საქართველოს ნაკრებმა მოლდოვაში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვაში გამგზავრებამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმების გამო ეროვნულ გუნდს ჯანო ანანიძე და ლაშა დვალი გამოაკლდნენ. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე შეუერთდა. სავარჯიშო პროცესი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე წარიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები კიშინიოვში ჩარტერული რეისით 10 ივნისს გაემგზავრება. 19:00 საათზე ეროვნული გუნდი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია,პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, სკოპიე, მაკედონია), საბა ლობჟანიძე (დინამო,თბილისი)

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა)

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი მოლდოვასა და საქართველოს შორის, 11 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Gff.Ge

ვაკო გვილია: “ზაფხულში “ბატედან” წასვლას არ გამოვრიცხავ”

საქართველოს ნაკრებისა და ბორისოვის “ბატეს” ქართველმა ფეხბურთელმა, ვალერიან გვილიამ Fanebi.Com-თან ისაუბრა. ნახევამცველმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ახალი სეზონის დაწყებას, თუმცა “ბატედან” წასვლას არ გამორიცხავს.

“სანაკრები პაუზის შემდეგ, ბელორუსში ჩემპიონატი იწყება. ძალიან მინდა, ტურნირმა სწრაფად აიღოს სტარტი. ახლა ყველანაირად “ბატეზე” ვარ კონცენტრირებული. ზოგადად, ამ გუნდმა ძალიან ბევრი რამე მომცა.”

“ზაფხულში წასვლა? ახლა ამაზე არ ვფიქრობ და ამის დრო არცაა. თუმცა, არც არაფერს გამოვრიცხავ. კარგი შემოთავაზების შემთხვევაში, დაფიქრება შეიძლება,” – განაცხადა გვილიამ.

ვაკო გვილია ბელორუსის სუპერ თასის გამარჯვებულია!

დღეს ბელორუსის სუპერ თასის შეხვედრაში ერთმანეთს ბელაზის “ტორპედო” და ბორისოვის “ბატე” შეერკინნენ. ამ უკანასკნელში ქართველი ფეხბურთელი, ვალერიან გვილია თამაშობს.

მატჩი “ბატეს” უპირატესობით წარიმართა და, საბოლოოდ, მისივე გამარჯვებით ანგარიშით, 3-1 დასრულდა.

გვილია მხოლოდ 81 წუთზე ჩაერთო შეხვედრაში. მან ახლახანს მოიშუშა ტრავმა, რომელიც თბილისის “დინამოსთან” ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო.

შეგახსენებთ, რომ საყრდენი ნახევარმცველი ვლადიმერ ვაისმა 24 მარტს სერბეთთან გასამართი შეხვედრისთვის ნაკრებში გამოიძიხა.

ვინ არის საქართველოს ნაკრების დებიუტანტი – ვაკო გვილია?

დღეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ორი შეხვედრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. საგულისხმოა, რომ 26 სპორტსმენს შორის ერთი დებიუტანტი – ვაკო გვილიაა.

ვაკო პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია. გამომდინარე იქედან, რომ მისი ოჯახი 6 წლის წინ უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად, გვილიას პირველი გუნდი ზაპოროჟიეს “მეტალურგი” (უკრაინა) იყო. იგი ამ კლუბში სამი წლის მანძილზე – 2012-2015 წლებში ასპარეზობდა. წარმატებული თამაშის შემდეგ ქართველი სპორტსმენი ბელარუსის დედაქალაქის კლუბ “მინსკში” 2016 წლის იანვარში გადავიდა. მან ზაფხულამდე 19 თამაში ჩაატარა და 4 გოლიც გაიტანა. დრომაც არ დააყოვნა და გასულ ივლისში გვილია ბელარუსის ყველაზე წარმატებული კლუბის, “ბატეს” წევრი გახდა.  22 წლის სპორტსმენმა ჯერ მხოლოდ ათი თამაშის ჩატარება მოასწრო და 3 გოლიც გაიტანა!

აქვე გეტყვით, რომ საყრდენმა უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 შეხვედრა ჩაატარა. 2015 წელს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის 21 წლამდელთა გუნდში სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას 6 და 9 ოქტომბერს ირლანდიისა და უელსის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.