ლუკას ვასკესი: “მოდრიჩს თავში ვერ შევუძვრები, მაგრამ მჯერა, რომ დარჩება”

მართალია იტალიური ჟურნალ-გაზეთები ლუკა მოდრიჩს მილანურ “ინტერში” გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ლუკას ვასკესი დარწმუნებულია, რომ ხორვატი ნახევარმცველი კვლავ მადრიდულ გრანდში ითამაშებს.

“ამაზე არ ვდარდობ, მის დაბრუნებას ველით. მალე ლუკა ვარჯიშს განაახლებს და კვლავ გვექნება მისი ფეხბურთის ყურებით დატკბობის შანსი. დარწმუნებული ვარ, რომ მოდრიჩი დარჩება. მაგრამ ფეხბურთში დარწმუნებით რამის თქმა ძალიან რთულია.

მოდრიჩი “რეალის” ფეხბურთელია და მომავალშიც ასე იქნება, ამას ვგრძნობ. მოდრიჩს თავში ვერ შევუძვრები, თუმცა მჯერა, რომ ის “რეალში” დარჩება,” – აცხადებს მადრიდელთა ესპანელი გარემარბი.

ვასკესი: “ვმუშაობ იმისთვის, რომ სასტარტოს ფეხბურთელი გავხდე”

ლუკას ვასკესის როლი, როგორც “რეალში”, ასევე ესპანეთის ნაკრებში, უფრო და უფრო, იზრდება. 26 წლის შემტევი “ფურია როხასთან” ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოდის. მან ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ირანთან სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო ასპარეზობა.

ვასკესმა მადრიდულ გამოცემა Marca-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

“ვმუშაობ იმისთვის, რომ რეგულარულად ვიყო სასტარტო შემადგენლობაში. მხოლოდ ეს შემიძლია. მუდამ ვცდილობ, რომ ჩემს გუნდს დავეხმარო. ამ მომენტში რაც გვსურს, ისაა, რომ მაროკო დავამარცხოთ და პირველ ადგილზე დავასრულოთ ასპარეზობა. ჩვენი დავალება შევასრულეთ და ახლა მხოლოდ საკუთარ სათანადო თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. ვცდილობთ, რომ მუდამ პროგრესი გვქონდეს. მსოფლიოს ჩემპიონატს მარტივად არავინ იგებს.”

ვასკესს ახალგაზრდა თანაგუნდელზე, მარკო ასენსიოზეც ჰკითხეს.

“მარკოს ორი ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. ის ძალიან ახალგაზრდა ბავშვია, რომელსაც კარგი აწმყო და ფანტასტიკური მომავალი აქვს. იგი ნამდვილად განვითარდება. ასენსიოს ნაკრებშიც ნელ-ნელა იმყარებს პოზიციებს,” – ამბობს ვასკესი.

ლუკას ვასკესის კომენტარი “ბაიერნთან” მოგებული მატჩის შემდეგ

მადრიდის “რეალის” შემტევმა, ლუკას ვასკესმა, რომელიც მიუნხენის “ბაიერნის” კარში გატანილი მეორე გოლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლავთ, მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“ძალიან კარგად ვიცოდით, რომ წინ ურთულესი მატჩი გველოდა და სასურველი შედეგის მისაღებად დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევდა. ოთხმოცდაათი ძალიან დაძაბული წუთი გავატარეთ მოედანზე.

ძალიან კარგად ვითამაშეთ. რაც შეეხება გოლის მომენტს, მარკომ ძალიან კარგ დროს მომცა პასი და არც მე დავაგვიანე. დამაგვირგვინებელ ფაზაში ის შესანიშნავი იყო. რა თქმა უნდა, ჩემი თანაგუნდელების დახმარების წყალობით, ყველაფერი უფრო და უფრო მიადვილდება.

რიბერი, მსგავსად თანაგუნდელებისა, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, როგორც 25 წლის ასაკში. ამ გუნდმა შარშანაც დიდი პრობლემები შეგვიქმნა, ასე რომ, ფინალში გასასვლელად კიდევ ერთი კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ,” – აცხადებს ვასკესი.

ლუკას ვასკესი: “შესანიშნავი დროა, რომ “იუვენტუსს” დავუპირსიპირდეთ”

დღეს მადრიდის “რეალი” “ლას პალმასს” ესტურმა და ანგარიშით, 3-0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ, ლუკას ვასკესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, გახარებულნი ვართ. ვიტყვი, რომ “იუვენტუსთან” დაპირსპირება კარგ დროს მოდის. უკვე რამდენიმე თვეა, ბევრი გოლი გაგვაქვს, გააზრებულად ვუტევთ და, ზოგადად, უკეთესად ვთამაშობთ. მშვენიერ მდგომარეობაში ვართ და იტალიელებთან დაპირისპირებისთვისაც მზად ვართ. ნაჩო? მან, სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო. ნამდვილად ქჰონდა ტკივილი და ვნახოთ, როგორ შეძლებს, სამშაბათამდე გამოჯანმთრთელდეს,” – ამბობს ვასკესი.

