„მილანმა“ ინძაგის დატოვება გადაწყვიტა

მორიგი წაგებული მატჩის მიუხედავად, „მილანის“ ხელმძღვანელობამ ფილიპო ინძაგის ჯერჯერობით გუნდის მთავარ პოსტზე დატოვება გადაწყვიტა.

როგორც ცნობილია, მატჩის დასრულების შემდეგ, სილვიო ბერლუსკონიმ და ადრიანო გალიანიმ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ტელეფონით ისაუბრეს და საერთო გადაწყვეტილება მიიღეს, რითაც სუპერპიპოს კიდევ ერთი შანსი მისცეს.

ამრიგად, „პარმასთან“ სერია ა-ს უახლოეს მატჩში „შავ-წითლებს“ კვლავ ინძაგი უხელმძღვანელებს.

„მილანი“, ანუ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი გრანდი

ჯერ კიდევ სეზონის დაწყების წინ ნათელი იყო, რომ „მილანს“ მორიგი რთული სეზონი ექნებოდა. თანაც, ფილიპო ინძაგის, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლარენს ზეედორფი შეცვალა, აქამდე მხოლოდ „როსონერის“ ახალგაზრდულ გუნდში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.

კეთილი ადამიანი ასეთ დროს მწვრთნელისთვის დროის მიცემას მოითხოვდა. გამონაკლისი არც ამ შემთხვევაშია. ინძაგი ახალგაზრდა სპეციალისტია, რომელსაც საკმაოდ რთული ამოცანის შესრულება მოუწევს. თუმცა, ფეხბურთში სიტყვების ნაცვლად, საქმეს აფასებენ. 2014 წელი „მილანმა“ არც თუ ისე ცუდად დაასრულდა და მესამე ადგილამდე „შავ-წითლებს“ მხოლოდ ორი ქულა აკლდათ. „რომასთან“ წლის ბოლო მატჩმა აჩვენა, რომ გუნდს ბრძოლა შეუძლია (ხსენებულ შეხვედრაში მილანელები არც ისე ცუდად გამოიყურებოდნენ და უკან მხოლოდ მას შემდეგ დაიხიეს, რაც არმერომ წითელი ბარათი მიიღო). ამის მიუხედავად, 2015 წელს „როსონერი“ უარესად ვერც დაიწყებდა – ინძაგის მოთამაშეები სერია ა-ს ზედიზედ სამ მატჩში დამარცხდნენ. თანაქალაქელი „ინტერის“ მსგავსად, „მილანი“ სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება და სამეულამდე ახლა უკვე რვა ქულა აშორებს. კარგად წელიწადი არც „ნერაძურიმ“ დაიწყო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ჟერდან შაჩირი და ლუკას პოდოლსკი დაიმატა, რაც „ინტერნაციონალესთვის“ აშკარა გაძლიერება და მომავალში წარმატების მიღწევის საწინდარია.

„ლაციოსთან“ ბოლო მატჩში „მილანის“ „დაულაგებლობას“ მხოლოდ ბრმა ადამიანი თუ ვერ დაინახავდა. მეტოქის გაუაზრებელი მოქმედებების, დაცვაში გაურკვეველი თამაშისა და სხვა მინუსების გამო, რომალელებმა მილანელი სტუმრები ანგარიშით 3:1 დაამარცხეს, რითაც რევანშიც აიღეს. ის ერთადერთი გოლიც ჟერემი მენეზმა გაიტანა, რომლის ინდივიდუალური თამაშის წყალობითაც, „მილანმა“ მიმდინარე სეზონში არაერთი მატჩი მოიგო. მსგავსი ფეხბურთელი „როსონერის“ წინა წლებშიც ჰყავდა – ბოლო ორ სეზონში ასე მარიო ბალოტელი თამაშობდა, რომელიც ზაფხულში „ლივერპულში“ გადაბარგდა. სამწუხაროდ, მენეზს ნახევარდაცვასა და დაცვაში არსებული პრობლემების დაფარვა არ შეუძლია. სხვა მხვრივ, რამდენიმე შეხვედრაში „მილანმა“ გუნდური თამაში აჩვენა, რასაც „რომასთან“ ნახსენები მატჩი ადასტურებს.

