კოკეს კომენტარი “რეალის” დამარცხების შემდეგ

უეფას სუპერ თასზე მადრიდის “რეალის” დამარცხების შემდეგ, “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, კოკემ კომენტარი გააკეთა.

“მატჩამდე დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავით და ვიცოდით, რომ რთული დაპირისპირება გველოდა. თუმცა, ძალიან ბევრი ვუმუშავეთ, ვითამაშეთ, როგორც ერთმა მთლიანმა ორგანიზმმა. სწორედ ამის ხარჯზე მივაღწიეთ გამარჯვებას. ეს იყო დაუჯერებელი შეხვედრა. ჩემი აზრით, თუ ასე – ერთი, დიდი შემართებით, ბევრს ვიშრომებთ, გამარჯვებებს გავაგრძელებთ. მადა გვქონდა იმის, რომ წარმატებულ გზაზე დავბრუნებულიყავით. ახლაც იგივე სურვილი გვამოძრავებს,” – აცხადებს კოკე.

ვასკესი: “ვმუშაობ იმისთვის, რომ სასტარტოს ფეხბურთელი გავხდე”

ლუკას ვასკესის როლი, როგორც “რეალში”, ასევე ესპანეთის ნაკრებში, უფრო და უფრო, იზრდება. 26 წლის შემტევი “ფურია როხასთან” ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოდის. მან ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ირანთან სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო ასპარეზობა.

ვასკესმა მადრიდულ გამოცემა Marca-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

“ვმუშაობ იმისთვის, რომ რეგულარულად ვიყო სასტარტო შემადგენლობაში. მხოლოდ ეს შემიძლია. მუდამ ვცდილობ, რომ ჩემს გუნდს დავეხმარო. ამ მომენტში რაც გვსურს, ისაა, რომ მაროკო დავამარცხოთ და პირველ ადგილზე დავასრულოთ ასპარეზობა. ჩვენი დავალება შევასრულეთ და ახლა მხოლოდ საკუთარ სათანადო თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. ვცდილობთ, რომ მუდამ პროგრესი გვქონდეს. მსოფლიოს ჩემპიონატს მარტივად არავინ იგებს.”

ვასკესს ახალგაზრდა თანაგუნდელზე, მარკო ასენსიოზეც ჰკითხეს.

“მარკოს ორი ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. ის ძალიან ახალგაზრდა ბავშვია, რომელსაც კარგი აწმყო და ფანტასტიკური მომავალი აქვს. იგი ნამდვილად განვითარდება. ასენსიოს ნაკრებშიც ნელ-ნელა იმყარებს პოზიციებს,” – ამბობს ვასკესი.

მადრიდის “რეალის” ვარჯიშს რაულ გონსალესი და მიჩელ სალგადო დაესწრნენ (ფოტო)

დღეს მადრიდის “რეალმა” აბუ დაბიში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალის წინ პირველი ვარჯიში ჩაატარა.

გუნდი მინდორზე 24-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა, მაგრამ გარეთ ბეილი და რაფაელ ვარანი სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებენ. ჯერჯერობით, უცნობია შეძლებს თუ არა ეს ორი ფეხბურთელი საკლუბო მუნდიალზე ასპარეზობას. “ბლანკოსის” აღნიშნულ საწვრთნელ პროცესს დღეს ორი ლეგენდარული მოთამაშე, რაულ გონსალესი და მიჩელ სალგადო დაესწრნენ. მათ ფეხბურთელებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე “რეალი” “ალ ჯაზირას” დაუპირისპირდება.

კარიკატურა: უძლეველი მაურისიო პოჩეტინო

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემი” მადრიდის “რეალს” “უემბლიზე” დაუხვდა და მეტოქე ანგარიშით, 3-1 დაამარცხა.

აღნიშნულ თემაზე, გთავაზობთ კარიკატურას.

 

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა ვარჯიშზე საოცარება ჩაიდინა (ვიდეო)

დღევანდელ ვარჯიშზე მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა თანაგუნდელს საოცარი ცრუ მოძრაობა შესთავაზა.