ლუკას ვასკესი: “იუვეტნუსის” ძალები სათანადოდ უნდა შევაფასოთ”

მადრიდის “რეალის” ესპანელმა ვარსკვლავმა, ლუკას ვასკესმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მეტოქეზე, ტურინის “იუვენტუსზე” ისაუბრა.

“საფეხბურთო სამყაროში იკვეთება აზრი, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ. ჩემი აზრით, ეს ასე ნამდვილად არ არის და “იუვენტუსის” ძალები სათანადოდ უნდა შევაფასოთ, თორემ ეს ძვირად დაგვიჯდება.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს გუნდი გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. იტალიური კლუბები ყოველთვის უხერხულ მეტოქეებად გვესახებიან, თანაც “იუვენტუსი” ძალიან გამოცდილია,” – აცხადებს ვასკესი.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდნენ. კარდიფში გამარჯვება “რეალს” დარჩა.

ლუკა მოდრიჩი ზინედინ ზიდანის მიღწევას გაიმეორებს

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” ლონდონს ესტუმრება და ადგილობრივ “ტოტენჰემს” დაიუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული შეხვედრა “ბლანკოსის” “მაესტროსთვის”, ლუკა მოდრიჩისთვის ერთი ჩვეულებრივი მატჩი არ იქნება. მის მიერ “უემბლიზე” ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამართული დაპირისპირება რიგით 277-ე გამოდგება მადრიდულ კარიერაში. სწორედ ამდენი თამაში აქვს ჩატარებული ხორვატის ამჟამინდელ დამრიგებელს, ზინედინ ზიდანს “რეალის” შემადგენლობაში.

ამავე დროს, გეტყვთ, რომ თუ ლუკას ვასკესი “სპურსების” წინააღმდეგ ითამაშებს, ეს მისთვის რიგით მეასე, საიუბილეო შეხვედა იქნება “თეთრების” მაისურით. საინტერესოა ისიც, რომ ამ რიცხვის მიღწევამდე ძალიან ცოტა დააკლდათ ისეთ მოთამაშეებს, როგორების ესტებან გრანერო (96) და ალვარო მორატა (95) არიან. თავად ვასკესი კი, 159-ე იქნება “რეალის” “ასიანებს” შორის.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 30 აგვისტო

კვირკველიას შეძენა ინგლისის პრემიერ ლიგის სამ კლუბს სურს

მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველი მცველის, სოლომონ კვირკველიას გადაბირებით სამი ინგლისური კლუბია დაინტერესებული: “ლესტერ სიტი”, “კრისტალ პალასი” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი”. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “სანი” ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, რუსული კლუბი კვირკველიას 18 მილიონ ფუნტად აფასებს, ინგლისური კლუბები კი მზად არიან ის უახლოეს 48 საათში გაიფორმონ.


ჩემბერლინმა “ჩელსის” უარი “ლივერპულის” გამო უთხრა

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის “არსენალმა” და “ჩელსიმ” ერთმანეთში ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლინის ტრანსფერი უკვე შეათანხმეს, თავად ფეხბურთელმა უარი განაცხადა კარიერის “სტემფორდ ბრიჯზე” გაგრძელებაზე.

BBC-ის ცნობით, ჩემბერლინს იურგენ კლოპის “ლივერპულში” სურს თამაში. თუ “წითლებთან” შეთანხმება არ შედგება, ფეხბურთელი მომავალ სეზონსაც “ემირეიტს სტედიუმზე” გაატარებს.


აგუერო წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს

Manchester Evening News-ის ცნობით, “მანჩესტერ სიტის” არგენტინელი შემტევი, სერხიო აგუერო კლუბის გამოცვლაზე სერიოზულად დაფიქრდა.

როგორც ცნობილი ხდება, იმ შემთხვევაში, თუ სერხიო აგუერო კვლავ ვერ შეძლებს ძირითადში ადგილის დამკვიდრებას, ის ზაფხულს არ დაელოდება და “ეტიჰადს” ზამთარშივე დატოვებს.


“არსენალი” ლუკას ვასკესზე გადაერთო

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მადრიდის “რეალის” გარემარბის, ლუკას ვასკესის დამატებას აპირებენ. ამ ინფორმაციას Diario Gol ადასტურებს.

როგორც იცით, 26 წლის ვასკესის მიმართ, რომელსაც არც ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა მადრიდში, ინტერესს “რომას”, “იუვენტუსისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელებიც იჩენენ.


კოშტა 41-მილიონიან ტრანსფერს უახლოვდება

Evening Standard-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” ესპანელი შემტევი, დიეგო კოშტა ძალიან ახლოსაა თავის ყოფილ კლუბში დაბრუნებასთან.

ბრიტანული წყაროს ცნობით, “როხიბლანკო” კოშტას სანაცვლოდ 41 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა დიეგო “ვანდა მეტროპოლიტანოზე” თამაშს 2018 წლის იანვრამდე ვერ შეძლებს სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო.


