სქოულზი: “მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო!”

უკვე დასრულებულ სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ტრანსფერი “არსენალის” მოთამაშის, ჯეკ უილშირის ერთი წლით “ბორნმუთში” წასვლა იყო. “მეთოფეთა” საყრდენს 22 სხვადასხვა შემოთავაზება ჰქონდა; მათ შორის იყო “რომას” ვარიანტი, მაგარამ მან ლონდონში დარჩენა არჩია.

ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლეგენდარულმა პოლ სქოულზლმა. “მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშემ განაცხადა, რომ უილშირმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ჯობდა, იგი “რომაში” წასულიყო.

“გასაგებია, რომ უილშირს ლონდონისა და საკუთარი ოჯახის დატოვება არ უნდოდა და ამიტომ გადავიდა “ბორნმუთში”, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დიდი სათამაშო დრო გარანტირებული აქვს. ჯეკი არაა ფორმაში და, ჩემი აზრით, სხვა მოთამაშეებთან კონკურენციის გაწევა მოუწევს. “ბორნმუთში” არიან ისეთი სპორტსმენები, რომლებიც იტყვიან: “რატომ უნდა იყოს ის ძირითადში და მე არა?” მოკლედ, ჯეკს “არსენალის” მსგავსად, არც მის ახლანდელ გუნდში არ აქვს გარანტირებული რამე.”

“ჯობდა, უილშირი “რომაში” წასულიყო. იგი განსხვავებულ გამოცდილებას მიიღებდა საზღვარგარეთ, რაც, როგორც მას, ასევე მთლიანად “არსენალსა” და ინგლისის ნაკრებს წაადგებოდა,” – განაცხადა სქოულზმა.