Mexes VS Mauri

ასეთი სიტუაციიდან გამომდინარე, მეორე წრეში „შავ-წითლების“ მიზნებზე საუბარი ცოტა ძნელია. მაშინ, როდესაც მესამე ადგილისთვის მებრძოლი გუნდები სულ უფრო და უფრო კარგ შედეგებს აჩვენებენ, „როსონერის“ საპირისპირო რეზულტატი აქვს. სიტუაციის გამოსწორება „მილანს“ უახლოეს ტურებში შეუძლია. მართალია, ამის გაკეთება მაინც არ იქნება ადვილი. უახლოეს ტურში ინძაგის გუნდი „პარმას“ უმასპინძლებს, რომელიც ამჟამად 9 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება, მაგრამ „მილანისთვის“ იოლი მეტოქე, თუნდაც, იქედან გამომდინარე არ უნდა იყოს, რომ პირველ წრეში მისგან გასვლაზე 4 გოლი გაუშვა, თუმცა ის შეხვედრა, საბოლოოდ, 5:4 მოიგო. ამის შემდეგ კი პიპოს გუნდს ტურინში გასვლა ელის, სადაც იგიგათამაშების ცხრილის ლიდერ  „იუვენტუსს“ შეხვდება.

Menez

ბევრი იტყვის, რომ ამჟამინდელი „მილანისთვის“ ევროპის ლიგაზეც გამოსვლაც საკმარისი იქნება და მართალიც აღმოჩნდება, ძირითად შემადგენლობაში ლოპესის, აბატეს, მონტოლივოს, დე იონგის, ბონავენტურას ან მენეზის ყოფნას აზრი არ ექნება, თუ მთლიანად გუნდი დალაგებული არ იქნება (განსაკუთრებით ეს დაცვას ეხება). როგორ შეიძლება იმის ახსნა, რომ „ატლეტიკოში“ დაბრუნებულმა ფერნანდო ტორესმა უკვე თავის გამოჩენა მოასწრო და „რეალთან“ დუბლით გამოირჩა? ჯერჯერობით კარგს ვერც ალესიო ჩერჩის შედეგებზე ვიტყვით, რომელსაც ჯერჯერობით ვერც გოლი გაუტანია და ვერც საგოლე პასი გაუკეთებია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდი მატჩებისთვის სათანადო მზადებას ვერ გადის. ასე რომ, თუ უახლოეს მატჩებში პიპო არსებულ ვითარებას უკეთესობისკენ ვერ შეცვლის, კლუბის ხელმძღვანელები მის სახელსა და წარსულში მიღწეულ შედეგებს ყურადღებას არ მიაქცევენ და ახალი თავკაცის ძებნას დაიწყებენ. ბოლო დროს იტალიური პრესა „მილანში“ ლუჩანო სპალეტის შესაძლო მოსვლაზე წერს. „ზენიტის“ ყოფილი თავკაცი სამშობლოში დაბრუნებისთვის რომ მზადაა, ამის შესახებ მან თავის ინტერვიუებში არაერთხელ ისაუბრა. თავისუფალია ჩეზარე პრანდელიც. მსგავსი კანდიდატების არსებობისას სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის გამოცდილების მქონე ადამიანები ბევრს არ უნდა ფიქრობდნენ.

რა თქმა უნდა, საქმე არამხოლოდ მწვრთნელშია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სხვა თავკაცის ხელში გუნდი უკეთეს შედეგებს მიაღწევდა. დიდი ისტორიის მქონე კლუბების ცუდ მდგომარეობაში ხილვა ყოველთვის არასასიამოვნოა. თუ „მილანის“ ისტორიას გავიხსენებთ, მაშინ, დავრწმუნდებით, რომ მსგავსი ძლიერი კლუბი თანამედროვე ფეხბურთს კიდევ უფრო დიდ სანახაობას აჩუქებდა.

ინძაგის შესაძლო შემცვლელად სპალეტის კანდიდატურას განიხილავენ

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე რომის “ლაციოსთან” სამშაბათს გასამართ მატჩში დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, კლუბის თავკაცის პოსტი დატოვოს.

Football Italia-ს ცნობით, ინძაგის შესაძლო შემცვლელად 55 წლის იტალიელ სპეციალისტ ლუჩანო სპალეტის მოიაზრებენ, რომელიც უკანასკნელად სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” ედგა სათავეში.

