დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბრინჯაოს ფინალში შედგა. ერთმანეთს თბილისის “დინამო” და ბათუმის “დინამო” დაუპირისპირდნენ.
მატჩი დაძაბული გამოდგა და, საბოლოოდ, ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მე-16 წუთზე თავის გამოჩენა თემურ შონიამ მოახერხა და ბათუმის “დინამოს” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოუპოვა.
შესაბამისად, ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი – დედაქალაქური “დინამო” ევროტურნირების მიღმა დარჩა.