მართალია, ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტთა რიგს მიეკუთვნება, თუმცა მისი მუშაობის შედეგად საკმაოდ კრეატიული და ნიჭიერი ფეხბურთელები არაერთხელ დაჩაგრულან.
პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა ბოლო ათწლეულში რამდენიმე გამორჩეულ ფეხბურთელს დაუნგრია კარიერა. გთავაზობთ მათ სიას:
9. ხუან კუადრადო (“ჩელსი”/ 15 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
კუადრადო ლონდონში 2015 წლის დასაწყისში გადაბარგდა იტალიური “ფიორენტინადან”, თუმცა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მოურინიოს გულის მოგება ვერ მოახერხა. ხუანი იძულებული გახდა “სტემფორდ ბრიჯი” დაეტოვებინა. ის არენდის წესით “იუვენტუსში” გადავიდა (იმავე ზაფხულს).
8. კევინ დე ბრუინი (“ჩელსი”/ 9 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
მოურინიომ “გენკიდან” 6 მილიონ ფუნტად ნაყიდი კევინ დე ბრუინი “ჩელსიში” თამაშის ღირსად არ ჩათვალა. პორტუგალიელის აზრით მას მომავალი არ ჰქონდა, ამიტომაც “არისტოკრატებმა” ის 9 მატჩის ჩატარების შემდეგ გერმანულ “ვოლფსბურგში” გაუშვეს, სადაც ბელგიელი ფეხბურთელი ვარსკვლავად იქცა.
7. რიკარდო კაკა (“რეალი”/ 87 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
“ჩელსის” ამჟამინდელ დამრიგებელს ბრაზილიელი რიკარდო კაკას შესაძლებლობებში ეჭვი მასთან თანამშრომლობის მეორე წლის დასაწყისში შეეპარა. მას შემდეგ ოქროს ბურთის მფლობელი სათადარიგო ფეხბურთელად იქცა.
6. პედრო ლეონი (“რეალი”/ 14 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
მოურინიო პედრო ლეონის დიდი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა. ერთხელ ჟოზემ პედროს ასეთი რამ უთხრა: “გუნდის თვითმფრინავი რომ განადგურდეს, რომელშიც შენ არ იმყოფებოდი, მაინც არ გათამაშებ მომდევნო კვირას.”
5. რომელუ ლუკაკუ (“ჩელსი”/ 3 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
ბელგიელ ფორვარდსა და “ახალი დროგბას” სტატუსს შორის სწორედ პორტუგალიელი მწვრთნელი აღიმართა, რომელიც მას საერთოდ არ ენდობოდა. “ევერტონის” ამჟამინდელი ლიდერი მხოლოდ 3-ჯერ ათამასა ჟოზემ “ჩელსის” მაისურით.
4. ხუან მატა (“ჩელსი”/ 17 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის შესაძლებლობებიც ჟოზემ დაიწუნა ხუან მატა გახლავთ, რომელიც ახლაც მის გუნდში იმყოფება, ოღონდ “იუნაიტედში”. არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო მატამ “ჩელსი” სწორედ “მანჩესტერში” გაცვალა, თუმცა ნამდვილად არ ეგონა, რომ მოვლენები ამდაგვარად განვითარდებოდა.
3. რიკარდო ქუარეშმა (“ინტერი”/ 32 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
ვინგერის შეტევითი პოტენციალი მოურინიოს არ აკმაყოფილებდა, ამიტომაც 32 მატჩის ჩატარების შემდეგ, ის უკან, “ჩელსიში” გაგზავნა.
2. რიკარდო ქუარეშმა (“ჩელსი”/ 19 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
იტალიურ კლუბებში თავის წარმოჩენის შემდეგ, სალაჰმა აბრამოვიჩიც მოხიბლა, თუმცა არა მოურინიო – პორტუგალიელი ეგვიპტელ ფეხბურთელს საკმარის სათამაშო დროს არ აძლევდა. მსგავსად კუადრადოსა, კლუბი მანაც მალევე დატოვა.
1. ჰენრიკ მხითარიანი (“მანჩესტერ იუნაიტედი”/ 5 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
ჰენრიკ მხითარიანის საქმე ბურუსით არის მოცული. რთულია იმის თქმა, თუ რატომ დაიწუნა ჟოზემ სომეხი ფეხბურთელი, რომელმაც სადებიუტო მატჩშივე მოახერხა გოლის გატანა. თუმცა ფაქტია, რომ ის სათადარიგოთა სკამს ძალიან მიეჩვია.