შეგახსენებთ, რომ “ლაციოსა” და “მილანს” შორის სერია A-ს XX ტურში წუხელ გამართული შეხვედრა რომაელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

 

ინძაგის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი „ლაციოსთან“ იტალიის სერია ა-ს მე-20 ტურის მატჩში თავის გუნდს ვერ უხელმძღვანელებს – სუპერპიპომ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

„ატალანტასთან“ ანგარიშთ 0:1 წაგებული მატჩის ბოლოს მთავარმა მსაჯმა ინძაგი კამათის გამო გააძევა.

ცნობისთვის, „ლაციო“ – „მილანის“ მატჩი 24 იანვარს შედგება.

ინძაგი: „რომა“ ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური გუნდია“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში თავისი გუნდის მეტოქის „რომას“ შესახებ ისაუბრა.

„რომა“ ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური გუნდია. სამწუხაროდ, ეს კლუბი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

ვიცით, რომ ქაღალდზე ეს თამაში რთულია, თუმცა ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც შენდება. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ, რისი წყალოვითაც, ბრწყინვალე ფეხბურთის ჩვენებას შევეცდებით“, – განაცხადა სუპერპიპომ.

ცნობისთვის, „რომა“ – „მილანი“, კვირას, თბილისის დროით, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ინძაგი: „მილანის“ ფერგიუსონად ყოფნა ჩემი ოცნებაა“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ კლუბში თავის ამბიციებზე ისაუბრა.

„კლუბის ბაზაზე თავისი ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩემს მთავარ მწვრთნელად ხილვას კიდევ ოცი წლის განმავლობაში ისურვებდა. ამიტომაც, „მილანისთვის“ სერ ალექს ფერგიუსონად ყოფნა ჩემი ოცნებაა. ამ გუნდის მაისურში ბევრს მივაღწიე, აქ ჩემი კარგად ესმით. ყველა მენეჯერი ნდობას მიცხადებს და წარმატებას მისურვებს. რა თქმა უნდა, მათ თასების მოგება სურთ. შედეგი, ბეჯითი შრომის შედეგად, აუცილებლად მოვა“, – განაცხადა „როსონერის“ თავკაცმა.

ინძაგი: „მილანმა“ „პალერმოსთან“ წაგება დაიმსახურა“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ „პლაერმოსთან“ ანაგრიშით 0:2 წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

„ეს ფეხბურთია. გუშინაც აღვნიშნე, რომ „პალერმო“ რთული მეტოქეა და მან „ნაპოლის“ წინააღმდეგ კძალიან აკრგად ითამაშა“, – განუცხადა „როსონერის“ თავკაცმა „Sky Sport“-ს.

„მსგავსი მატჩები გუნდს გაზრდაში ხელს უწყობენ. მარცხსითვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. „სამპდორიასთან“ მატჩს მოუტმენლად ველით, რომელშიც რეაბილიტაციის საშუალება გვექნება“, – დაამატა პიპომ.

ცნოვისთვის, ამ მარცხის შედეგად, მილანელები სერია ა-ს გათამაშების ცხრილის მე-7 პოზიციაზე დაქვეითდნენ.

ინძაგი: „მიმდინარე სეზონში „მილანისთვის“ ჩემპიონთა ლიგა იტალიის თასია“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ წელს თავისი გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

„მილანს“ ევროთასების მიღმა ყოფნის უფლება არ აქვს. ამიტომაც, მიმდინარე სეზონში უკეთესად უნდა გამოვიდეთ და საერთაშორისო სარბიელზე დავბრუნდეთ.

იტალიის თასს უყურადღებოდ არ დავტოვებთ. ახლა ჩვენთვის ეს ტურნირი ჩემპიონთა ლიგის ტოლია. ტიტულის მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ახლა.

ჰონდას მისამართით ნეგატიური კომენტარები მოვისმინე, თუმცა კეისუკემ, როგორც ვარჯიშებზე, ისე მატჩებზე, ჩემი პატივისცემა და ნდობა დაიმსახურა.

ზოგჯერ ძირითადი შემადგენლობის არჩევა მიჭირს, რაც კარგის ნიშანია“, – განაცხადა სუპერპიპომ.

ცნობისთვის, მიმდიანრე სეზონში ჰონდამ ექვს შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა.

