Goal: ჰატემ ბენ არფა “სევილიაში” კვირის ბოლომდე გადავა

Goal-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ჰატემ ბენ არფა კვირის ბოლომდე ესპანურ “სევილიასთან” გააფორმებს კონტრაქტს.

29 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ახლახან ამოეწურა კონტრაქტი “ნიცასთნ”, ესპანურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საბოლოო ჯამში ამ 3 წლის მანძილზე მას 10 მილიონი ევროს გამომუშავება შეეძლება.

ბენ არფამ ლიგა 1-ის გასულ სეზონში თავი 17 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მას “პარის სენ-ჟერმენშიც” უწინასწარმეტყველებდნენ გადაბარგებას, თუმცა პარიზელებმა ოფიციალური შეთავაზების გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

ასე რომ, “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილ ნახევარმცველს ხორხე სამპაოლისთან ერთად მოუწევს მუშაობა, რომელიც “სევილიას” გაწვრთნის, უნაი ემერის “პსჟ-ში” გადასვლის შემდეგ.

“ლიონს” იმედი აქვს, რომ “ბარსელონას” სამიზნის გადაბირებას შეძლებს

“ლიონის” მფლობელ ჟან-მიშელ ოლას იმედი აქვს, რომ ჰატემ ბენ არფას დაბრუნებას შეძლებს, რომელთანაც ამჟამად კატალონიური “ბარსელონა” აწარმოებს მოლაპარაკებებს.

როგორც იცით, 29 წლის ფეხბურთელს “ნიცასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ასე რომ, ზაფხულში ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.

ორშაბათს გავრცელებული ცნობების თანახმად, ბენ არფა ესპანეთში გაფრენას და კატალონიელებთან შეხვედრას აპირებდა. მის გეგმებში “ბარსას” სავარჯიშო ცენტრის მონახულებაც შედიოდა.

თუმცა ოლას სჯერა, რომ “ლიონს” მისი გადაბირების შანსი კვლავ აქვს: “მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თუ ის “ლიონში” დაბრუნდება, ჩვენ შევძლებთ დაწყებული საქმის დასრულებას.”

“ნიცას” პრეზიდენტი: ბენ არფა “ბარსელონასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს

ფრანგული “ნიცას” პრეზიდენტი ჟან პიერ რივერე აღიარებს, რომ კლუბის ვარსკვლავი, ჰატემ ბენ არფა “ბარსელონასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.

29 წლის ფეხბურთელი მართლაც რომ ბრწყინვალედ გამოიყურება მიმდინარე სეზონში – ლიგა 1-ის 32 მატჩში მან 17 გოლისა და 5 ასისტის ჩაწერა მოახერხა აქტივში.

ბენ არფას მსგავსი წარმატება უყურადღებოდ არ დარჩენიათ ევროპის გიგანტებს (მათ შორის “ჩელსის”, “ლივერპულსა” და “მილანს”), თუმცა ამჟამად უპირატესობა კატალონიური გრანდის ხელშია.

“ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ის გუნდში დარჩება.

ზოგადად რთულია “ბარსელონასთვის” უარის თქმა, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. მე რომ მის მდგომარეობაში ვყოფილიყავი, ნამდვილად წავიდოდი, ყოველგვარი კითხვების გარეშე. თუმცა ყველაფერი ისე არ არის, როგორც მე ვამბობ.”

“ნიცას” 29 წლის წლის ფეხბურთელით “ლივერპული” და “პსჟ” არიან დაინტერესებულნი

ინგლისური “ლივერპულისა” და ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ჰატემ ბენ არფას გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. ამ ინფორმაციას RMC ავრცელებს.

29 წლის ფეხბურთელი მართლაც რომ შესანიშნავ სეზონს ატარებს საფრანგეთში – მან წლევანდელ სეზონში 16 გოლისა და 4 ასისტის ჩაწერა მოახერხა აქტივში (30 მატჩში).

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბენ არფას, რომლის გადაბირებაც მიმდინარე სეზონის ბოლოს უფასოდ იქნება შესაძლებელი, ყიდვით “მილანი” და “ატლეტიკოც” იყო დაინტერესებული.

იბრაჰიმოვიჩის გოლი “ნიცას” კარში (ვიდეო)

4 დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “ნიცასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში, 44-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მეტოქის კარში გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა.

