იურგენ კლოპი პულიშიჩის ტრანსფერს არ გამორიცხავს

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველის, კრისტიან პულიშიჩის, ტრანსფერს არ გამორიცხავს.

“კრისტიანი ძალიან მომწონს, მას ბავშვობიდან ვიცნობ. ასაკოვანი, რა თქმა უნდა, ახლაც არ არის. პულიშიჩი ფანტასტიკური ფეხბურთელია და სრულად დამსახურებულად ამყარებენ ამერიკელები მასზე დიდ იმედებს.

თუ ოდესმე ინგლისში თამაში მოუნდება,ბუნებრივია, ამის საკმაოდ კარგი შანსი ექნება, მაგრამ ახლა ის ძალიან კარგ კლუბშია, სადაც მისი განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

თუ ერთ დღეს ის ჩვენთან გადმოსვლას გადაწყვეტს, ამას ნამდვილად მივესალმები. მაგრამ მე კონტრაქტს ყოველთვის დიდ პატივს ვცემ. მას კიდევ 14-15 წლის მანძილზე შეეძლება მაღალ დონეზე თამაში,” – აცხადებს კლოპი.

“ლივერპულის” სამიზნე პულიშიჩი: “ბავშვობაში “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან მიყვარდა “

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, კრისტიან პულიშიჩმა, რომლის გადაბირებასაც საკმაოდ აქტიურად ცდილობს ინგლისური “ლივერპული”, აღიარა, რომ ბავშვობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი გულშემატკივარი იყო.

“ბავშვობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი ფანი ვიყავი. მიყვარდა “მანჩესტერისა” და რუნის თამაშისთვის თვალის დევნება. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ახლა ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ადრე იყო.

რუნის განსაკუთრებული კავშირი აქვს ფეხბურთთან, რაც ძალზედ იშვიათია. სწორედ ეს მიყვარდა მასში.” – განაცხადა 17 წლის ფეხბურთელმა.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულში პულიშიჩის კონკურენტთა სიას ძალიან ძლიერი ფეხბურთელები დაემატნენ მარიო გიოტცეს, ანდრე შურლეს, ემრე მორისა და უსმან დემბელეს სახით.