ისკოს ქმედება არ გამორჩენია AS-ის კამერებს, ესპანურმა გამოცემამ ამ ფაქტის აღმწერი ვიდეო მასალა ინტერნეტში განათავსა. მადრიდელები “ეიბართან” მატჩისთვის ემზადებიან, სანტიაგო ბერნაბეუზე გამგზავრებამდე “რეალის” ფეხბურთელებმა დღეს ბოლო ვარჯიში გამართეს.

ჟულიო ბაპტისტა: “მოთამაშეები ზიდანს ბრმად ენდობიან”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟულიო ბაპტისტამ, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი წევრის თქმით, “სამეფო კლუბის” მოთამაშეები ზიზუს ბრმად ენდობიან.

“ზიდანს შესანიშნავი სამწვრთნელო კარიერა აქვს, ის გასაოცარ სამუშაოს ასრულებს მადრიდში. ფეხბურთელები მას ბრმად ენდობიან და ეს ფრანგს დიდ უპირატესობას ანიჭებს. მას შემდეგ, რაც ის “რეალს” წვრთნის, გუნდის თამაში გაუმჯობესდა და სტაბილურად გამოიყურებიან, სწორედ ეს ეხმარება, მათ ტიტულების მოგებაში. ფრანგი სპეციალისტი ნდობას ფანებისგანაც გრძნობს. ეს ყველაფერი კი, მუშაობის წყნარად გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს,” – განაცხადა ჟულიო ბაპტისტამ.

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ორი ფეხბურთელი დაამატა

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის საერთო განაცხადში, ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საქმე ეხება მადრიდის “რეალის” აკადემიის ორ კიპერს, მოჰა რამოსა და ხავიერ ბელმანს. იქიდან გამომდინარე, რომ გუნდის მესამე მეკარე ლუკა ზიდანი ტრავმირებულია, ხოლო ნავასის თამაში საეჭვო იყო, ზიდანმა მიიღო გადაწყვეტილება, საერთო განაცხადში დამატებით ორი კიპერი შეეყვანათ.

როგორც იცით, მოჰა რამოსი უკვე იყო “რეალის” 18 კაციან განაცხადში “ხეტაფეს” წინააღმდეგ.

მადრიდის “რეალის” განაცხადში 17 წლის ფეხბურთელი მოხვდა

მადრიდის “რეალი” დღეს “ხეტაფეს” დაუპირისპირდება, მადრიდელთა განაცხადში კი, 17 წლის მეკარე მოჰა რამოსი იქნება.

საქმე იმაშია, რომ გუნდის ორი კიპერი, კეილორ ნავასი  და ლუკა ზიდანი ტრამვირებულები არიან, ამიტომაც ზიდანი იძულებული გახდა განაცხადში აკადემიის ფეხბურთელი შეეყვანა. აღსანიშნავია, რომ მოჰას ჯერ დებიუტი “რეალის” სარეზერვო გუნდშიც კი არ ჰქონია, მაგრამ დღეს ის კოლისეუმ ალფონსო პერესზე მადრიდელებთან ერთად იქნება.

17 წლის ესპანელი ფეხბურთელი სიმაღლეში 1.90-მეტრია, წონით კი 83-კილოგრამს იწონის.

ფლორენტინო პერესის ახალი გეგმა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ახალ გეგმაზე მუშაობს.

“ბლანკოსის” ბოსი აპირებს, რომ სამომავლოდ ესპანეთის ნაკრების ძირითადმა ბირთვმა სწორედ მის კლუბში მოიყაროს თავი. მსგავსი რამ 2010 წელს “ბარსელონამ” შემოგვთავაზა და გვახსოვს თუ რამდენად წარმატებულები იყვნენ ამ დროს ესპანელები.

რაც შეეხება “რეალს”, ამ მიზნით გუნდში ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიც არიან: ისკო ალარკონი, მარკო ასენსიო, ხესუს ვალიეხო, მარკოს ლორენტე, დანი კარვახალი, დანი სებალოსი და ა.შ.

