ოფიციალურად: ნიკოლოზ გელაშვილი საჩხერის “ჩიხურას” ფეხბურთელია

ქართული კლუბები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობენ. მათ არც წინა სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტი, საჩხერის “ჩიხურა” ჩამორჩება.

Fanebi.Com-მა კლუბისგან დასტური მიიღო იმის თაობაზე, რომ იმერლებმა გორის “დილას” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ნიკოლოზ გელაშვილი დაიმატეს. იგი “დილაში” გასულ ზაფხულზე ჩაირიცხა და უმაღლეს ლიგაში 5 შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი გორული კლუბიდან წამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს უთამაშია ისეთ გუნდებში, როგორებიცაა: “ზესტაფონი”, “ბოხუმი”, “ყარაბაღი”, “ფლამუნტარი”, “პაფოსი”, თბილისის “დინამო”. ბოლოს კი, როგორც უკვე ვთქვით, გელაშვილი “დილაში” გამოდიოდა.

საჩხერლებისთვის ეს ფეხბურთელი, ტატანაშვილთან და მუმლაძესთან ერთად, მესამე თავდამსხმელი იქნება გუნდში.

ოფიციალურად: ნიკოლოზ საბანაძე ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელია

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მარტვილის “მერანის” უკვე ყოფილი მოთამაშე, ნიკოლოზ საბანაძე ქუთაისის “ტორპედოში” გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია Fanebi.Com-ს თავად ფეხბურთელმა დაუდასტურა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის სპორტსმენი “ტორპედოში” წარსულშიც გამოდიოდა. კონკრეტულად, იგი იმერული კლუბის ღირსებას 2010-2014 და 2014-2015 წლებში იცავდა.

რაც შეეხება მეგრულ კლუბს, იგი იქ 2015 წლის ზაფხულს “საბურთალოდან” გადავიდა და ორ სეზონში 14 გოლის გატანა შეძლო.

 

ნიკოლოზ გელაშვილი “საბურთალოსთან” გამართულ მატჩში კარებში ჩადგა (ვიდეო)

გუშინ უმაღლესი ლიგის სამი შეხვერდა გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში გორის “დილა” სტუმრად “საბურთალოს” დაუპირისპირდა. 76-ე წუთზე თამაშის წესების დარღვევის გამო “დილას” მეკარე, გიორგი ბეგაშვილი მსაჯმა მოედნიდან გააძევა. გამომდინარე იქიდან, რომ გორელებს სამივე შეცვლა გამოყენებული ჰქონდათ, კარში მოედანზე უკვე მყოფი სპორტსმენი უნდა ჩამდგარიყო. ეს ტვირთი ნიკოლოზ გელაშვილმა თავის თავზე აიღო.