ინძაგი: ”შეეშვით ჩემს ფეხბურთელებს”

მსოფლიო პრესა ”როსონერის” ხშირად აკრიტიკებს. ”ჩეზენასთან” გასამართ მატჩამდე, ”მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპო ინძაგიმ, პრესკონფერენციაზე თავისი შეგირდები დაიცვა და პასუხისმგებლობა, მთლიანად თავის თავზე აიღო.

”პირველ რიგში ჟურნალისტებს მივმართავ. თქვენ რამდენიმე ფეხბურთელი ამოიჩემეთ და სისტემატიურად აკრიტიკებთ მათ, შედეგებში ადანაშაულებთ და კლუბისადმი გაწეულ სამუშაოს უკარგავთ. ძალიან გთხოვთ, შეეშვით მათ. თუ რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ, მე მომმართეთ, ყოველთვის მზად ვიქნები რომ გიპასუხოთ. ფეხბურთელებს რთული სეზონი ელით და მიეცით მათ წესიერად თამაშის საშუალება, თქვენი უაზრო კრიტიკა უარყოფითად მოქმედებს. ვერ ვიტან, როდესაც ვინმე უაზროდ ეძებს მიზეზს.” – განაცხადა ინძაგიმ.

ინძაგი: “მილანს” სერია A-ში საუკეთესო თავდასხმა ჰყავს”

“მილანის” მთავარი მწვრთნელი ფილპო ინძაგი გუნდს შეტევით ხაზით კმაყოფილია. მისი თქმით, “როსონერის” სერია A-ში საუკეთესო თავდასხმა ჰყავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ გუნდის მიერ გატანილი 8 ბურთიდან არცერთი გოლი არ არის ამპლუით ფორვარდის ანგარიშზე.

“შეტევაში ფართო არჩევანი მაქვს, შვიდი თავდამსხმელი მყავს. ჩემი აზრით, სერია A-ში საუკეთესო თავდასხმა სწორედ ჩვენ გვყავს. გარდა ამისა, შუა ხაზშიც რამდენიმე არჩევანი მაქვს. რთულია ისეთი ფეხბურთელის შეცვლა, როგორიც რიკარდო მონტოლივოა (მან მაისში ფეხი მოიტეხა და ნოემბრამდე მოედანს ვერ დაუბრუნდება – ავტ.), თუმცა მგონია, რომ მარკო ვან გინკელის სახით კარგი ფეხბურთელი მივიღეთ”, – განაცხადა ინძაგიმ ორშაბათის პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, “მილანი” დამდეგ შეხვედრას სერია A-ს IV ტურში “ემპოლის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი დღეს, თბლისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

 

ინძაგი: „მენეზზე უნდა დავქორწინდეთ“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ ბოლო პრესკონფერენციაზე ჯერემი მენეზთან დაკავშირებულ კითხვას საინტერესოდ უპასუხა.

– პარიზში ამბობდნენ, რომ მენეზს კარგი თამაშისთვის სიყვარული სჭირდება…

„თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ უნdა დავქორწინდეთ“, – ღიმილით განაცხადა სუპერპიომ.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს 2014/15 წლების სეოზნის გათამაშებაში მენეზმა სამი შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანაც მოასწრო.

მილანი – იუვენტუსი. ტორესი და ელ შაარავი განაცხადში მოხვდნენ, დიეგო ლოპესი და ალექსი არა

”მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპო ინძაგიმ, ”იუვენტუსთან” მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ტრამვის მიზეზით, განაცხადში ვერ მოხვდნენ დიეგო ლოპესი და ალექსი, სამაგიეროდ გამოჯანმრთელება მოასწრეს ტორესმა და ელ შაარავიმ და შესაძლოა, ხვალ ძირითად შემადგენლობაშიც მოგვევლინონ.

განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: აბიატი, აგაცი, გორი.

მცველები: აბატე, ალბერტაცი, არმერო, დე შილიო, მექსესი, რამი, ზაკარდო, ზაპატა.

ნახევარმცველები: ესიენი, დე იონგი, მასტალი, მუნტარი, პოლი, ვან გინკელი.

თავდამსხმელები: ბონავენტურა, ელ შაარავი, ჰონდა, მენეზი, ნიანგი, პაცინი, ტორესი.

შეგახსენებთ, რომ ”მილანისა” და ”იუვენტუსის” დაპირისპირება, 20 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.