ტრაპატონი: “ინძაგი თალგამისგან კარგ ღვინოს ვერ დაწურავს”

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ჯოვანი ტრაპატონი თვლის, რომ “მილანის” მთავარ მწვრთნელ ფილიპო ინძაგის მიმდინარე სეზონში მიუღწეველი მიზნების გამო არ უნდა აკრიტიკებდნენ.

“ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ინძაგი “მილანში” გარკვეულ პრობლემებს წააწყდა, თუმცა კლუბი მას უნდა ენდოს. არ შეიძლება, ელოდო, რომ ადამიანი თალგამისგან კარგ ღვინოს დაწურავს. “მილანში” კარგ შედეგთან ერთად სანახაობაც სურთ, ეს კი რთული მისაღწევია”, – ტრაპატონის სიტყვები “ტუტოსპორტმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის შემდეგ “მილანს” 42 ქულით სატურნირო ცხრილის მერვე პოზიცია უკავია.

 

გალიანი: „ინძაგის „მილანში“ დარჩენა შემდეგ სეზონშიც შეუძლია“

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ შემდეგი სეზონისთვის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგის დარჩენა არ გამორიცხა.

„ინძაგის კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს. ის კვლავ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელია. დარწმუნებული ვარ, სეზონის კარგად დასრულების შემთხვევაში, ის თავის პოსტზე შემდეგ სეზონშიც დარჩება“, – განაცხადა გალიანიმ.

მენეზი: „იმედია, ინძაგი „მილანში“ დარჩება“

„მილანის“ თავდამსხმელმა ჟერემი მენეზმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგის დარჩენის იმედი გამოთქვა.

„იყო რამდენიმე მატჩი, რომელიც უნდა მოგვეგო, თუმცა გამარჯვება ხელიდან გავუშვით. სატურნირო ცხრილში სიტუაციის გამოსასწორებლად კიდევ ექვსი კვირა გვაქვს. იმედია, ინძაგი გუნდში დარჩება“, – განაცხადა ფრანგმა.

იხილეთ სერია ა-ს სატურნირო ცხრილი

ინძაგი: „მენეზი სერია ა-ს საუკეთესო ბობმარდირი უნდა გახდეს“

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი იმედოვნებს, რომ მისი გუნდის თავდამსხმელი ჟერემი მენეზი, მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით, სერია ა-ს საუკეთესო ბობმარდირი გახდება.

„მენეზი? მის კარგ თამაშში წვლილი არ შემიტანია. ის ისედაც ჩინებული თავდამსხმელია, რომელიც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც კარგია. ბერლუსკონიმ და გალიანიმ მასში ინვესტიციები ჩადეს, რისთვისაც ქებას იმსახურებენ. თუმცა, ახლა ის არ უნდა გაჩერდეს. მენეზი ჩემპიონატის საუკეთესო ბობმარდირი უდნა გახდეს. ეს მან არა საკუთარი თავისთვის, არამედ გუნდისთვის უნდა გააკეთოს“, – განაცხადა სუპერპიპომ.

გალიანი: „ინძაგის ბედი „ფიორენტინასთან“ მატჩის შედეგზე დამოკიდებული არაა“

ბოლო დროს „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფილიპო ინძაგის შესაძლო გათავისუფლებაზე ევროპულ პრესაში ბევრი იწერება. ამის შესახებ „როსონერის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმაც ისაუბრა. მისი თქმით, „ფიორენტინასთან“ სერია ა-ს უახლოესი ტურის მატჩის შედეგი ინძაგის ბედზე გავლენას არ იქონიებს.

„წინ „ფიორენტინასთან“ მატჩი გველის. ეს მნიშვნელოვანი თამაშია. თუმცა, ინძაგის ბედზე იგი გავლენას არ იქონიებს“, – განაცხადა გალიანიმ.

იხილეთ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

ინძაგის თანამდებობა შესაძლოა, დღეს დაატოვებინონ

იტალიური მედიასაშუალებების მტკიცებით, “მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი გუნდის მთავარ მწვრთნელ ფილიპო ინძაგის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს და შესაძლოა, იტალიელი სპეციალისტი თანამდებობიდან გაანთავისუფლოს.

თუ ასე მოხდა, დიდი ალბათობით, პიპოს ადგილს “როსონერის” ახალგაზრდულის გუნდის მთავარი მწვრთნელი, კრისტიან ბროკი დაიკავებს.

ფილიპო ინძაგიმ გუშინდელ მატჩში ორიგინალური პასი გააკეთა (ვიდეო)

28 თებერვალს, იტალიის სერია A-ში, “კიევოსა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში, მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ ძველი დრო გაიხსენა და ორიგინალური პასი გააკეთა.