“პარი სენ-ჟერმენი” კრიხოვიაკს ინგლისურ კლუბში გაანათხოვრებს

The Guardian-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “პარი სენ-ჟერმენის” კუთვნილებაში მყოფი დაცვითი ტიპის ნახევარმცველი, გრეგორჟ კრიხოვიაკი არენდის წესით “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” იქნება განათხოვრებული.

როგორც იცით, ფრანგულ გრანდში გადასვლამდე პოლონელი ფეხბურთელის გადაბირებისთვის რამდენიმე დიდი ევროპული კლუბიც იბრძოდა, თუმცა კრიხოვიაკმა მასში გადახდილი 30 მილიონის გამართლება ვერ მოახერხა და ახლა პარიზსაც ტოვებს.

მართალია, ტრანსფერი ჯერ არ გაოფიციალურებულა, მაგრამ ინგლისური ჟურნალისტების ცნობით, მხარეები შეთანხმებას უახლოეს საათებში მიაღწევენ.

გეტყვით იმასაც, რომ ტონი პულისი გუნდში კრიხოვიაკთან ერთად “არსენალში” მოთამაშე კირან გიბსის მიყვანასაც გეგმავს, რომლის სანაცვლოდაც “მეთოფეები” 7 მილიონ ფუნტს ითხოვენ.


დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 აგვისტო


“ბარსელონა” დელე ალის ტრანსფერით ინტერესდება

The Express-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, “ბარსელონა” მზადაა, დელე ალის ნეიმარის ტრანსფერიდან შემოსული თანხის ნახევარიც დაახარჯოს.

ნეიმარის შემცვლელად ალისთან ერთად პაულო დიბალას, უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოს მოისაზრებენ.


ბეილს დარჩენა გადააწყვეტინეს

პრესაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, მადრიდის “რეალის” უელსელი ვარსკვლავი, გარეტ ბეილი მომავალ სეზონშიც “რეალის” მაისურით ითამაშებს.

როგორც ცნობილი ხდება, ფლორენტინო პერესს მისი შენარჩუნება მინიმუმ 2018 წლამდე სურს, სანამ მის შეცვლას კილიან მბაპე შეძლებს.


ლემარისთვის ოთხი გრანდი იბრძვის

The Mirror-ს თუ დავუჯერებთ, ლონდონის “არსენალთან” ერთად ტომას ლემარის ტრანსფერისთვის “ლივერპულის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” ხელმძღვანელები იბრძვიან.

როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეებმა” სამი ოფიციალური წინადაადებით მიმართეს “მონაკოს”, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონები მის გაყიდვას 50 მილიონ ფუნტზე ნაკლებ თანხად არ აპირებენ.


ვასკესი “რეალს” დატოვებს, თუ…

მადრიდის “რეალის” შემტევი, ლუკას ვასკესი, რომელმაც გასულ სეზონში კარგი თამაშით მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა, მზადაა, საჭიროების შემთხვევაში “რეალი” დატოვოს.

Don Balon-ის ცნობით, ვასკესი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს უმიზნებს და თუ “რეალი” კილიან მბაპეს დაიმატებს, მზადაა სათამაშო პრაქტიკისთვის სხვა კლუბშიც გადავიდეს.


დემბელემ “ბარსელონას” ინტერესზე ისაუბრა

დორტმუნდის “ბორუსიას” გარემარბმა, უსმან დემბელემ, რომელსაც “ბარსელონაში” ნეიმარის პოტენციურ შემცვლელად მოისაზრებენ, პრესასთან ესპანრი კლუბის ინტერესზე ისაუბრა.

“ბარსელონა” უდიდესი კლუბია და მსოფლიოს ყველა ფეხბურთელს სურს ისეთ კლუბში თამაში, როგორიც “ბარსელონაა”, აცხადებს დემბელე Gol-თან საუბრისას.

“ძალიან მსიამოვნებს, ჩემი ტრანსფერით “ბარსელონას” მსგავსი კლუბი რომ არის დაინტერესებული, ისიც კი სასიამოვნოა, რომ მათ სიაში ვარ. უნდა დავიცადო და ვნახო, რა მოხდება,” – დაამატა მან.


ოფიციალურად: ლუკას ვასკესმა “რეალთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ლუკას ვასკესმა გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. იგი “ბლანკოსში” 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.

მიმდინარე სეზონში ესპანელი უკვეა მესამე ფეხბურთელია, ლუკა მოდრჩისა და ტონი კროოსის შემდეგ, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ხვალ, მადრიდის დროით 13:30 საათზე ვასკესი პრესკონფერენციას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი “თეთრების” აღზრდილია. იგი 2014 წელს გუნდმა ერთი წლით “ესპანოილში” გაანათხოვრა, სადაც წარმატებულად იასპარეზა და ნახსენები დროის შემდეგ მშობლიურ “რეალში” დაბრუნდა.