თუმცა, როგორც ჩანს პერესი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მას სურს, რომ ნაკრების ძირითადი მეკარე სწორედ მისი გუნდიდან იყოს. წლების განმავლობაში იკერ კასილასი იცავდა, როგორც ესპანეთის ნაკრების კარს, ასევე მადრიდის “რეალისას”. ფლორენტინომ რამდენიმე წლის წინ სცადა, რომ დავიდ დე ხეა დაემატებინა, მაგრამ ეს ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა. ამჟამად მადრიდელთა პრეზიდენტი გეგმავს, რომ 23 წლის კეპა არისაბალაგა დაიმატოს და იმედები სწორედ მასზე დაამყაროს.

კეპა ბილბაოს “ატლეტიკის” აღზრდილია. იგი ბასკური კლუბის ძირითად გუნდში 2016-2017 წლების სეზონიდან გამოდის. ახალ სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში მან ექვსი შეხვედრა ჩაატარა. საინტერესოა, დათმობენ თუ არა ბასკები ახალგაზრდა კიპერს.

MARCA : “მადრიდის “რეალი” კარვახალის სანაცვლოდ არავის შეიძენს”

ესპანურმა გამოცემამ, MARCA-მ მადრიდის “რეალის” სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.

როგორც ეს გამოცემა იუწყება იმ შემთხვევაში, თუ კარვახალი დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხებს მინდორზე გასვლას, “რეალი” მზადაა ნაჩოსა და აჩრაფ ჰაკიმს ენდოს.

ნაჩო ფერნანდესი უნივერსალური მცველია, მას შეუძლია დაცვაში ნებისმიერ ადგილას ითამაშოს და, თანაც, საკმაოდ საიმედოდ. სწორედ ეს აძლევს ზიდანს მასზე დაყრდნობის საშუალებას. ასევე “რეალის” მესვეურები დიდ იმედებს ამყარებენ აჩრაფ ჰაკიმზე.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რამდენ ხანს იუქმებს კარვახალი, მაგრამ ფაქტია, მადრიდის “რეალი” აჩქარებას არ აპირებს და ისინი სრულ ნდობას უცხადებენ, როგორც დანიელ კარვახალს, ასევე აჩრაფსა და ნაჩო ფერნანდესს.

რამოსი: “ჩვენთან მსგავსი პრობლემები არ არსებობს”

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა კლუბის შიდა სამზარეულოზე ისაუბრა.

სერხიო რამოსი: “ჩვენს კლუბში არასდროსაა მსგავსი პრობლემა, როგორიცაა დავა იმაზე თუ ვინ დააარტყავს 11-მეტრიანს. რადგან ყველამ იცის, რომ “რეალში” პენალტს რონალდუ ასრულებ, თუ ის მინდორზე არ იმყოფება, მაშინ ეს მისია მე მეკისრება. მატჩამდე ირკვევა იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა, რომელსაც შეიძლება 11-მეტრიანის შესრულება მოუწიოს. ამ გზით ჩვენ თავს ვარიდებთ პრობლემებს. მსგავს მცირე დეტალებს “რელში” დიდი ყურადღება ექცევა. რაც შეეხება ნეიმარსა და კავანის ისინი პროფესიონალი ფეხბურთელები არიან და დარწმუნებული ვარ სწორ გადაწყვეტილებამდე მივლენ.”-განაცხადა სერხიო რამოსმა.

El Confidencial: “მადრიდის “რეალი” მზადაა გარეტ ბეილი გაყიდოს”

ესპანური გამოცემა  El Confidencial -ის ინფორმაციით, გარეტ ბეილმა შესაძლოა მადრიდის “რეალი” დატოვოს.

უელსის ნაკრების ფეხბურთელი მადრიდულ კლუბს 2013 წელს შეუერთდა და მასში იმ დროისათვის სარეკორდო თანხა 100 მილიონი ევრო გადაიხადეს. მას შემდეგ გარეტს გამუდმებით ტრავმები აწუხებს, ამიტომაც მან ვერ მოახერხა თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენა.

El Confidencial-ი აცხადებს, რომ თუ რომელიმე კლუბი მზადა იქნება ბეილში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაშინ ფლორენტინო პერესი მას უპრობლემოდ შეელევა.