ინძაგი: „მილანს“ ზედიზედ მეორე მატჩში არ გაუშვია“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ „კიევოსთან“ ფრედ 0:0 დასრულებული მატჩი შეაფასა.

„მომეჩვენა, რომ თამაშს ვცდილობდით და მეორე ნახევარში უკეთესად გამოვიყურებოდით, შევქმენით საინტერესო მომენტები შევქმენით. შეგვიძლია ჰონდას დარტყმის გახსენება, რომელიც ძელს მოხვდა.

შეტევაში უკეთესად უნდა ვთამაშობდეთ. საბოლოო პასი კარგი უნდა იყოს. „კიევოსნაირ“ გუნდებთან, რომლებიც თავს მთლიანი შემადგენლობით იცავენ, თამაში ადვილი არაა.

ჩემი აზრით, პროგრესს მივაღწიეთ – „მილანმა“ ზედიზედ მეორე მატჩში გოლი არ გაუშვა. სამწუხაროდ, ქულები ისევ დავკარგეთ, მაგრამ შედეგი ბურთის ფლობის მხვრივაც გავიუმჯობესეთ“, – განაცხადა „როსონერის“ დამრიგებელმა.

ინძაგი: „ზედიზედ რამდენიმე მატჩის მოგება გვჭირდება

„ჩეზენასთან“ მოგებული მატჩით კმაყოფილმა ფილიპო ინძაგიმ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა შემდეგი მატჩებიც უნდა მოიგოს.

„ბედნიერები ვართ, თუმცა გუნდს ჯერ არაფერი გაუკეთებია. ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები უნდა იყვნენ. დღეს მათ ეს გამოუვიდათ. ამისთვის ზედიზედ რამდენიმე მატჩის მოგება გვჭირდება“, – განაცხადა „მილანის“ თავკაცმა.

იხილეთ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

ინძაგი, შესაძლოა, „ჩეზენასთან“ მატჩის შემდეგ გაუშვან

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი, შესაძლოა, პოსტიდან „ჩეზენასთან“ იტალიის სერია ა-ს 24-ე ტურის მატჩის შემდეგ გაათავისუფლონ, რასაც ცნობილი და ავტორიტეტული იტალიური გამოცემა „Gazzetta dello Sport“-ი ვარაუდობს.

ცნობისთვის, 23 ტურის შემდეგ „შავ-წითლები“ 30 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებიან. ჩემპიონთა ლიგის ზონამდე გუნდს 12 ქულა აშორებს.

წყაროს ინფორმაციით, პიპოს იმ შემთხვევაში გაუვებენ, თუ მილანელები „ჩეზენას“ დამარცხებას ვერ შეძლებენ. ინძაგის გათავისუფლების შემთხვევაში „მილანის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს დროებით მისი ასისტენტი მაურო ტასოტი შეასრულებს.

ინძაგი: “პაცინის რომ გაეტანა, ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ ტურინის “იუვენტუსთან” განცდილი მარცხი (1:3) შეაფასა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა, ჩემმა გუნდმა მშვენივრად წარმოაჩინა თავი. ყველამ კარგად იცის, რაოდენ რთულია სტუმრად “იუვენტუსის” წინააღმდეგ თამაში. ასე რომ არ იყოს, “ბებერი სინიორა” ამ სეზონში ამდენ ქულას ვერ მოაგროვებდა.

ვთვლი, რომ მთელი მატჩის განმავლობაში თამაშში ვიყავით. შანსიც გვქონდა, რომ ანგარიში 2:2 გაგვეხადა. პაცინის რომ გაეტანა, ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა.

დავმარცხდით, მაგრამ ეს მატჩი შესაძლოა, ახალი სასტარტო წერტილი გახდეს”, – ციტირებს ინძაგის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ინძაგი: “მომეცით დრო და “მილანს” საკადრის პოზიციებზე დავაბრუნებ”

“მილანის” მწვრთნელი, ფილიპო ინძაგი, დარწმუნებულია, რომ გუნდში ვითარების გამოსწორებას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ მილანელები იტალიის თასს გამოეთიშნენ.

“თასზე მარცხი ძალიან სამწუხაროა, გუნდს ის არ დაუმსახურებია. “მილანმა” კარგად ითამაშა, ბიჭებმა მოედანზე ყველაფერი დადეს. თავს არ ვიმართლებ, თუმცა მაგალითად სერ ალექს ფერგიუსონმა “მანჩესტერში” პირველი ტიტული მუშაობის 7 წლის თავზე მოიგო.

ვიცი, რომ გუნდმა უკეთესი შედეგები უნდა აჩვენოს, მაგრამ ახლა შენების პროცესში ვართ და დრო გვჭირდება, რათა “მილანი” საკადრის პოზიციებზე დავაბრუნოთ” – განაცხადა ინძაგიმ.