დღეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” დორტმუნდს ესტუმრა და “ბორუსიას” წინააღმდეგ გააგორა ბურთი. გერმანელებმა ორჯერ მოახერხეს ესპანელებისთვის ანგარიშის გათანაბრება. შეხვედრა, ფრედ, 2-2 დასრულდა.
თამაშის შემდეგ, “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გრანდთან ვაგებდით ორჯერ და ორივეჯერ შევძელით ანგარიშის გათანაბრება.”
“შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. მეორე ნახევარშიც გვქონდა შანსები, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრი იყო შედომაც. ამ ყველაფერმა გამოიწვია მეორე გოლი.”
“საბოლოოდ, შეუპოვრად ვითამაშეთ, არ დავნებდით, რამაც შედეგი გამოიღო!” – განაცხადა ტუხელმა.