„ნიცას“ ფეხბურთელები საჯარიმოს დროს კარში მეკარის ნაცვლად ჩადგნენ (ვიდეო)

„გრენობლთან“ მატჩში „ნიცას“ მეორე გუნდის ფეხბურთელებმა საკმაოდ საინტერესო რამ მოიფიქრეს. მეტოქის საჯარიმოს დროს ხუთი თი მცველი კარის დასაცავად დადგა, მეკარემ კი წინ წაიწია. წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

ბენ არფა “ნიცაში” გადავიდა

“ნიუკასლ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა ფრანგულ “ნიცაში” გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი ნახევარი ფრანგმა ფეხბურთელმა იჯარის წესით “ჰალ სიტიში” გაატარა, თუმცა კლუბის მთავარ მწვრთნელთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბენ არფამ “ნიუკასლთან” კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და შესაბამისად, “ნიცამ” 27 წლის ფეხბურთელი სრულიად უსასყიდლოდ დაიმატა.

“ნიცა” მშვენიერი გუნდია. კარგია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში დავბრუნდი. გუნდის მთავარ მწვრთნელს უკვე შევხვდი. მომწონს ფეხბურთისადმი მისი შეხედულება. თავკაცთან საუბარი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ამ დროს მადრიდის “რეალისგან” წინადადება რომ მიმეღო, მე მაინც “ნიცაში” წამოვიდოდი”, – ციტირებს ბენ არფას სიტყვებს “ლე ფიგარო”.

ჰატემ ბენ არფა “ნიცაში” 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ცნობისთვის, “ნიცას” საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიცია უკავია.

 

ბენ არფა “ნიცაში” გადავა

“ჰალ სიტიში” წარუმატებელი იჯარის შემდეგ სეზონის დარჩენილ ნაწილს ჰატემ ბენ არფა “ნიცაში” გაატარებს. წესით, ფეხბურთელი “ნიუკასლში” უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა საბოლოოდ საფრანგეთში გადასვლა გადაწყდა.

წინასწარი შეთანხმების შესახებ ინფორმაცია “ნიცას” ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა. ხელშეკრულება კი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაფორმდება, რომელიც ორშაბთს არის დანიშნული.

ფრანგულ პრესაში ისიც კი დაიწერა, რომ “ნიუკასლი” ფეხბურთელს უსასყიდლოდ დაუთმობდა მსურველ გუნდს.

 

“ბორდოს” მცველმა მეკარეობა დაიწყო

31 აგვისტოს საფრანგეთის ჩემპიონატში “ბორდოსა” და “ბასტიას” შორის გამართულ მატჩში, “ბორდოს” მცველმა ცარიელ კარში მიმავალი ბურთი ხელით მოიგერია, მსაჯმა კი ეს მომენტი ვერ დააფიქსირა.

რა უქნეს “მარსელისა” და “ნიცას” ფეხბურთელებმა ერთმანეთს

საფრანგეთის ჩემპიონატში “მარსელსა” და “ნიცას” შორის გამართულ შეხვედრაში ფეხბურთელებს შორის უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

ოფიციალურად: “არსენალმა” ოსპინა გაიფორმა

როგორც მოსალოდნელი იყო, ლონდონის “არსენალმა” “ნიცას” კოლუმბიელი მეკარე დავიდ ოსპინა გაიფორმა.

25 წლის კიპერმა “მეთოფეებთან” გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ოსპინას შესახებ კომენტარი გააკეთა “არსენალის” თავკაცმა არსენ ვენგერმა.

“დავიდ ოსპინა შესანიშნავი მეკარეა, დიდი გამოცდილება აქვს, “ნიცასა” და კოლუმბიის
ნაკრებში მშვენივრად თამაშობდა. ის გააძლიერებს ჩვენს გუნდს. მოხარულები ვართ, რომ ოსპინა ჩვენთან გადმოვიდა”, – ვენგერის სიტყვები ლონდონური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ოსპინა ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კოლუმბიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო. მუნდიალზე ჩატარებულ 5 მატჩში 4 გოლი გაუშვა, ორ შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

 

პიუელი: “ოსპინა არსენალში გადავიდა”

“ნიცას” მთავარმა მწვრთნელმა კლოდ პიუელმა განაცხადა, რომ მომდევნო სეზონიდან მეკარე დავიდ ოსპინა “არსენალის” ღირსებას დაიცავს.

25 წლის ოსპინა “ნიცაში” 2008 წლიდან ირიცხებოდა. ბრაზილიურ მუნდიალზე მეკარე კოლუმბიის შემადგენლობაში 1/4-ფინალამდე მივიდა.

გავრცელებული ინფორმაციით “არსენალს” მეკარე 4.4 მილიოინ ევრო დაუჯდა.

“ოსპინას არსენალში გადასვლას ვადასტურებ. “არსენალმა” მისი სახით ძლიერი მეკარე დაიმატა” – განაცხადა კლოდ პიუელმა.