„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე უკვე გამოავლინეს წლის სიმბოლური გუნდი. აღნიშნულ ნაკრებში „ბარსელონას“ ფეხბურთელები სჭარბობენ, მათი რაოდენობა ოთხი მოთამაშისგან შედგება. რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
2013 წლის სიმბოლური გუნდი:
(4-3-3)
მეკარე: მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია);
მცველები: ფილიპ ლამი („ბაიერნი“, გერმანია), სერხიო რამოსი („რეალი“, ესპანეთი), ტიაგო სილვა („პსჟ“, ბრაზილია), დანი ალვეში („ბარსელონა“, ბრაზილია);
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“, ესპანეთი), ჩავი („ბარსელონა“, ესპანეთი), ფრანკ რიბერი („ბაიერნი“, საფრანგეთი);
თავდასხმელები: კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი („პსჟ“, შვედეთი), ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა).
აღნიშნული ნაკრები გამოკითხვის შედეგად შედგა. გამოკითხვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროფესიონალ ფეხბურთელებს შორის ჩატარდა.