დე ხეა: “ბედნიერი ვარ, რომ გუნდი გადავარჩინე”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ანდალუსიის “სევილიამ” “მანჩესტერ იუანიტედი” მიიღო. შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “წითელი ეშმაკი”, დავიდ დე ხეა ესაუბრა.

“მათ ჰქონდათ შეხვედრის საუეკთესო მომენტი, თუმცა ვერ გამოიყენეს. ჩვენ კარგად ვიცავდით თავს, თუმცა “სევილიელები” ბურთს აკონტროლებდნენ. მეტოქემ მშვენივრად ითამაშა, მაგრამ ეს შედეგი ჩვენთვის მისაღებია. პირველი ნახევრის ბოლოს რთული ბურთი მოვიგერიე. ეს მატჩის უმნიშნელოვანესი მომენტი იყო. ბედნიერი ვარ, რომ გუნდი გადავარჩინე,” – ამბობს ესპანელი.

კონტე: “დავიდ ლუისს მუხლზე ანთება აქვს – საქმე სერიოზულადაა!”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, დავიდ ლუისმა ტრავმა 22 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, “ყარაბახის” წინააღმდეგ თამაშის დროს მიიღო. მას მუხლზე აქვს დაზიანება.

ვარაუდობდნენ, რომ ბრაზილიელს არც ისე დიდი ხანი გაუცდებოდა, თუმცა, ფაქტობრივად, ერთი თვის შემდეგ, არისტოკრატთა მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ამბობს, რომ 30 წლის სპორტსმენი ლაზარეთში კიდევ დიდ ხანს დარჩება.

“დავიდს მუხლზე ანთებითი პროცესები განუვთარდა. ვცდილობთ, ეს პრობლემა მწვრთნელთან ერთად გადავჭრათ. აუცილებელია, სიტუაცია დღიდან დღემდე, ნელ-ნელა გამოსწორდეს. ამაში კი დიდი როლი ჩვენს სამედიცინო შტაბს ექნება. არ ვიცი, როდის დაბრუნდება ის. თუმცა, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი მოთამაშის გამოსაჯანმრთელებლად.”

“ლუისი გუნდისგან განცალკევებით, დარბაზში ვარჯიშობს. ხოლო, ბოლო დღეებში ის მხოლოდ აუზში იყო. დღესაც იმავეთი დავტვირთეთ, შემდეგ კი ცოტა ირბინა. თუმცა, ეს ნელა გააკეთა. ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვართ, თუმცა იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე გამოსწორდება,” – აცხადებს კონტე.

გადაწყდა: ვინ იმსაჯებს მადრიდულ დერბიში?

სანაკრებო პაუზის შემდეგ, მადრიდის “ატლეტიკო” თანაქალაქელ “რეალს” 18 ნოემბერს, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მიიღებს.

გაირკვა იმ არბიტრის ვინაობა, რომელიც აღნიშნულ დერბიში იმსაჯებს. ლა ლიგა სანტანდერის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩს დავიდ ფერნანდეს ბორბალანი განსჯის. სწორედ 44 წლის ესპანელი იყო “ვისენტე კალდერონზე” გამართული ბოლო დერბის რეფერი, რომელიც 2016 წლის 19 ნოემბერს შედგა. მაშინ, “ბლანკოსმა” კრიშტიანუ რონალდუს ჰეთრიკით იმარჯვა.

აქვე გეტვყით, რომ ზემოთ ნახსენებ თამაშში ბორბალანმა “ატლეტიკოს” მხრიდან” გოდინი, გაბი, კორეა და კოკე გააფრთხილა, ხოლო, “რეალის” მხრიდან ყვითელი ბარათი რონალდუსა და ვასკესს უჩვენა.

კონტე: “ლუიზი “ჩელსიში” ამ პოზიციაზე ითამაშებს”

დავიდ ლუიზი ლონდონის “ჩელსიში” 2 წლის შემდეგ დაბრუნდა. ბრაზილელ მცველთან ერთად, “არისტოკრატებს” კიდევ 4 უკანახაზელი ჰყავთ: ივანოვიჩი, კეჰილი, ზუმა და გუნდის კაპიტანი, ტერი. აღსანიშნავია, რომ ანტონიო კონტე ინგლისურ კლუბს, როგორც “იუვენტუსს” და იტალიის ნაკრებს, 3-5-2 წყობით ათამაშებს და ნახსენები 5 მცველიდან მხოლოდ სამის არჩევა მოუწევს.

იტალიელმა სპეციალისტმა დავიდ ლუიზზე გააკეთა კომენტარი და დაასახელა ის პოზიცია, რომელზეც 29 წლის მცველი 3-5-2 წყობის დროს ითამაშებს.

“ვფიქრობ, ლუიზისთვის საუკეთესო პოზიცია დაცვის ცენტრშია. მას ზოგჯერ მოედნის შუაშიც უთამაშნია, მაგრამ  იგი ყველაზე პროდუქტიული და სასარგებლო სწორედ ჩემს მიერ ნახსენებ პოზიციაზეა,” – განაცხადა კონტემ.