვა. “ბლანკოსში” ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ თავად ექიმს სურდა სხვა პროქტებში მოანწილეობის მიღება.

ნახსენების გარდა, დიდი ალბათობით, კლუბს ქირურგი, მიკელ არამბერი დატოვებს, რომელიც 2015 წლიდან მუშაობს “რეალში”.

ოლმოს შემცვლელად “კასტილიას ექიმი განიხილება, რომელსაც ზინედინ ზიდანი ნდობას უცხადებს.

სერხიო რამოსი 2017 წლის პირველ ორ შეხვედრას გამოტოვებს

2016 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის “რეალი” და “კაშიმა ანთლერსი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩში “ბლანკოსის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა მარჯვენა ფეხის ერთ-ერთ კუნთზე ტრავმა მიიღო.

როგორც ირკვევა, ესპანელ მცველს ისევ აქვს მცირე ტკივილი დაზიანებულ ფეხზე. ზიდანის, რამოსისა და ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სერხიო 2017 წლის პირველ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ მატჩში, რომელიც 5 იანვარს, 00:15 საათზე გაიმართება, “თეთრები” სამეფო თასზე “სევილიას” დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება წლის მეორე შეხვედრას (7 იანვარს) იგი პრიმერა დივიზიონის ეგიდით გაიმართება. “რეალი” აქ “გრანადას” დაუპირისპირდება. რამოსი ამ თამაშს 5 ყვითელი ბარათის ქონის გამო გამოტოვებს.

შესაბამისად, მადრიდელთა კაპიტანი გუნდს 13 იანვარს “კოპა დელ რეის” განმეორებით შეხვედრაში დაუბრუნდება.

“რეალს” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება

მადრიდის “რეალი” ცოტა ხნის წინ იაპონიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

“თეთრების” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხი განიხილა. მისი თქმით, ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელსაც “რეალი” 15 დეკემბერს მექსიკის “ამერიკას” წინააღმდეგ გამართავს, გუნდს კაპიტანი, სერხიო რამოსი დააკლდება.

 

“სერხიო არ ითამაშებს. ის რაღაც დისკმფორტს გრძნობს, თანაც ფრენამ ძალიან გადაღალა. გართულებებს თავს ვარიდებთ, ” – განაცხადა ფრანგმა.

სერხიო რამოსი: “ძალიან გახარებული ვარ, რომ ეს ფეხბურთელი ჩვენთან დარჩა”

სატრანფსერო ფანჯარა გუშინ დაიხურა. აღსანინშავია, რომ განსაკუთრებით ბოლო დღეებში არ წყდებოდა საუბარი ისკოს მადრიდის “რეალიდან” წასვლის შესახებ. 24 წლის ფეხბურთელს “მალაგასა” და “ტოტენჰემს” უკავშირებდნენ. საბოლოოდ, ისკო “ბლანკოსში” დარჩა.

ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით ესპანური გრანდის კაპიტანმა, სერხიო რამოსმა განცხადება გააკეთა.

“ისკოს დარჩენა ძალიან კარგი ამბავია. ყველამ კარგად ვიცით, რა  სტილის მოთამაშეა იგი. ისკოს ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია “რეალისთვის”, – განაცხადა კაპიტანმა.